სკოლების სახეობები პოლონეთშიdrukuj
როგორი განათლების სისტემაა სავალდებულო პოლონეთში?
პოლონეთის განათლების სისტემა დაყოფილია შემდეგ ეტაპებზე:
- სკოლამდელი (3-6 წლის ასაკის ბავშვებისთვის);
- საბაზო სკოლა (8 კლასი; 7-15 წლის ასაკის ბავშვებისთვის);
საშუალო სკოლები 5 წლიანი ტექნიკუმი
4 წლიანი ზოგადსაგანმანათლებლო ლიცეუმი
3 წლიანი პროფესიული სკოლა პირველი საფეხური
2 წლიანი პროფესიული სკოლა მეორე საფეხური
3 წლიანი სპეციალური სკოლა სამსახურის გაწევის მოსამზადებელი
ლიცეუმის შემდგომი სკოლა
ყოველ ეტაპზე არსებობს საჯარო დაწესებულებები (საჯარო ინსტიტუციების მიერ წარმოებული და სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრებით უზრუნველყოფილი) და კერძო (კერძო მესაკუთრის მიერ წარმოებული და სრულად დაფინანსებული არასაბიუჯეტო სახსრებით). მესამე ფორმა არის ე.წ. საზოგადოებრივი სკოლები წარმოებული ფონდების ან მშობელთა ამხანაგობების მიერ და მათ მიერვე დაფინანსებული.
საჯარო სკოლებში სწავლება არის უფასო, კერძო და საზოგადოებრივ სკოლებში ფასიანი (აქ გამონაკლისს შეადგენენ მოსწავლეები, რომლებსაც მოიცავენ ზოგიერთი კერძო თუ საზოგადოებრივი დაწესებულების მიერ განხორციელებული სასტიპენდიო პროგრამები). საჯარო საბავშვო ბაღში ბავშვის ყოფნა ნაწილობრივ ფასიანია (თვით მმართველობითი ორგანო). გამონაკლისს აქ წარმოადგენენ საბაზო სკოლის სკოლამდელი განყოფილებები, რომლებიც მუშაობენ მხოლოდ უფროსი ასაკის ბავშვებთან (ნული კლასი), რომლებიც მომავალი სასწავლო წლიდან დაიწყებენ სწავლას სკოლებში. ბავშვის ყოფნა სასკოლო ნულ კლასში უფასოა - დამატებითი ინფორმაცია ამ საკითხზე ხელმისაწვდომია ქვემოთ
დაწესებულებები 0-3 წლის ბავშვებისთვის
- ბაგა-ბაღები
- საბავშვო კლუბები
ბაგა-ბაღებში ყოფნა არ არის სავალდებულო. ბაგა-ბაღები შეიძლება იყოს ფასიანი (კერძო) და უფასო (საჯარო). ადგილები საჯარო ბაგა-ბაღებში შეზღუდულია.
სკოლამდელი დაწესებულება
საჯარო სკოლამდელი დაწესებულება განკუთვნილია 3-დან 5 წლამდე ბავშვებისთვის (გამონაკლის შემთხვევებში შეუძლიათ 2,5 წლის ბავშვების მიღებაც). ის ასრულებს მზრუნველობით და პედაგოგიურ ფუნქციებს. ზრუნავენ ბავშვებზე, სანამ მათი მშობლები მუშაობენ, ასევე ხელს უწყობენ სოციალურ ადაპტაციას (ჯგუფის თანატოლებთან კონტაქტს) და ინტელექტუალურ განვითარებას (საგანმანათლებლო საქმიანობა). უცხოელ ბავშვებს ექმნებათ კარგი შესაძლებლობა დაეუფლონ პოლონური ენას.
საჯარო საბავშვო ბაღები ღიაა ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, შაბათ-კვირას არ მუშაობენ.
