სიძულვილის ენაdrukuj
დისკრიმინაციის ერთ-ერთი გამოვლინებაა ე.წ. სიძულვილის ენა. ეს არის შეურაცხყოფა, არაფრად ჩაგდება, სიძულვილის გაღვივება ადამიანის ან ადამიანთა გარკვეული ჯგუფის მიმართ მათი ისეთი მახასიათებლების გამო, როგორიცაა მაგალითად, რასა, ეროვნება, მსოფლმხედველობა, რელიგია, სექსუალური ორიენტაცია.
პოლონეთში რასობრივი, ეროვნული, ეთნიკური და რელიგიური სიძულვილის წაქეზება კანონდარღვევაა. ასევე დანაშაულია პირის მუქარა, შეურაცხყოფის მიყენება, ცილისწამება, რომლის მიზანია საზოგადოების თვალში პირის დამცირება ან დაკარგვა იმ ნდობისა, რომელიც საჭიროა გარკვეული თანამდებობის დასაკავებლად ან პროფესიის შესასრულებლად.