ტრანსპორტი პოლონეთშიdrukuj
საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალაქებში
პოლონეთის ყველა ქალაქში შეგიძლიათ ისარგებლოთ ავტობუსით.
დიდ ქალაქებში, ისეთებში როგორიცაა მაგალითად ვარშავა, კრაკოვი, ვროცლავი, გდანსკი, პოზნანი, მოძრაობს ტრამვაი.
ვარშავაში ასევე შესაძლებელია მეტროს ორი ხაზით სარგებლობა.
ვარშავის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განრიგი და მარშრუტები შეგიძლიათ იხილოთ ვარშავის სატრანსპორტო კომპანიის (ZMT) გვერდზე ( ინფორმაცია განთავსებულია ინლისურ, რუსულ და გერმანულ ენებზეც)
ბილეთების ფასი ვარშავაში
ვარშავაში ბილეთის რამდენიმე სახეობაა. ყველა შემთხვევაში არის შეღავათით სარგებლობის საშუალება. როგორც წესი, შეღავათით სარგებლობის საშუალება აქვთ მოსწავლეებს და 26 წლამდე სტუდენტებს, მოსწავლის ან სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე.
20 წუთიანი ბილეთი – 3,40 ზლ (სრული ბილეთის ფასი) 1,70 ზლ (შეღავათიანი)
75 წუთიანი ბილეთი – 4,40ზლł (სრული), 2,20 ზლ (შეღავათიანი)
90 წუთიანი ბილეთი– 7 ზლ (სრული), 3,50 ზლ (შეღავათიანი)
ერთჯერადი ბილეთი – 3,60 ზლ (სრული), 1,80 ზლ (შეღავათიანი)
24 საათიანი ბილეთი (1 ზონა) – 15 ზლ (სრული), 7,50 ზლ (შეღავათიანი)
24 საათიანი ბილეთი (1+2 ზონა) – 26 ზლ (სრული), 13 ზლ (შეღავათიანი)
3-დღიანი ბილეთი (1 ზონა) – 36 ზლ (სრული), 18 ზლ (შეღავათიანი)
3 დღიანი ბილეთი (1+2 ზონა) – 57 ზლ (სრული), 28,50 ზლ (შეღავათიანი)
შაბათ-კვირის ბილეთი (1+2 ზონა) – 24 ზლ (სრული), 12 ზლ (შეღავათიანი)
30 დღიანი ბილეთი (1 ზონა) – 110 ზლ (სრული), 55 ზლ (შეღავათიანი)
90 დღიანი ბილეთი (1 ზონა) – 280 ზლ (სრული), 140 ზლ შეღავათიანი)
ერთწლიანი ბილეთი 65 წელს ზემოთ პირებისთვის – 50 ზლ
ვარშავაში შეგიძლიათ ისარგებლოთ ქაღალდის ბილეთებით, (მაქსიმუმ 3 დღიანი) ან ვარშავის საქალაქო ბარათით, რომელიც შეგიძლიათ შეიძინოთ ვარშავის სატრანსპორტო კომპანიის (ZTM) გაყიდვების პუნქტებში. პირველი ბარათი გაიცემა უფასოდ.
ყურადღება: ქაღალდის ბილეთები, ავტობუსში ან ტრამვაიში ასვლისთანავე უნდა გაატაროთ!
საქალაქო ბარათის შემთხვევაში, ახალი ბილეთის გააქტიურება ხდება, ბარათის მიდებით აპარატთან.
ერთი და იგივეა ტრამვაის, ავტობუსის და მეტროს ბილეთი.
შეძენილი ბილეთის ფარგლებში, ასევე შესაძლებელია ბარგის (მაგალითად სამგზავრო ჩანთა, ჩემოდანი), ველოსიპედის გადატანა და ცხოველების გადაყვანა.
