სამსახურში თანასწორუფლებიანობაdrukuj
RÓWNE TRAKTOWANIE W PRACY
პოლონეთში აკრძალულია დისკრიმინაცია სამუშაო ადგილას, ისევე როგორც სამუშაოზე მიღების და ხელშეკრულების დასრულების პროცესში, დასაქმების პირობების (მაგ. ხელფასის ოდენობა), ავანსის, კვალიფიკაციის ასამაღლებელ პროფესიულ სწავლებებთან წვდომის განსაზღვრისას. დამსაქმებლები ვერ განარჩევენ ვერავის სქესის, ასაკის, ინვალიდობის, რასის, რელიგიის, ეროვნების, პოლიტიკური შეხედულებების, კავშირებში წევრობის, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით, აგრეთვე დასაქმებისათვის განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით, ანდა სრულ განაკვეთზე თუ ნახევარ განაკვეთზე მუშაობის მიხედვით. შრომის კოდექსში მოცემული მიზეზების ჩამონათვალი, რომელთა თვალსაზრისით დისკრიმინაცია დაუშვებელია აქვს საყოველთაო ხასიათი.
ყურადღება! პოლონეთში უცხოელისთვის მუშაობის დასაწყებად უფლების მომცემი დოკუმენტის მოპოვების აუცილებლობა (ე.ი. სამუშაოს ნებართვა, ცნობა უცხოელზე სამუშაოს შეთავაზების შესახებ) არ ნიშნავს დისკრიმინაციას.
შესაძლოა ასევე დისკრიმინაციის ირიბად განცდა. ეს ხდება მაშინ, როდესაც აშკარად ნეიტრალური გადაწყვეტილების, კრიტერიუმის ან განხორციელებული ქმედების შედეგად, დასაქმებულთა გარკვეული ჯგუფის მიმართ დამოკიდებულებაში არსებობს განსხვავებები წარმოშობის, ეროვნების, რასის, რელიგიის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ასაკის, ინვალიდობის, მსოფლმხედველობის ან პოლიტიკური შეხედულებების გამო. ამის მაგალითია დაწინაურების ცალკეული წესების დადგენა, რომელთა დაცვა იმთავითვე შეუძლებელია.
მუშაკებს, მათ შორის უცხოელ მუშაკებს უფლება აქვთ თანაბარი შრომითი ანაზღაურების მიღებაზე შესრულებული იმავე ხასიათის ან იმავე მოცულობის სამუშაოსთვის.
ყურადღება! პოლონეთში ლეგალურად მომუშავე უცხოელებს სამსახურში გააჩნიათ ისეთივე უფლებები როგორიც აქვთ პოლონელ მუშაკებს. აქვთ შვებულების, მუშაობის განსაზღვრული დროის (როგორც წესი დღეში 8 საათი, საშუალოდ კვირაში 40 საათი) ან დამსაქმებლის მიერ მუშაობისას უზრუნველყოფილი უსაფრთხოების ზომების გამოყენების ასევე მისი შესრულების უსაფრთხო და ჰიგიენური პირობების დაცვის შესაძლებლობა.
მუშაკებს, რომლებმაც განიცადეს დისკრიმინაცია, უფლება აქვთ ფინანსური ანაზღაურების მიღების უფლება პოლონეთში მოქმედი ცალკეული ნორმატიული აქტების საფუძველზე ანაზღაურების არანაკლებ მინიმალური ზღვარის ოდენობისა.