close

Pragniemy zwrócić Państwa uwagę, że zamieszczone na niniejszej stronie informacje nie stanowią źródła prawa. Zapewniamy, że dołożyliśmy wszelkich starań, by były one zgodne z obowiązującymi regulacjami. Prosimy jednak pamiętać, że niniejsza strona służy wyłącznie celom informacyjnym, a informacje na niej zamieszczone nie mogą stanowić podstawy w sporach z organami administracji publicznej. W razie wątpliwości zalecamy skontaktowanie się z organem prowadzącym postępowanie administracyjne w danej sprawie oraz zapoznanie się z przepisami prawa, które mogą mieć decydujący wpływ na jej rozstrzygnięcie.

Zapraszamy również do kontaktu z prowadzoną przez nas infolinią migrant.info - 22 490 20 44.

Czy informacje zawarte na stronie są przydatne?

Jakich informacji Pan/Pani poszukiwał/a?

Jesteś na:
Strona główna უცხოელების შესახებ აქტში ცვლილებები და სხვა აქტები, რომლებიც ვრცელდება უცხოელებზე და დამსაქმებლებზე

უცხოელების შესახებ აქტში ცვლილებები და სხვა აქტები, რომლებიც ვრცელდება უცხოელებზე და დამსაქმებლებზეdrukuj

მიგრაციულ კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები:

საცხოვრებელ და სამუშაო ნებართვებთან დაკავშირებული ნებართვები:

- აღარ არსებობს პროცედურის მიმდინარეობისას პოლონეთში საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის აუცილებლობა (მათ შორის: ქირავნობის ხელშეკრულება, ნოტარიული აქტი, რეგისტრაციის დადასტურება).

- აღარ არსებობს სტაბილური დას რეგულარული შემოსავლის წყაროს დადასტურების აუცილებლობა რაც შეიცვალა მოთხოვნით რომ უცხო ქვეყნის მოქალაქემ მიიღოს ხელფასი რომელიც არანაკლებია მინიმალური ხელფასის ოდენობაზე, მიუხედავად სამუშაო დროის ხანგრძლივობისა, სამუშაოს ტიპისა და სამართლებრივი ურთიერთკავშირისასა რომელიც უცხოელის მიერ სამუშაოს შესრულების საფუძველს წარმოადგენს. პრაქტიკაში ეს ნიშნავს იმას რომ ნებისმიერმა უცხოელმა რომელიც ბინადრობისა და მუშაობის ნებართვაზე აკეთებს განაცხადს სულ მცირე მინიმალური ხელფასი მაინც უნდა მიიღოს (3010 პოლონური ზლოტი, ბრუტო).

- დროებითი ბინადრობის შეცვლის შესაძლებლობა დამსაქმებელი სუბიექტის შეცვლის შემთხვევაში ან სამუშაო ნებართვის ფლობის ვალდებულებიდან გათავისუფლების პირობებში. პრაქტიკაში ეს ნიშნავს იმას რომ იმ უცხოელს რომელიც შეიცვლის დამსაქმებელს - უფლება აქვს შეიტანოს განაცხადი გადაწყვეტილებაში დამსაქმებლის შეცვლის თაობაზე და არა მთლიანი ბინადრობის და სამუშაო მოწმობის შეცვლის თაობაზე როგორც აქამდე ხდებოდა. სახაზინო მოსაკრებელი დროებითი ბინადრობისა და სამუშაო ნებართვის შეცვლისათვის შეადგენს 220 პოლონურ ზლოტს ანუ იმ სახაზინო მოსაკრებლის ოდენობის ნახევარს რომელიც გათვალისწინებულია დროებითი ბინადრობისა და სამუშაო ნებართვის გაცემისათვის. ნებართვის შეცვლა შეიძლება განხორციელდეს დროებითი ბინადრობისა და სამუშაო ნებართვის შინაარსში ცვლილების თაობაზე განაცხადის შეტანის ფორმით. ნებართვის შინაარსის ცვლილების გადაწყვეტილება გაიცემა 60 დღის განმავლობაში.

- უცხოელის მიერ შესაბამისი რეგიონის ვოევოდის ინფორმირების ვალდებულება დამსაქმებლის შეცვლის შესახებ შესრულებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც როდესაც უცხოელი გააკეთებს განაცხადს ნებართვის შეცვლის თაობაზე, იმ პირობით რომ ეს განაცხადი გაკეთებულ უნდა იქნას 15 დღის განმავლობაში დამსაქმებელთან სამუშაო ხელშეკრულების გაწყვეტის მომენტიდან.