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები განსაზღვრავენ, რამდენი საათია ბავშვის ყოველდღიური ყოფნა საჭირო საბავშვო ბაღში უფასო (მინიმუმ 5 საათი დღეში) და რამდენი დამატებითი საათის ყოფნის გადახდა მოუწევთ მშობლებს საჭიროების შემთხვევაში. ადგილობრივი თვითმართველობა ასევე ადგენს საბავშვო ბაღში ანაზღაურებადი გადასახადის საათობრივ ტარიფებს მოცემული კალენდარული წლის განმავლობაში - ასე რომ, ეს განაკვეთები განსხვავდება ქალაქების მიხედვით. როგორც წესი, მშობლები ფარავენ ბავშვის საკვების ხარჯებს საბავშვო ბაღში. მშობლები ასევე იხდიან მშობელთა კომიტეტის (რამდენიმე ათეული ზლოტი) შენატანს. ზოგჯერ მათ სთხოვენ შეიძინონ საკანცელარიო ნივთები. გარდა საბავშვო ბაღის პერსონალის მიერ ჩატარებული სასწავლო პროგრამისა, საგანმანათლებლო დაწესებულებების უმეტესობა ასევე სთავაზობს ბავშვის ასაკთან ადაპტირებულ სხვადასხვა ფასიან დამატებით სასწავლო გაკვეთილებს (მაგ. ცეკვა, ხელოვნება, უცხო ენის შესწავლა). საერთო ხარჯი საჯარო საბავშვო ბაღში თვეში შეადგენს დაახლოებით 140-200 ზლოტს.
სკოლამდელ დაწესებულებაში 6 წლიდან ბავშვების ყოფნა სავალდებულოა, რამეთუ ეს დრო სკოლაში სწავლის მოსამზადებელ მნიშვნელოვან პერიოდს წარმოადგენს.
ბავშვების საჯარო საბავშვო ბაღებში ჩაწერა იწყება როგორც წესი მარტის თვიდან (1 სექტემბრიდან სკოლის სასწავლო წლის დაწყებამდე). პირველობა ყოველთვის ენიჭება ბავშვებს, რომლებიც ცხოვრობენ მოცემული რაიონის (ქალაქის, დასახლების) ტერიტორიაზე. თვითმართველობის ორგანოებს შეუძლიათ დააწესონ თავიანთ საბავშვო ბაღებში სხვა ახლომდებარე რაიონებიდან ბავშვების მიღების დამატებითი კრიტერიუმები. ყოველი ბავშვი, რომელიც მოცემულ წელიწადს ხდება 3 წლის მიღებულ უნდა იქნას საბავშვო ბაღში. შეიძლება აღმოჩნდეს, რომ საბავშვო ბაღი არ იქნა არჩეული მშობლების მიერ და ადგილების გადაჭარბების გამო მოუწიოს სხვა (ხანდახან საკმაოდ მოშორებით საცხოვრებელი ადგილიდან), თავისუფალი ადგილის მქონე ბაღში სიარული.
თითქმის ყველა დიდ ქალაქში დანერგილია ბავშვის საბავშვო ბაღში რეგისტრაციის ელექტრონული სისტემა. რის გამოც იქმნება შესაძლებლობა მშობლებისთვის ჩაწერონ ბავშვი მათთვის სასურველ საბავშვო ბაღში. (მშობლები განსაზღვრავენ თავიანთ მოთხოვნილებებს ამ კუთხით, ე.წ. პირველი საბავშვო ბაღის შერჩევას - თუ რომელ ბაღში სურთ ბავშვის დარეგისტრირება, ცხადია ადგილების გათვალისწინებით სასურველ ადგილზე.
შესაძლებელია ბავშვის მოგვიანებით მიღებაც, მხოლოდ კვლავ თავისუფალი ადგილების არსებობის შემთხვევაში, რომლებიც ხშირ შემთხვევაში გადატვირთულია.