საყურადღებო ინფორმაცია:
- ბილეთების კონტროლი: კონტროლიორებს უნიფორმა არ აცვიათ, მაგრამ აქვთ ვალდებულება თან ჰქონდეთ იდენტიფიკატორი სურათით, სადაც მითითებული იქნება მათი სახელი გვარი, საიდენტიფიკაციო კოდი მოქმედების ვადით. მიუხედავად იმისა, რომ იდენტიფიკატორზე წერია კონტროლიორის სახელი და გვარი, მათ არ აქვთ, ამ მონაცემებს მგზავრებისთვის წარდგენის ვალდებულება. სანამ კონტროლიორები ბილეთების შემოწმებას დაიწყებენ, ბლოკავენ ბილეთების გატარების შესაძლებლობას.
- უბილეთოდ მგზავრობისთვის ჯარიმა ვარშავაში 266 ზლოტია + ბილეთის ფასი. უფასო ან ფასდაკლებით მგზავრობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე მგზავრობის შემთხვევაში, ჯარიმა 196 ზლოტია. კონტროლიორმა უნდა გასცეს გადახდის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი. თუ მგზავრს არ შეუძლია, ან არ უნდა ჯარიმა ადგილზე გადაიხადოს, ის მიიღებს ჯარიმის ფურცელს, სადაც წერია ინფორმაცია ჯარიმის ოდენობასა და გადახდის ვადებთან დაკავშირებით (გადახდა ხდება სატრანსპორტო კომპანიის ოფისში, ფოსტით ან საბანკო გადარიცხვის გზით). ამ შემთხვევაში, კონტროლიორი მოგთხოვთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მაგალითად პასპორტის) წარდგენას. ჯარიმის მოცემულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, სატრანსპორტო კომპანიას შეუძლია სასამართლოს მიმართოს.
- პოლონეთში გაჩერებებზე მოწევა აკრძალულია!
ტაქსი
საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარდა, პოლონეთში შეგიძლიათ ტაქსით ისარგებლოთ. ვარშავაში მაქსიმალური საწყისი ტარიფია 8 ზლოტი. დღისით ერთი კილომეტრის ფასი 1,5 ზლოტიდან 3 ზლოტამდე მერყეობს. ღამით, ტაქსის ფასი შეიძლება უფრო მაღალი იყოს. ყოველ ტაქსშია ტაქსომეტრი, მათი ფუნქციაა მგზავრობის ტარიფის გამოთვლა (დაწესებული ტარიფის მიხედვით, რომლის შესახებ ინფორმაცია განთავსებული უნდა იყოს მანქანის უკანა კარებზე), რომელიც დამოკიდებულია გასავლელ მანძილზე და/ან დროზე, რომელიც ამ მანძილის გავლას სჭირდება. ტაქსისტი ვალდებულია, ჩვენი თხოვნის შემთხვევაში მოგვცეს ჩეკი.
საქალაქთაშორისო მატარებელი
ქვეყნის შიდა მიმოსვლაში, ყველაზე მაღალ ფასიანი და ყველაზე სწრაფი მატარებლებია ინტერსითი/ Intercity (IC) და ექსპრესი/ Eskpres (EX). უფრო იაფია ჩქაროსნული მატარებელი TLK. ყველაზე დაბალფასიანი და ნელი კი სამგზავრო მატარებლებია.
მატარებლის ბილეთების ფასები განსხვავებულია და დამოკიდებულია მატარებლის სახეობაზე და გასავლელ მანძილზე. ფასზე ასევე გავლენა შეიძლება იქონიოს შეღავათებმა ან სხვადასხვა აქციებმა (მაგალითად, შაბათ-კვირის ბილეთი, მეტი ინფორმაცია ინტერსითის და ექსპრესის მატარებლებში ფასდაკლებების და აქციების შეგიძლიათ ნახოთ აქ). როგორც წესი, მოსწავლეებს და 26 წლამდე სტუდენტებს, 50 % ფასდაკლება აქვთ, მოსწავლის ან სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში.
მატარებლების განრიგი და ფასები შეგიძლიათ ნახოთ აქ.
ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ რკინიგზის სალაროებში, ან ინტერსითის, ექსპრესის და TLK მატარებლების შემთხვევაში ვებ-გვერდზე.
მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ პოლონეთის რკინიგზის (PKP) ვებ-გვერდს.