- შემოღებულ იქნა დროებითი ბინადრობის მიღებაზე შემოტანილი განაცხადების განხილვის პრიორიტეტული გზა იმ უცხოელთათვის რომლებიც პოლონური ეკონომიკისათვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე სუბიექტებში აპირებენ მუშაობას.  ეკონომიკის მინისტრმა განსაზღვრა იმ საწარმოთა ნუსხა რომლებიც სტრატეგიული მნიშვნელობის საქმიანობას ეწევიან.

- დროებითი ბინადრობისა და რამდენიმე სუბიექტში ერთდროულად მუშაობის ნებართვის მიღების შესაძლებლობის შემოღება. ასეთ შემთხვევაში მინიმალური ანაზღაურების მოთხოვნა შეეხება ცალკეული სუბიექტებისაგან მიღებული ხელფასების ჯამს.

 

ცვლილებები დროებითი ბინადრობისა და მუშაობის იმ ნებართვებში რომლებიც შეეხება მაღალი კვალიფიკაციის საჭიროების მქონე პროფესიებს (ლურჯი ბარათი)

- ხელფასის - როგორც მაღალკვალიფიციურ პროფესიაში სამუშაოდ აუცილებელი დროებითი ბინადრობის ნებართვის მინიჭების მოთხოვნის შეფარდება იმ წლის საშუალო ხელფასთან მიმართებაში რომელიც წინ უძღოდა ამ ნებართვის გაცემაზე განაცხადის შეტანას. სამუშაოს შესრულებაზე დადებული ხელშეკრულების დადებას. აქამდე მხედველობაში მიიღებოდა იმ წლის საშუალო ხელფასი რომელიც წინ უძღოდა სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებული ხელშეკრულების დადებას.

 

ცვლილებები რომლებიც დროებითი ბინადრობის ყველა მოწმობას ეხება:

- 60-დღიანი განსახილველი ვადის შემოღება დროებითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე პირველი ინსტანციისათვის, აგრეთვე 90-დღიანი განსახილველი ვადის შემოღება დროებითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე სააპელაციო ორგანოებისათვის. პრაქტიკაში ეს იმას ნიშნავს რომ სავოევოდოს უწყება ვალდებულია 60-დღიან ვადაში გასცეს  დროებითი ბინადრობის ნებართვა. აპელაციის შეტანის შემთხვევაში კი უცხოელთა საქმეების სამმართველოს ანუ მეორე რიგის ინსტანციას 30 დღე აქვს განაცხადის განსახილველად.

- განაცხადის განხილვის ვადა აითვლება იმ დღიდან რომელ დღესაც უცხოელმა პირადად გააკეტა განაცხადი ან შეიტანა სრულად შევსებული განაცხადის ფორმულარი.

 

მუდმივი ბინადრობის მოწმობასთან დაკავშირებული ცვლილებები:

- მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემის ვადა გაიზარდა 6 თვემდე. ეს ვადა ორჯერ აღემატება აქამდე კანონით მიღებულ ვადას. თუმცა გათვალისწინებულ უნდა იქნას რომ მუდმივი ბინადრობის ნებართვის მოპოვების პროცედურის საშუალო ხანგრძლივობა 6 თვის ვადას აჭარბებდა.

 

ვიზის მიღებასთან დაკავშირებული ცვლილებები:

- მოკლდება იმ ტიპის ვიზების გაცემის ვადები რომლებიც გაიცემა სწავლის, სამეცნიერო კვლევების ჩატარების, სტაჟირების და მოხალისეობის მიზნით - მათი გაცემის ვადა შეადგენს 30 დღეს განაცხადის შეტანიდან. ასევე, 7 დღემდე მოკლდება დაკლებული დოკუმენტების შევსების ვადა. ეს ვადა ორჯერ ნაკლებია წინა ვადაზე რომელიც 14 დღეს შეადგენდა.

- განაცხადები ეროვნული ვიზის მოპოვების თაობაზე „5“ და „6“ სამუშაოების შესრულების მიზნით.