საბუთები, რომლებიც საჭიროა ბავშვის სკოლამდელ დაწესებულებაში ან სკოლაში ჩასაწერად
უცხოელი ბავშვები მიიღებიან საბავშვო ბაღში, დაწყებითი ან სამხატვრო სკოლის პირველ კლასში იმავე პირობებით რაც პოლონელი ბავშვები. აქ ძირითადი დოკუმენტია საბავშვო ბაღში ან სკოლაში მიღების განაცხადი, რომელიც ივსება სპეციალური ფორმით ან ელექტრონულად (ზოგიერთ ქალაქში არსებობს საბავშვო ბაღში ან დაწყებითი სკოლის პირველ კლასში ბავშვების ჩარიცხვის ელექტრონული სისტემა - დეტალურ ინფორმაციას აწვდიან სკოლები ან ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოების განათლების განყოფილებები, საოლქო, რაიონული, საქალაქო ქვედანაყოფები - უცხოელის მიერ პოლონეთში ყოფნის განმავლობაში არჩეული საცხოვრებელი ადგილის მიხედვით).
ბავშვის მიღება დაწყებითი კლასის, საბაზო სკოლის ან საბაზო სკოლის უფროს კლასებში ხდება შემდეგი საბუთების საფუძველზე:
• ცნობა ან სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს საზღვარგარეთ სკოლის ან ცალკეული ნორმატივების შესაბამისად- განათლების სისტემის მომდევნო საფეხურის დასრულებას - ცალკეული რეგულაციების შესაბამისად - პოლონეთში შესაბამისი საფეხურის ექვივალენტური სკოლის დამთავრების ატესტატი ან საბაზო სკოლის დამამთავრებელი საგამოცდო მოწმობა,
• უცხოეთში სკოლის მიერ გაცემული სერტიფიკატი, მოწმობა ან სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უცხოელის საზღვარგარეთ სკოლაში სწავლას და მიუთითებს სწავლის საფეხურზე, რომელიც უცხოელმა დაასრულა უცხოეთში, და უცხოელის წლების მიხედვით შემაჯამებელი დამადასტურებელი დოკუმენტი.
თუ წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე შეუძლებელია სასკოლო განათლების წლების ჯამური დადგენა, უცხოელი ბავშვის მშობლებმა ან მეურვეებმა ან თავად მოზრდილმა მოსწავლემ წერილობით უნდა წარადგინონ განმარტება აღნიშნულ საკითხზე.
თუ უცხოელს არ შეუძლია წარუდგინოს ზემოაღნიშნული დოკუმენტები, იგი მიიღება საკვალიფიკაციო გასაუბრების საფუძველზე შესაბამის კლასში ან სემესტრში სწავლის გასაგრძელებლად. გასაუბრებას ატარებს სკოლის დირექტორი. თუ ბავშვმა არ იცის პოლონური საკმარის დონეზე, დირექტორმა უნდა ჩაატაროს ის იმ ენაზე რა ენასაც ბავშვი თავისუფლად ფლობს. ამ მიზნებისთვის სკოლის დირექტორს შეუძლია თარჯიმნის დახმარების გამოყენებაც, თუმცა შესაძლოა თავად ფლობდეს ბავშვისთვის გასაგებ ენას საკმარის დონეზე და ჩაატაროს გასაუბრება თარჯიმნის მონაწილეობის გარეშე.
დასკვნის სახით, დირექტორი ვერ დაავალდებულებს უცხოელს,რათა მან მოიპოვოს ბავშვის სანოსტრიფიკაციო ცნობების დადასტურება. თუ უცხოელს არ გააჩნია ნოსტრიფიცირებული მოწმობა მაშინ პოლონეთის საჯარო სკოლაში მიღების საფუძვლად ჩაითვლება უცხოეთში სკოლის მიერ გაცემული სერთიფიკატი, მოწმობა, ცნობა ან სხვა დოკუმენტი და სასწავლო წლების შემაჯამებელი დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო ასეთი დოკუმენტების არარსებობის შემთხვევაში - ტარდება გასაუბრება. ამასთან, დირექტორმა შეიძლება მშობლებს მოსთხოვოს უცხოური სკოლის მიერ გაცემული საბუთების თარგმანის სანოტარო დამოწმება.
მეორეს მხრივ, თუ უცხოელი ბავშვი გეგმავს სკოლაში შესვლას, რომელიც პოლონეთის მოქალაქეებისთვის განსაზღვრავს მიღების დამატებით კრიტერიუმებს (მაგ. მხატვრულ, ენობრივ უნარებს, სპორტულ, სამედიცინო ცნობებს ამა თუ იმ სპორტული მდგომარეობის შესახებ და ა.შ.) მაშინ უცხოელმა ბავშვმაც უნდა აკმაყოფილოს ეს კრიტერიუმები.
ნული კლასები
საბავშვო ბაღების ნული კლასები განკუთვნილია ბავშვებისთვის, რომლებიც მომდევნო სასწავლო წელს სწავლას დაიწყებენ დაწყებით სკოლაში. ბავშვებმა სკოლა 7 წლის ასაკში უნდა დაიწყონ. როდესაც საქმე ეხება ექვსი წლის ბავშვებს, მშობლები თავად წყვეტენ, მივა თუ არა მათი ბავშვი 1 კლასში, სადაც ისინი ისწავლიან იგივე შვიდი წლის ასაკოვანო პროგრამით. ამ ორი ფორმიდან ერთის არჩევა სავალდებულოა (ანუ ექვსი წლის ბავშვი უნდა წავიდეს 0 ან პირველ კლასში).
საბავშვო ბაღები, ანუ კლასები, რომლებიც ამზადებენ ბავშვებს სკოლის დასაწყებად, განსაკუთრებით წერის, კითხვისა და დათვლის სწავლისთვის, შეიძლება ტარდებოდეს საბავშვო ბაღებში ან დაწყებით სკოლებში.
საბავშვო ბაღში ბავშვის ყოფნის დაფინანსების წესები დამოკიდებულია დაწესებულების ტიპზე, სადაც ის არის ორგანიზებული - საბავშვო ბაღში დასვენების დრო ნაწილობრივ ფასიანია, სკოლაში - უფასოა. ორივე ტიპის დაწესებულებებში მშობლები იხდიან კლასში დამსწრე ბავშვის კვების ხარჯებს.
ორივე ტიპის დაწესებულება უზრუნველყოფს ბავშვების მოვლას გვიანობამდე.
საბაზო სკოლა
საჯარო დაწყებითი სკოლები ექვემდებარება ზონირებას, რაც ნიშნავს, რომ მოცემულმა სკოლამ უნდა მიიღოს ყველა ბავშვი, რომელიც ცხოვრობს მის ტერიტორიაზე, ანუ მოცემულ რაიონში (პატარა ქალაქების შემთხვევაში სკოლის რაიონს განსაზღვრავს მთელი ქალაქის ტერიტორია ან შესაძლოა რამდენიმეც, დიდ ქალაქებში, რაიონს მოიცავს რამდენიმე ქუჩა). მშობლის მოთხოვნით შეიძლება ასევე დაიშვას ბავშვი სხვა სკოლაში, გარდა რაიონული სკოლებისა - ამ შემთხვევაში ბავშვის ჩარიცხვის გადაწყვეტილებას სკოლის ხელმძღვანელი იღებს.
რა საბუთებია საჭირო ბავშვის სკოლაში ჩასარიცხად?
დაწყებითი სკოლის განათლება ექვს წელს გასტანს და იყოფა ორ ეტაპად. 1-3 კლასებში ბავშვებს აქვთ ე.წ. დაწყებითი განათლება. არ არსებობს მკაფიო დაყოფა საგნებად, როგორიცაა პოლონური, მათემატიკა, ბუნება და ა.შ., საგნების უმეტეს ნაწილს ასწავლის ერთი მასწავლებელი, რომელიც ასევე არის კლასის დამრიგებელი. მხოლოდ სპეციალურ საგნებს (უცხო ენები, ფიზიკური აღზრდა და ხელოვნების საგნები) შეიძლება ასწავლოს სხვა მასწავლებელმა ან მასწავლებლებმა. პირველი კლასიდან პროგრამა მოიცავს უცხო ენის - ჩვეულებრივ ინგლისური ენის სწავლასაც.