ავტობუსი
საავტობუსო გადამყვან კომპანიას (PKS) ფილიალები მთელი პოლონეთის მასშტაბით აქვს - ყველა ქალაქშია ავტოსადგური.
ავტობუსების განრიგი და ბილეთების ფასები შეგიძლიათ შეამოწმოთ ავტოსადგურების საინფორმაციო დაფაზე, საინფორმაციო პუნქტებში და PKS-ის ვებ-გვერდზე. (PKS-ს ფილიალი აქვს ყველა დიდ ქალაქში, შესაბამისად, როცა ვეძებთ ავტობუსს მაგალითად ბიავისტოკიდან, საძიებო სისტემაში უნდა ჩავწეროთ PKS ბიავისტოკი)
ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ ავტოსადგურის სალაროებში ან უშუალოდ მძღოლთან ავტობუსის გასვლის წინ.
PKS- ის გარდა, შეგიძლიათ ისარგებლოთ კერძო სატრანსპორტო კომპანიების მომსახურებით. ისინი თავად განსაზღვრავენ ბილეთის ფასს, შესაბამისად ფასები განსხვავდება ერთმანეთისგან.
კერძო სატრანსპორტო კომპანიები მომხმარებლებს სთავაზობენ, როგორც ადგილობრივ და საქალაქთაშორისო, ისე საერთაშორისო გადაყვანას.
ადგილობრივი განრიგი შეგიძლიათ ნახოთ მაგალითად ქალაქის ავტოსადგურში, ამ შემთხვევაში ბილეთი შეგიძლიათ შეიძინოთ უშუალოდ მძღოლთან. მგზავრების საქალაქთაშორისო და საერთაშორისო გადაყვანას უზრუნველყოფს მაგალითად შემდეგი კომპანიები, ფლიქსბუსი(Flixbus), აგატი(Agat), ევროლაინსი(Eurolines), ინტერკარსი(Intercars), სინდბადი(Sindbad). ბილეთის შეძენა, როგორც წესი შესაძლებელია ავტოსადგურებში, მათთვის გამოყოფილ პუნქტებში ან მათ ინტერნეტ გვერდზე
თვითმფრინავი
პოლონეთის ყველაზე დიდი აეროპორტია ფრედერიკ შოპენის სახელობის ვარშავის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც ევროპისა თუ მსოფლიო 30-ზე მეტი ქვეყნის 50-მდე ქალაქს უკავშირდება. საერთაშორისო ფრენები ხორციელდება ასევე გდანსკის კატოვიცის, ლოძის, პოზნანის, შჩეჩინის, ვროცლავის და კრაკოვის აეროპორტებიდან.
პოლონეთის საერთაშორისო აეროპორტები:
- გდანსკი(რენბიეხოვო) - ლეხ ვალენსას სახელობის აეროპორტი
- კატოვიცე (პიჟოვიცე) - საერთაშორისო აეროპორტი
- კრაკოვი (ბალიცე) - იოანე პავლე II სახელობის საერთაშორისო აეროპორტი
- ლოძი - ვლადისლავ რეიმონტის სახელობის აეროპორტი
- პოზნანი (ლავიცა) - პოზნანის აეროპორტი
- Szczecin (Goleniów) - შჩეჩინ გელენიუვის სოლიდარობის მოძრაობის სახელობის აეროპორტი
- ვარშავა (ოკენჩიე) - ფრედერიკ შოპენის სახელობის აეროპორტი
- ვროცლავი (სტრახოვიცე) - ვროცლავის აეროპორტი
იაფი ავიაბილეთები
ხშირად, უფრო ხელსაყრელია დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების სერვისით სარგებლობა. ქვემოთ მითითებულია დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები, რომლებიც ოპერირებენ პოლონეთში. მათ ვებ-გვერდზე შეგიძლიათ ნახოთ ინფორმაცია ფასდაკლებებისა და მიმდინარე აქციების შესახებ.
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების შეთავაზებების დინამიური ცვლილებების გამო, შეგიძლიათ დამატებით ისეთი საძიებო სისტემები გამოიყენოთ, როგორიცაა: