close

Pragniemy zwrócić Państwa uwagę, że zamieszczone na niniejszej stronie informacje nie stanowią źródła prawa. Zapewniamy, że dołożyliśmy wszelkich starań, by były one zgodne z obowiązującymi regulacjami. Prosimy jednak pamiętać, że niniejsza strona służy wyłącznie celom informacyjnym, a informacje na niej zamieszczone nie mogą stanowić podstawy w sporach z organami administracji publicznej. W razie wątpliwości zalecamy skontaktowanie się z organem prowadzącym postępowanie administracyjne w danej sprawie oraz zapoznanie się z przepisami prawa, które mogą mieć decydujący wpływ na jej rozstrzygnięcie.

Zapraszamy również do kontaktu z prowadzoną przez nas infolinią migrant.info - 22 490 20 44.

Czy informacje zawarte na stronie są przydatne?

Jakich informacji Pan/Pani poszukiwał/a?

Jesteś na:

უცხოელის ქვეყნიდან გაძევებაdrukuj

უცხოელის ქვეყნიდან გაძევება

უცხოელი ვალდებულია დატოვოს პოლონეთი შენგენის ან ეროვნული ვიზით მისთვის განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე და ასევე ამ ვიზის მოქმედების ვადის ამოწურვამდე.

უცხოელი ვალდებულია დატოვოს პოლონეთი დროებითი ბინადრობის ნებართვის ვადის ამოწურვამდე.

უცხოელი ვალდებულია დატოვოს პოლონეთი შემდეგი სახის საბოლოო გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 30 დღის განმავლობაში (ან მეორე ინსტანციის ორგანოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შემთხვევაში - გადაწყვეტილების ჩაბარების დღიდან):

-         გადაწყვეტილება შენგენის ან ეროვნული ვიზის გაგრძელებაზე უარის თქმის თაობაზე, გადაწყვეტილება დროებითი ბინადრობის ნებართვის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე, გადაწყვეტილება მუდმივი ბინადრობის ნებართვის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე, გადაწყვეტილება ევროკავშირის გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე ან გადაწყვეტილება ზემოაღნიშნულ საკითხებზე საქმის წარმოების შეწყვეტის ან უცხოელისთვის უკვე მინიჭებული ნებართვის გაუქმების თაობაზე.

-         გადაწყვეტილება ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე, გადაწყვეტილება საერთაშორისო დაცვის განაცხადის დაუშვებლად ცნობის შესახებ, გადაწყვეტილება საერთაშორისო დაცვის მინიჭების საქმის წარმოების შეწყვეტის ან ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის ჩამორთმევის შესახებ ან

-         გადაწყვეტილება ჰუმანიტარული მიზეზებით მინიჭებული ბინადრობის ნებართვის ჩამორთმევის შესახებ.

უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ფარგლებში პოლონეთში მყოფი უცხოელი ვალდებულია დატოვოს პოლონეთი უვიზო მიმოსვლის შესახებ წარმოშობის ქვეყანასა და პოლონეთს შორის გაფორმებული საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე.

უცხოელის ქვეყნიდან გაძევება-ვის ეხება?

გადაწყვეტილება ქვეყნიდან გაძევების თაობაზე შეიძლება გაიცეს უცხოელზე, რომელიც:

  1. იმყოფება ან იმყოფებოდა პოლონეთში მოქმედი ვიზის ან სხვა მოქმედი დოკუმენტის გარეშე, რომელიც იძლევა პოლონეთში შესვლისა და დარჩენის უფლებას, იმ შემთხვევაში თუ ვიზის ან სხვა დოკუმენტის ქონა არის სავალდებულო;
  2. რომელმაც არ დატოვა პოლონეთი შენგენის ქვეყნებში (ყველა ან ზოგიერთ) კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ, რომლის დროსაც მას ჰქონდა ვიზის გარეშე ბინადრობის უფლება ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში, თუ საერთაშორისო ხელშეკრულებებით სხვა რამ არ არის დადგენილი;
  3. რომელმაც არ დატოვა პოლონეთი შენგენის ვიზაში მითითებული ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში კანონიერი ბინადრობის ვადის გამოყენების შემდეგ  ან ეროვნული ვიზის საფუძველზე ყოფნის დასაშვები ვადის გამოყენების შემდეგ;
  4. ასრულებს ან ასრულებდა სამუშაოს სავალდებულო სამუშაო ნებართვის ან დამსაქმებლის მიერ უცხოელის დასაქმების შესახებ რეგისტრირებული დეკლარაციის გარეშე, ან დაეკისრა ფულადი ჯარიმა სამუშაოს უკანონოდ შესრულებისათვის;
  5. ეწეოდა ბიზნეს საქმიანობას პოლონეთის კანონის საწინააღმდეგოდ ან
  6. არ ფლობს აუციებელ ფინანსურ რესურსებს პოლონეთში ბინადრობის, სამშობლოში ან საცხოვრებელ ქვეყანაში დაბრუნების ხარჯების დასაფარავად;
  7. ფიგურირებს უცხოელთა ჩამონათვალში, რომელთა პოლონეთის ტერიტორიაზე ყოფნა არასასურველია;
  8. ფიგურირებს შენგენის საინფორმაციო სისტემაში (SIS) შესვლაზე უარის თქმის მიზნით, იმ შემთხვევაში თუ იმყოფება პოლონეთში უვიზო მიმოსვლის ფარგლებში ან შენგენის ვიზის საფუძველზე (ეს არ ეხება სიტუაციებს, როდესაც ბინადრობის საფუძველია შენგენის ვიზა, რომელიც მხოლოდ პოლონეთის ტერიტორიაზე შესვლისა და ბინადრობის ნებართვას იძლევა);
  9. სახელმწიფო თავდაცვის ან უსაფრთხოების, ან საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის მიზნით, არ შეიძლება დარჩეს პოლონეთში;
  10. გადაკვეთა ან ჰქონდა მცდელობა გადაეკვეთა საზღვარი უკანონოდ;
  11. რომელსაც პოლონეთში სასამართლოს განაჩენით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა, რომელიც ექვემდებარება აღსრულებას და არსებობს საფუძველი მისი სხვა ქვეყნისთვის გადაცემის (ექსტრადიციის) საქმის წარმოებისათვის, მის მიმართ გამოტანილი განაჩენის აღსრულების მიზნით;
  12. იმყოფება სასაზღვრო ზონის გარეთ, სადაც მცირე სასაზღვრო მიმოსვლის ფარგლებში საზღვრის გადაკვეთის ნებართვის თანახმად შეუძლია დარჩეს;
  13. იმყოფება პოლონეთში კანონიერი ბინადრობის ვადის გასვლის შემდეგ, რომლის საფუძველსაც წარმოადგენდა საზღვრის გადაკვეთის ნებართვა მცირე სასაზღვრო მიმოსვლის ფარგლებში;
  14. რომლის პოლონეთში შემდგომი ყოფნა საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ ჯანმრთელობას, რაც დადასტურებულია სამედიცინო გამოკვლევით, ან საფრთხეს უქმნის ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნის საერთაშორისო ურთიერთობებს;
  15. რომლის პოლონეთში ყოფნის მიზანი და პირობები არ შეესაბამება დეკლარირებულს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კანონი იძლევა მათი შეცვლის უფლებას;
  16. რომელსაც ადმინისტრაციული გადაწყვეტილებით უარი ეთქვა ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე ან დამატებით დაცვაზე, საერთაშორისო დაცვის შესახებ განცხადება დაუშვებლად იქნა ცნობილი, გაიცა გადაწყვეტილება საერთაშორისო დაცვის მინიჭების პროცედურის შეწყვეტის ან ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის გაუქმების შესახებ და უცხოელს არ დაუტოვებია პოლონეთის ტერიტორია მითითებულ ვადაში, ან იმყოფება დაცულ ცენტრში ან უცხოელთა დროებითი მოთავსების იზოლატორში.

რა შემთხვევაში არ დაიწყება უცხოელის ქვეყნიდან გაძევების შესახებ საქმის წარმოება?

უცხოელის ქვეყნიდან გაძევების შესახებ საქმის წარმოება არ დაიწყება, თუ:

  1. უცხოელს აქვს ლტოლვილის სტატუსი ან სარგებლობს დამატებითი დაცვით;
  2. უცხოელს მიენიჭა ბინადრობის ნებართვა ჰუმანიტარული მიზეზების გამო ან კანონით გათვალისწინებული სხვა დასაშვები მიზეზებიდან გამომდინარე (pobyt tolerowany);
  3. უცხოელს მიენიჭა დროებითი ბინადრობის ნებართვა იმის გამო, რომ მისი პოლონეთში ყოფნა აუცილებელია ოჯახური ცხოვრების პატივისცემის აუცილებლობის გამო, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის შესაბამისად;
  4. უცხოელს მიენიჭა დროებითი ბინადრობის ნებართვა იმის გამო, რომ პოლონეთიდან მისი წასვლით დაირღვევა ბავშვის უფლებები, როგორც ეს განსაზღვრულია ბავშვის უფლებათა კონვენციაში;
  5. უცხოელი არის პოლონეთის მოქალაქის მეუღლე ან უცხოელის, რომელსაც აქვს მუდმივი ბინადრობის ნებართვა ან ევროკავშირის გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვა  (იმ პირობით, რომ უცხოელის ყოფნა საფრთხეს არ უქმნის სახელმწიფოს თავდაცვასა ან უსაფრთხოებას ან საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვას), თუ ქორწინების მიზანი არ იყო კანონის გვერდის ავლა.
  6. უცხოელი პოლონეთში იმყოფება შენგენის ვიზის საფუძველზე, რომელიც გაიცა ჩამოსვლის მიზნით ჰუმანიტარული მიზეზების გამო, სახელმწიფოს ინტერესის ან საერთაშორისო ვალდებულებებიდან გამომდინარე;
  7. უცხოელი იმყოფება პოლონეთში დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე, გაცემული პოლონეთში მოკლევადიანი ყოფნის გარემოებების გამო,
  8. უცხოელი პოლონეთში იმყოფება დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე, რომელიც გაიცემა უცხოელებზე, რომლებიც ტრეფიკინგის მსხვერპლნი არიან;
  9. უცხოელს მიენიჭა მუდმივი ბინადრობის ნებართვა ან ევროკავშირის გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვა პოლონეთში;
  10. უცხოელს აქვს ბინადრობის ნებართვა გაცემული შენგენის ზონის სხვა ქვეყნის მიერ (იმ პირობით, რომ უცხოელის ყოფნა საფრთხეს არ უქმნის სახელმწიფოს თავდაცვასა ან უსაფრთხოებას ან საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვას). გამონაკლისს წარმოადგენს სიტუაცია, როდესაც უცხოელი არ დაბრუნდა აღნიშნულ ქვეყანაში მას შემდეგ, რაც მიეთითა პოლონეთის დაუყოვნებლივ დატოვების ვალდებულების შესახებ;
  11. უცხოელი იმყოფება დროებით მივლინებაში პოლონეთში სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულების მიზნით დამსაქმებლის მიერ, რომელიც დაფუძნებულია და საქმიანობას ეწევა ევროკავშირის სხვა ქვეყანაში ან EFTA- ს წევრ ქვეყანაში და თუ უცხოელს აქვს ამ ქვეყანაში ყოფნისა და მუშაობის უფლება, იმ შემთხვევაში თუ უცხოელის ქვეყნიდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების გაცემის მიზეზი შეიძლება გამხდარიყო პოლონეთის ტერიტორიაზე მოქმედი ვიზის ან ბინადრობის ბარათის გარეშე ყოფნა;
  12. უცხოელი შეიძლება დაუყოვნებლივ გადაეცეს მესამე ქვეყანას, პირთა გადაცემასა/ექსტრადიციასა და მიღების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე მას შემდეგ, რაც  საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის იქნა დაკავებული;
  13. უცხოელი შეიძლება დაუყოვნებლივ იქნას დაბრუნებული საზღვარზე, თუ იგი დაკავებული იქნა სასაზღვრო ზონაში უნებლიედ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შემდეგ;
  14. უცხოელი პოლონეთში იმყოფება მოწმობის საფუძველზე, რომელიც ადასტურებს ვარაუდის არსებობას, რომ იგი არის ტრეფიკინგის მსხვერპლი;
  15. უცხოელი შეიძლება გადაეცეს ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოს იმ ნორმების საფუძველზე, რომლებიც განსაზღვრავენ მესამე ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის შესახებ ევროკავშირის წევრ ქვეყანაში გაკეთებული განაცხადის განხილვაზე პასუხისმგებელ წევრ სახელმწიფოს;
  16. უცხოელი გადაეცემა მესამე ქვეყანას ამავე სახელმწიფოს ხელისუფლების მოთხოვნით, ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოების ან სასჯელის აღსრულების მიზნით, ან უსაფრთხოების ზომების გატარების მიზნით.
  17. უცხოელი გადაეცემა ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოს როგორც პირი, რომელიც იძებნება დაკავების ევროპული ორდერის საფუძველზე.

უცხოელის ქვეყნიდან გასვლის ვალდებულების შესრულების ვადა

უცხოელის ქვეყნიდან გასვლის ვალდებულების/გაძევების შესახებ გადაწყვეტილება განსაზღვრავს ნებაყოფლობითი დაბრუნების პერიოდს 15-დან 30 დღემდე ვადით, რომლის ათვლაც იწყება გადაწყვეტილების ჩაბარების დღიდან. აღნიშნული გადაწყვეტილება ფიქსირდება უცხოელის პასპორტში. ადმინისტრაციული ორგანო, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება უცხოელის გაძევების შესახებ, წერილობით აცნობებს უცხოელს (მისთვის გასაგებ ენაზე) გადაწყვეტილების გამოტანის იურიდიული საფუძვლის შესახებ და აცნობებს, შეუძლია თუ არა და რა ფორმით შეუძლია გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება.

ნებაყოფლობითი დაბრუნების პერიოდი არ არის მითითებული იმ შემთხვევაში თუ არსებობს უცხოელის გაქცევის ალბათობა, ან ეს აუცილებელია ეროვნული თავდაცვის ან უსაფრთხოების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების და წესრიგის დაცვის მიზნით. აღნიშნული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ შედის ძალაში.

ყურადღება! ადმინისტრაციული ორგანო, რომელსაც შეუძლია განიხილოს საჩივარი სასაზღვრო ქვედანაყოფის მეთაურის ან სასაზღვრო პუნქტის მეთაურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაზე უცხოელის ქვეყნიდან გაძევების შესახებ, ნებაყოფლობითი დაბრუნების პერიოდისა და ქვეყანაში შესვლის აკრძალვის გაუქმების შესახებ, არის უცხოელ მოქალაქეთა საქმეთა დეპარტამენტის (UDSC) უფროსი.

სარჩელის შეტანა სასამართლოში

უცხოელს, რომლის მიმართაც გაიცა გადაწყვეტილება ქვეყნიდან გასვლის ვალდებულების/გაძევების შესახებ, შეუძლია გაასაჩივროს აღნიშნული გადაწყვეტილება სავოევოდო ადმინისტრაციულ სასამართლოში და ამასთანავე შეუძლია განცხადების გაკეთება გადაწყვეტილების აღსრულების დროებით შეჩერების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში, ნებაყოფლობითი დაბრუნების ან აღნიშნული გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ვადა ხანგრძლივდება სავოევოდო ადმინისტრაციული სასამართლოს მიერ ამ სარჩელის/განცხადების თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანის თარიღამდე.

ზემოხსენებული არ ვრცელდება, თუ გადაწყვეტილება უცხოელის ქვეყნიდან გაძევების თაობაზე მიღებულია იმ სიტუაციაში, როდესაც ეს აუცილებელია ეროვნული თავდაცვის ან უსაფრთხოების, ან საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის, ან პოლონეთის რესპუბლიკის ინტერესების დაცვის მიზნით.

ყურადღება! უცხოელის ქვეყნიდან გაძევების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დღიდან, ავტომატურად უქმდება ეროვნული ვიზა, ვადა ეწურება დროებითი ბინადრობის ნებართვასა და სამუშაო ნებართვას.

პოლონეთში ხელახლა შესვლის აკრძალვა

უცხოელის ქვეყნიდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილებაში განისაზღვრება პოლონეთში ხელახლა შესვლის აკრძალვა. აღნიშნული აკრძალვა წესდება უცხოელზე 6 თვიდან 5 წლამდე ვადით.

ხელახლა შესვლის აკრძალვა წესდება შემდეგი ვადებით:

  1. 6 თვიდან 3 წლამდე - იმ შემთხვევებში, როდესაც უცხოელი:

a)      იმყოფება ან იმყოფებოდა პოლონეთში მოქმედი ვიზის ან სხვა მოქმედი დოკუმენტის გარეშე, რომელიც იძლევა პოლონეთში შესვლისა და დარჩენის უფლებას, იმ შემთხვევაში თუ ვიზის ან სხვა დოკუმენტის ქონა არის სავალდებულო;

b)      არ დატოვა პოლონეთი შენგენის ქვეყნებში (ყველა ან ზოგიერთ) კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ, რომლის დროსაც მას ჰქონდა ბინადრობის უფლება ვიზის გარეშე ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში, თუ საერთაშორისო ხელშეკრულებებით სხვა რამ არ არის დადგენილი;

c)      არ დატოვა პოლონეთი შენგენის ვიზაში მითითებული ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში კანონიერი ბინადრობის ვადის გამოყენების შემდეგ  ან ეროვნული ვიზის საფუძველზე ყოფნის დასაშვები ვადის გამოყენების შემდეგ;

d)     არ ფლობს აუციებელ ფინანსურ რესურსებს პოლონეთში ბინადრობის, სამშობლოში ან საცხოვრებელ ქვეყანაში დაბრუნების ხარჯების დასაფარავად;

e)      იმყოფება სასაზღვრო ზონის გარეთ, სადაც მცირე სასაზღვრო მიმოსვლის ფარგლებში საზღვრის გადაკვეთის ნებართვის თანახმად შეუძლია დარჩეს;

f)       იმყოფება პოლონეთში კანონიერი ბინადრობის ვადის გასვლის შემდეგ, რომლის საფუძველსაც წარმოადგენდა საზღვრის გადაკვეთის ნებართვა მცირე სასაზღვრო მიმოსვლის ფარგლებში;

g)      უცხოელის პოლონეთში ყოფნის მიზანი და პირობები არ შეესაბამება დეკლარირებულს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კანონი იძლევა მათი შეცვლის უფლებას;

h)     ადმინისტრაციული გადაწყვეტილებით მას უარი ეთქვა ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე ან დამატებით დაცვაზე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება ლტოლვილის სტატუსის მინიჭების პროცედურის შეწყვეტის შესახებ და უცხოელმა არ დატოვა პოლონეთის ტერიტორია მითითებულ ვადაში.

  1. 2.    1-დან 3 წლამდე-თუ უცხოელი:

a)      ასრულებს ან ასრულებდა სამუშაოს სავალდებულო სამუშაო ნებართვის ან დამსაქმებლის მიერ უცხოელის დასაქმების შესახებ რეგისტრირებული დეკლარაციის გარეშე, ან დაეკისრა ფულადი ჯარიმა სამუშაოს უკანონოდ შესრულებისათვის;

b)      ეწეოდა ბიზნეს საქმიანობას პოლონეთის კანონის საწინააღმდეგოდ.

  1. 3.      3-დან 5 წლამდე თუ:

a)      უცხოელი ფიგურირებს შენგენის საინფორმაციო სისტემაში (SIS) შესვლაზე უარის თქმის მიზნით ან იმყოფება იმ უცხოელთა ჩამონათვალში, რომელთა პოლონეთის ტერიტორიაზე ყოფნა არასასურველია;

b)      პოლონეთში სასამართლოს განაჩენით მას მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა, რომელიც ექვემდებარება აღსრულებას და არსებობს საფუძველი მისი სხვა ქვეყნისთვის გადაცემის (ექსტრადიციის) საქმის წარმოებისათვის, მის მიმართ გამოტანილი განაჩენის აღსრულების მიზნით;

c)      უცხოელის პოლონეთში შემდგომი ყოფნა საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ ჯანმრთელობას, რაც დადასტურდა სამედიცინო გამოკვლევით, ან საფრთხეს უქმნის ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნის საერთაშორისო ურთიერთობებს.

  1. 5 წელი თუ უცხოელი:

a)      სახელმწიფო თავდაცვის ან უსაფრთხოების, ან საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის მიზნით, არ შეიძლება დარჩეს პოლონეთში.

პოლონეთში შესვლის აკრძალვის გაუქმება

უცხოელის განცხადების საფუძველზე, ორგანოს, რომელმაც მიიღო უცხოელის ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილება შეუძლია გააუქმოს შესვლის აკრძალვა,

თუ უცხოელი დაამტკიცებს რომ:

-         შეასრულა ქვეყნიდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულებები (მაგალითად, მან დატოვა პოლონეთი გადაწყვეტილებაში მითითებულ ვადაში), ან

-         მისი ხელახლა შესვლა პოლონეთში ან შენგენის სხვა ქვეყნებში  გამართლებულია კონკრეტული გარემოებების გამო, განსაკუთრებით ჰუმანიტარული მიზეზების გამო, ან

-         ისარგებლა ნებაყოფლობით დაბრუნებაში დახმარებით

უცხოელის პოლონეთში შესვლის აკრძალვა არ გაუქმდება, თუ:

-         უცხოელის პოლონეთში შესვლამ ან ბინადრობამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას სახელმწიფოს თავდაცვას ან უსაფრთხოებას ან საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვას, ან დაარღვიოს პოლონეთის ინტერესები, ან

-         უცხოელმა არ დაფარა მისი ქვეყნიდან გაძევებასა და გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯები, რაც მას ევალებოდა.

ყურადღება! თუ შესვლის აკრძალვის ვადის ნახევარი ჯერ არ გასულა, აღნიშნული აკრძალვის გაუქმება შეულებელია.

 

სამართლებრივი საფუძველი:

2013 წლის 12 დეკემბრის კანონი უცხოელთა შესახებ (Dz.U. z 2020 r. poz. 35).