close

Pragniemy zwrócić Państwa uwagę, że zamieszczone na niniejszej stronie informacje nie stanowią źródła prawa. Zapewniamy, że dołożyliśmy wszelkich starań, by były one zgodne z obowiązującymi regulacjami. Prosimy jednak pamiętać, że niniejsza strona służy wyłącznie celom informacyjnym, a informacje na niej zamieszczone nie mogą stanowić podstawy w sporach z organami administracji publicznej. W razie wątpliwości zalecamy skontaktowanie się z organem prowadzącym postępowanie administracyjne w danej sprawie oraz zapoznanie się z przepisami prawa, które mogą mieć decydujący wpływ na jej rozstrzygnięcie.

Zapraszamy również do kontaktu z prowadzoną przez nas infolinią migrant.info - 22 490 20 44.

Czy informacje zawarte na stronie są przydatne?

Jakich informacji Pan/Pani poszukiwał/a?

Jesteś na:
Strona główna ადამიანით ვაჭრობა რანიშნავს ადამიანებით ვაჭრობა?

რანიშნავს ადამიანებით ვაჭრობა?drukuj

რანიშნავს ადამიანებით ვაჭრობა?

ადამიანით ვაჭრობა არის:

 ირის დაქირავება, ტრანსპორტირება, ფადაცემა, ჩაბარება, შენახვა ან მიღება

შემდეგი ძალის გამოყენებით:

ძალადობა ან მუქარა,

გატაცება,

მოტყუება,

შეცდომაში შეყვანა ან გამოყენება ან განხორციელებული მოქმედების მის მიერ სწორად გააზრების შეუძლებლობა

დამოკიდებულების ურთიერთობის ბოროტად გამოყენება, კრიტიკული მდგომარეობის გამოყენება ან უმწეობის მდგომარეობის გამოყენება,

მატერიალური ან პირადი სარგებლის ან მისი დაპირება ან მიღება იმ პირისთვის, რომელიც ახორციელებს სხვაზე მეურვეობას ან ზედამხედველობას

 

იმისთვის რომ:

გამოყენებულ იქნას მისი ნების საწინააღმდეგოდ, განსაკუთრებით პროსტიტუციაში, პორნოგრაფიაში ან სექსუალური ექსპლუატაციის სხვა ფორმებში, იძულებითი შრომით ან მომსახურეობით, მათხოვრობით, მონობით ან სხვა სახის ექსპლუატაციის ფორმით, რაც ადამიანის ღირსებას ამცირებს.

რა დამატებითი ნიშნები არსებობს ადამიანით ვაჭრობის დასადგენად? ->) ან უკანონოდ, ადამიანის უჯრედების, ქსოვილების ან ორგანოების მოპოვება

ყურადღება! თუ დამნაშავის ქმედება მიზნად ისახავს ბავშვის (18 წლამდე ასაკის პირების) ექსპლუატაციას ზემოთ მითითებული ფორმით, ეს ქმედება წარმოადგენს ადამიანებით ვაჭრობას, მაშინაც კი, თუ ზემოხსენებული ქმედებები ან საშუალებები არ იქნა განხორციელებული.

პოლონეთში მოქმედი რეგულაციების შესაბამისად, ადამიანებით ვაჭრობა არის დანაშაული, რომელიც ისჯება თავისუფლების აღკვეთით 3-დან 15 წლამდე. ისჯება აგრეთვე ტრეფიკინგის დანაშაულის ჩადენისთვის მომზადება.

ყურადღება! ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლებს დახმარების მიღება შეუძლიათ, მათი ეროვნებისა და სამართლებრივი სტატუსის მიუხედავად.

დამატებითი გარემოებები, რომლებიც შეიძლება გამოხატავდეს იძულებითი შრომის ადამიანებით ვაჭრობა 

თუ თქვენ მუშაობთ პოლონეთის შრომის კოდექსთან შეუსაბამო პირობებში, ანუ არ შეესაბამება მის ზოგად პრინციპებს, რომლის მიხედვითაც:

- სამუშაო დრო არ უნდა აღემატებოდეს 8 საათს დღეში და საშუალოდ 40 საათს დაწესებული საშუალო ხუთდღიანი სამუშაო კვირის განმავლობაში, საანგარიშო პერიოდის არა უმეტეს 4 თვისა;

- ყოველკვირეული სამუშაო დრო, ზეგანაკვეთური სამუშაოს ჩათვლით, არ შეიძლება აღემატებოდეს საშუალოდ 48 საათს, მოცემული დასახლებული პუნქტის ფარგლებში;

- თანამშრომელს ყოველ 24 საათში აქვს მინიმუმ 11 საათის უწყვეტი დასვენების უფლება);

- დამსაქმებლის მიერ გათვალისწინებული საცხოვრებელი პირობები არ აკმაყოფილებს კომფორტისა და ჰიგიენის ძირითად სტანდარტებს;

- თქვენ დაშინებული ხართ, ფიზიკური ძალადობით, იძულებითი შრომით;

- თქვენ შეასრულეთ სამუშაო დადებული შრომითი ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი პირობით, რომელიც ხელმოსაწერად მოგაწოდეს, იყო თქვენთვის უცნობ ენაზე;

- სამუშაოს შესრულების მიუხედავად, თქვენ ვერ მიიღეთ შეთანხმებული ანაზღაურება ან მიიღეთ ანაზღაურება გაცილებით მცირე რაოდენობით, ვიდრე ეს გათვალისწინებული იყო შეთანხმებით;

- თქვენ სხვა საქმეს ასრულებთ, ვიდრე უნდა შეგესრულებინათ ხელშეკრულებით;

შესაძლოა, ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლი გახდით.

შენიშვნა: გახსოვდეთ, რომ თქვენი თანხმობა შრომის პირობებზე არ გამორიცხავს თქვენი დამქირავებლის პასუხისმგებლობას უკანონო საქმიანობისთვის.

ვაჭრობა ადამიანებით და იძულებითი შრომა

ძულებითი შრომის განსაზღვრისთვის არსებობს შემდეგი სპეციფიკური გარემოებები:

 დამსაქმებელი ან რეკრუტერი იყენებს უსამართლო პრაქტიკას ან იძულებას,

- თანამშრომლების მიმართ ფიზიკური ან ფსიქიკური ძალადობის გამოყენება;

- თავისუფლების აღკვეთა, მუშების კონტროლი ან გადაადგილების შეზღუდვა,

- მუშაობა ფულადი ანაზღაურების გარეშე,

- მუშაობა შრომითი ხელშეკრულების გარეშე,

- ცუდი სოციალური და საცხოვრებელი პირობები,

- ძალიან ხანგრძლივი მუშაობა,

- სავალდებულო სამუშაოს დასაშვები სტანდარტების მნიშვნელოვნად გადაჭარბება;

- მუშაკების დოკუმენტების ჩამორთმევა (მაგ. პასპორტი)

თუ უცხოელი დასაქმებული იყო პოლონეთში, სამუშაო ინფორმაციით უზრუნველყოფის პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის გარეშე, ან ეს პირობები განსხვავდებოდა სამსახურში მიღების პირობებისგან და მას იყენებდა მისი დამქირავებელი, არსებობს ალბათობა, რომ იგი ადამიანით ვაჭრობის ტრეფიკინგის და იძულებითი შრომის მსხვერპლი გახდეს.