სკოლა უზრუნველყოფს უფასო მეურვეობას 1-3 კლასის ბავშვებისთვის, ჩვეულებრივ დილის 7:00 საათიდან საღამოს 17:00 ან 18:00 საათამდე. ამ დროის განმავლობაში არსებობს უფასო და ფასიანი კლასგარეშე აქტივობები და ბევრ სკოლაში ბავშვებს ასევე შეუძლიათ ადგილზევე დავალებების შესრულებ ე.წ. საღამოს მასწავლებლის მეთვალყურეობის ქვეშ.
IV-VIII კლასებში უკვე არსებობს საგნების დაყოფა, რომელსაც ასწავლიან სხვადასხვა პედაგოგები, რომელთაგან ერთ – ერთი ასევე არის კლასის დამრიგებელი, რაც ნიშნავს, რომ იგი განსაკუთრებით აგებს პასუხს საგანმანათლებლო პროცესის წარმართვაზე. ზოგიერთ სკოლაში სასწავლო პროგრამას ემატება მეორე უცხო ენა - იგი განსხვავდება სკოლების მიხედვით.
უფროსი კლასების ბავშვებს საერთო დასვენების/საღამოს [świetlica] ოთახის გამოყენება შეუძლიათ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში.
სკოლის ყველა მოსწავლეს შეუძლია ისარგებლოს სადილით სასადილოში, რისთვისაც დაწესებულია წინასწარი ყოველთვიური გადასახადი (შეიძლება თანხის გამოთხოვა ბავშვის გაცდენების დროს, ამ შემთხვევაში წინასწარ უნდა იქნას ინფორმირებული სკოლის ადმინისტრაცია).
დაწყებითი სკოლის სწავლების პერიოდში ბავშვები, ქვეყნის მასშტაბით აბარებენ საყოველთაო ტესტს, VIII კლასის ბოლოს. როგორც წესი ის ტარდება აპრილში, ერთსა და იმავე დღეს მთელი პოლონეთის მასშტაბით.
მერვე კლასელის გამოცდა
გამოცდა სავალდებულოა - მოსწავლემ ის უნდა ჩააბაროს რათა დაამთავროს სკოლა. მოსაპოვებელი მინიმალური ქულა არ არის განსაზღვრული (ასე რომ არ შეიძლება, რომ არ იქნას ჩაბარებული ეს გამოცდა).
ეს არის წერითი გამოცდა, რომელიც მოიცავს შემდეგ საგნებს: პოლონური ენა, მათემატიკა, უცხო ენა. 2022 წლიდან ჩატარდება გამოცდა არჩეულ საგანში: ბიოლოგია, გეოგრაფია, ისტორია, ფიზიკა ან ქიმია.
მოცემულ საგანში გამოცდის ჩაბარებისგან თავისუფლდებიან საოლქო ან სამხარეო კონკურსებსა და ოლიმპიადებში მონაწილე ლაურეატები. დანარჩენი მოსწავლეები შეიძლება გათავისუფლდნენ მხოლოდ ჯანმრთელობის ან სხვა დასაბუთებული მიზეზების გამო. სკოლის გათავისუფლების მოთხოვნით სკოლის დირექტორი შუამდგომლობით მიმართავს საოლქო საგამოცდო კომისიის (OKE) დირექტორს. ექსპერტების ნაწილის აზრით, პოლონეთში ახლად ჩამოსული ბავშვის მიერ პოლონური ენის არასაკმარისი ცოდნა ამ შემთხვევაში დაბრკოლების ფაქტორია, ზოგი კი არ ეთანხმება ამ ინტერპრეტაციას. ამის გამო, თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს საოლქო საგამოცდო კომიტეტი.
უცხოელი ბავშვები აბარებენ გამოცდას ცალკეული პირობების შესაბამისად, მათ საჭიროებებზე მორგებული ფორმით. დეტალურ ინფორმაციას ამგვარი კორექტირების შესახებ აცხადებს ცენტრალური საგამოცდო კომისია.
დეტალური ინფორმაცია მერვე კლასელის გამოცდის შესახებ ხელმისაწვდომია ინტერნეტ გვერდზე: Centralnej Komisji Egzaminacyjnej (ცენტრალური საგამოცდო კომისია).
საშუალო სკოლები [ponadpodstawowe]
პოლონეთის საშუალო სკოლები არის სკოლები, რომლებსაც მოსწავლე იწყებს დაწყებითი სკოლის დასრულების შემდეგ. მათი რამდენიმე ტიპი არსებობს:
- 4 წლიანი ზოგადსაგანმანათლებლო ლიცეუმი (LO) სრულდება უმაღლესი სასწავლებლის [matura] გამოცდით
- 5 წლიანი ტექნიკუმი დამთავრებული პროფესიული დიპლომის მოპოვებით და უმაღლეს სასწავლებელში სასწავლო გამოცდის ჩაბარებით
- 3 წლიანი პროფესიული სკოლა პირველი საფეხური, დამთავრების შემდეგ არჩეული პროფესიის მიხედვით საკვალიფიკაციო მოწმობის შესახებ დიპლომის მოპოვებით
- 2 წლიანი პროფესიული სკოლა მეორე საფეხური, დამთავრების შემდეგ არჩეული პროფესიის მიხედვით კვალიფიკაციის დასტურის შესახებ დიპლომის მოპოვებით, მოსწავლეებს შეუძლიათ შეუდგნენ უმაღლესი სასწავლებლის გამოცდის [matura] ჩაბარებას.
საშუალო სკოლების/ლიცეუმის და ტექნიკური სკოლების კურსდამთავრებულებისათვის ხელმისაწვდომია განათლების შემდეგომი ეტაპი - უმაღლესი სასწავლებლის მოსამხადებელი გამოცდის [maturalne] ჩაბარების შემდეგ - ლიცეუმის შემდგომ სკოლებში [szkoły policealne], ან სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების შემდეგ - უმაღლეს სასწავლებლებში.
პირები, რომლებიც არ დაამთავრებენ ლიცეუმს, ტექნიკურ/პროფესიულ სკოლას, აქვთ შესაძლებლობა განაგრძონ განათლების მიღება მოზრდილთათვის საშუალო სკოლაში - ეს საშუალო სკოლა ასევე შეიძლება დასრულდეს საშუალო განათლების მიღების [matura] გამოცდით.
საშუალო სკოლები თავად განსაზღვრავენ კანდიდატების მიღების კრიტერიუმებს. იმისათვის, რომ გაეცნოთ მოცემულ სკოლაში მიღების წესებს საჭიროა მათთან უშუალო დაკავშირება (როგორც წესი, ამგვარი ინფორმაცია მოიპოვება სასურველი სკოლის ვებ – გვერდზე).
რა საბუთებია საჭირო ბავშვის სკოლაში ჩასარიცხად?
საშუალო სკოლის დამთავრების გამოცდა [Egzamin maturalny]
საშუალო სკოლის დამთავრების გამოცდა [matura] არის ლიცეუმებისა და ტექნიკური სასწავლებლების კურსდამთავრებულთა საყოველთაო ეროვნული, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული გამოცდა, რომელიც იმართება მაისში, პოლონეთის ყველა სკოლაში ერთდროულად. მისი ჩაბარება არ არის სავალდებულო. ამ გამოცდის ჩაბარება წარმოადგენს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების გაგრძელების წინაპირობას.
საშუალო სკოლის დამთავრების გამოცდა შედგება ზეპირი ნაწილისგან (2 გამოცდა: პოლონური და უცხო ენა) და წერითი ნაწილისგან (4 გამოცდა: პოლონური, მათემატიკა, უცხო ენა, არჩეული დამატებითი საგანი).
მოსწავლეს შეუძლია შეუდგეს გამოცდის ჩაბარებას არაუმეტეს ხუთი საგნის მიყოლებით
გამოცდის ჩაბარების პირობაა თითოეულ საგანში სავალდებულოდ განსაზღვრული შესაძლო ქულების 30% -ის მიღება.
დეტალური ინფორმაცია საშუალო სკოლის გამოცდის შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ ცენტრალური საგამოცდო კომისიის ვებ – გვერდზე: Centralnej Komisji Egzaminacyjnej ხელმისაწვდომია მხოლოდ პოლონურ ენაზე.