- სწრაფი სავიზო პროცედურის შემოღება რომელიც მდგომარეობს „5“ და „6“ სამუშაოების შესრულების მიზნით ეროვნული ვიზის მოპოვებაზე შემოტანილი განაცხადების დამუშავებაში. პროცედურა ხელმისაწვდომია უცხოელთა შერჩეული ჯგუფებისათვის რომლებიც საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული ქვეყნებიდან არიან (ამასთან, ამ ჯგუფების შერჩევა მოხდება შრომის ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე).

 

ცვლილებები რომლებიც შეეხება განაცხადებს სადაც უცხოელის დასაქმების განზრახვაზეა საუბარი, აგრეთვე სამუშაო ნებართვებთან დაკავშირებული ცვლილებები:

- უცხოელის დასაქმების განაცხადის საფუძველზე დასაქმებული პირების სამუშაო ვადის გაზრდა ამჟამინდელი 6 თვის ვადიდან 24 თვის ვადამდე;

- სამუშაო პოზიციის დასახელების შეცვლის შესაძლებლობა ვალდებულებათა შენარჩუნებით ან სამუშაო დროის გაზრდა ანაზღაურების პროპორციული გაზრდით, ახალი სამუშაო ნებართვის მოპოვების აუცილებლობის გარეშე;

- გადაწყვეტების შემოღება რომლებიც დასაქმების ნებართვების განხილვების პროცედურაში პრიორიტეტის მინიჭების საშუალებას იძლევა იმ დამსაქმებლებისათვის რომელთა საქმიანობასაც პოლონური ეკონომიკისათვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ეკონომიკის მინისტრი განკარგულების ფორმით განსაზღვრავს იმ მეწარმეთა სიას რომლებიც სტრატეგიული მნიშვნელობის საქმიანობას ეწევიან.

 

ბინადრობისა და მუშაობის ნებართვების გაცემის გამარტივებული პროცედურა:

 

გარდა ამისა, კანონპროექტი ითვალისწინებს დროებითი ხასიათის რეგულაციას რომელიც მდგომარეობს დროებითი ბინადრობისა და მუშაობის ნებართვების გამარტივებული რეჟიმით გაცემაში. ზემოაღნიშნული ხდება შემდეგი გზებით:

 

- დროებითი ბინადრობისა და მუშაობის ნებართვების გაცემა იმ პროცესების საფუძველზე რომლებიც დაიწყო 2021 წლის 1-ელ იანვრამდე და რომლებიც კანონის ძალაში შესვლის დღისათვის ჯერ კიდევ არ იყვნენ დაბოლოვებულნი გადაწყვეტილებით. ასეთ შემთხვევებში დროებითი ბინადრობისა და მუშაობის ნებართვები გაიცემა 2 წლის ვადით, ვადა კი აითვლება გადაწყვეტილების გაცემის დღიდან.

- დროებითი ბინადრობისა და მუშაობის ნებართვები რომლებიც განსაკუთრებულ რეჟიმში გაიცა - არ განსაზღვრავენ სამუშაოს შესრულების პირობებს და არც დამსაქმებელ სუბიექტს. აქედან გამომდინარე უცხოელი მიიღებს ერთჯერად თავისუფლებას რათა თვითონ მოახდინოს დამსაქმებლის განსაზღვრა. ამასთან, უცხოელებმა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 60 დღის განმავლობაში უწყებას უნდა წარუდგინონ დამსაქმებელი სუბიექტის განაცხადი.

 

- უცხოელები რომლებმაც ბინადრობისა და მუშაობის ნებართვებზე განაცხადები პანდემიური საფრთხის მდგომარეობის გამოცხადებამდე შეიტანეს (2020 წლის 14 მარტი) განთავისუფლდებიან პირადად გამოცხადების ვალდებულებისგან, თუკი უწყებას მათთვის განახლებული კანონის ძალაში შესვლამდე არ გაუგზავნია შეტყობინება. ბინადრობის პირველი ბარათის გაცემის შემთხვევაში თითის ანაბეჭდები აღებულ იქნება მისი ხელზე ჩაბარების დროს.

 

პოლონელის ბარათი

- განმცხადებლის მშობლის ან ბებია-ბაბუის პოლონელის ბარათი მიჩნეულ იქნება  პოლონელის ბარათის აღებისათვის საჭირო მოთხოვნების დამაკმაყოფილებელ არგუმენტად.