ყოფნისა და სამუშაოს ლეგალიზაციაdrukuj
I. პოლონეთში ყოფნის ლეგალიზაცია
ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეების, პოლონეთში ყოფნის ლეგალიზაცია ხდება ვიელკოპოლსკის ვოევოდის, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მომსახურების დეპარტამენტში
აქ შეგიძლია:
- ბინადრობის დროებითი ნებართვის აღება
- ბინადრობის უვადო ნებართვის აღება
- ვიზის/უვიზო რეჟიმის გახანგრძლივება
- მოწვევის გაკეთება
- ბინადრობის ნებართვის დამადასტურებელი დოკუმენტის აღება/გამოცვლა
- პოლონური სამოგზაურო დოკუმენტის, პოლონური დროებითი სამოგზაურო დოკუმენტის, პირადობის დამადასტურებელი პოლონური მოწმობის აღება
მეტ ინფორმაციას და განაცხადის ფორმას ნახავ ვებ-გვერდზე, ინფორმაცია განთავსებულია პოლონურ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.
https://migrant.poznan.uw.gov.pl/pl/procedury/legalizacja-pobytu-obywateli-spoza-ue
ონლაინ რეგისტრაცია
აქ >>> https://www.poznan.uw.gov.pl/rejestracja/შეგიძლია დარეგისტრირდე პოზნანში, ან პოზნანის უცხოელთა მომსახურების დეპარტამენტის წარმომადგენლობით ორგანოებში შემდეგ ქალაქებში: პილე, კალიში, კონინი და ლეშნო. რეგისტრაციისთვის საჭიროა აირჩიო შენთვის სასურველი მომსახურება, შემოთავაზებული დროიდან დაჯავშნო ერთ-ერთი და შეიყვანო შენი მონაცემები ☺ .
აირჩიე შენთვის სასურველი მომსახურება:
- პასპორტები- პასპორტზე განაცხადის შეტანა
- პასპორტები - პასპორტის აღება
- უცხოელები - ბინადრობის ნებართვის მოწმობის აღება (karta pobytu)
- უცხოელები - განაცხადის შეტანა: ბინადრობის დროებით ნებართვაზე/მუდმივ ნებართვაზე/ ევროკავშირის რეზიდენტობაზე/ბინადრობის ბარათის შეცვლა/ფულადი დახმარება პოლონელის ბარათის მფლობელთათვის.
საქმის სტატუსის შემოწმება
ვიელკოპოლსკის ვოევოდის ვებ-გვერდზე შეგიძლია შეამოწმო შენი საქმის სტატუსი, ამისათვის საჭიროა შეიყვანო მისი ნომერი და ინდივიდუალური კოდი.
თუ არ გაქვს საქმის ნომერი და კოდი, შეგიძლია აქ მიიღო: cudzoziemcy@poznan.uw.gov.pl - აუცილებელია მეილს თან დაურთო შემდეგი მონაცემები
განმცხადებლის სრული სახელი და გვარი
საქმის სახეობა
საბუთების შეტანის, ან მისი ფოსტით გაგზავნის თარიღი
საფასური
გადასახადები, რომელიც უკავშირდება საქმის წარმოებას, ზუსტად განსაზღვრულია და ჩამოთვლილია ვებ-გვერდზე https://migrant.poznan.uw.gov.pl/wskazowki/oplaty
ეს მნიშვნელოვანია! საფასურის ონლაინ გადახდის დროს, ყურადღება მიაქციე განყოფილების სახელს და ანგარიშის ნომერს, სადაც თანხა უნდა ჩარიცხო. ზოგიერთ შემთხვევაში ეს არის ქალაქ პოზნანის მერიის ფინანსური განყოფილების ნომერი და დანარჩენში ვიელკოპოლსკის სავოევოდო სამსახურის ნომერი.
მისამართი და მომსახურების საათები პოზნანში
ვოლნოშჩის მოედანი 17 (pl. Wolności 17), 61-739 პოზნანი
ორშაბათი 09:30-18:00
სამშაბათი-ხუთშაბათი - 08:15-15:15
საინფორმაციო ხაზი: 61 850 87 77
ელ-ფოსტა: cudzoziemcy@poznan.uw.gov.pl(link sends e-mail)
ყურადღება! პანდემიის გამო, კლიენტთა მომსახურების განსაკუთრებული წესები მოქმედებს. მეტ ინფორმაციას ნახავ ვებ-გვერდზე:
II. მუშაობის ნებართვა (WUW, PUP)
1. ვიელკოპოლსკის სავოევოდო სამსახური (WUW)
უცხოელის დასაქმების დროს, როგორც წესი, დამსაქმებელს სჭირდება პოლონეთში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი. თუმცა არის ბევრი შემთხვევა, როცა ასეთი დოკუმენტი არ არის საჭირო და შეგიძლია იმუშაო ლეგალურად. ეს ხდება როცა უცხოელი:
- არის დასწრებული სტუდენტი
- არის პოლონეთის უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებული
- დამთავრებული აქვს საშუალო სკოლა პოლონეთის რესპუბლიკაში
- არის სომხეთის, ბელორუსიის, საქართველოს, მოლდოვის, რუსეთის ფედერაციის ან უკრაინის მოქალაქე, რომელიც ასრულებს სამუშაოს, (იმ გამონაკლისი გარდა, როცა სამუშაოს შესასრულებლად სეზონური ნებართვა გაიცემა) 6 თვით მომდევნო 12 თვის განმავლობაში და მუშაობის დაწყებამდე, პოვიატის დასაქმების სამსახურმა, უცხოელის მიერ სამუშაოს შესრულება, უცხოელის დასაქმების რეესტრში ჩაწერა და სამუშაო შესრულებულია ჩანაწერში მითითებული პირობებით
- აქვს პოლონელის მოქმედი ბარათი
- აქვს პოლონეთის რესპუბლიკის მიერ მინიჭებული დევნილის სტატუსი
- მიენიჭა სუბსიდიური დაცვა პოლონეთის რესპუბლიკაში
- აქვს პოლონეთის რესპუბლიკის ბინადრობის უვადო ნებართვა
- აქვს ევროკავშირის გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვა პოლონეთის რესპუბლიკაში,
- აქვს ბინადრობის უფლება ჰუმანიტარული მიზეზებიდან გამომდინარე
- აქვს პოლონეთის რესპუბლიკაში ტოლერანტული ყოფნის ნებართვა
- სარგებლობს დროებითი დაცვით პოლონეთის რესპუბლიკაში
- არის ევროკავშირის მოქალაქის ოჯახის წევრი, არ არის ევროკავშირის მოქალაქე, მაგრამ აქვს პოლონეთის რესპუბლიკაში ყოფნის უფლება
მეტ ინფორმაციის იმის შესახებ, თუ როდის არის უცხოელი სამუშაო ნებართვისგან თავისუფალი, ასევე იმის შესახებ თუ როდის, სად და რა დოკუმენტებია საჭირო განაცხადის შესატანად, ნახავთ აქ: https://migrant.poznan.uw.gov.pl/pl/procedury/zezwolenie-na-prace
თუ არ აკმაყოფილებთ არცერთ ზემოთჩამოთვლილ პირობას, რომელიც სპეციალური ნებართვის გარეშე მუშაობის საშუალებას მოგცემს, შენმა დამსაქმებელმა უნდა მიმართოს შესაბამისი სამუშაო ნებართვის (ა, ბ , ც, დ და ე ტიპის) გასაცემად ვიელკოპოლსკის ვოევოდის (WUW) სამოქალაქო საქმეთა დეპარტამენტს - ფოსტით, ელექტრონულად ან პირადად და გადაიხადოს შესაბამისი გადასახადი.
მუშაობის ნებართვის გაცემის საფასურია
- 50 ზლოტი - როცა უცხოელის დასაქმების ხანგრძლივობა არ აღემატება სამ თვეს.
- 100 ზლოტი - როცა უცხოელის დასაქმების ხანგრძლივობა აღემატება სამ თვეს.
- 200 ზლოტი - დამსაქმებელი აპირებს უცხოელის გაგზავნას პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე საექსპორტო მომსახურების უზრუნველსაყოფად.
2. პოვიატის დასაქმების სამსახური (PUP)
მომსახურების ოფისები და საათები
სამუშაო საათები:
ორშაბათი 8:00-15:30
სამშაბათი-პარასკევი 8:00-14:30
მიმღები ღიაა 7:30-დან (რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის პირადად გაცემა)
უცხოელების დასაქმების მსურველთა განაცხადის მიღება ხდება 8.00-დან 12.00 საათამდე, A დარბაზში.
ტელ. 61 8345-640
ტელ. 61 8345-679
ელ-ფოსტა: kancelaria@poznan.praca.gov.pl
პოზნანის პოვიატის დასაქმების სამსახურის ვებ-გვერდზე (ლინკი > https://poznan.praca.gov.pl/dla-pracodawcow-i-przedsiebiorcow/zatrudnianie-cudzoziemcow) ნახავთ სპეციალურ განყოფილებას სახელით “უცხოელების დასაქმება”, აქ განთავსებულია ინფორმაცია ისეთი საკითხების შესახებ როგორიცაა:
- ევროკავშირის ქვეყნების, ევროპის ეკონომიკური ზონის და შვეიცარიის მოქალაქეების დასაქმება - EURES - ევროპული სამუშაო მობილობის პორტალის გამოყენებით
- მესამე ქვეყნების მოქალაქეების დასაქმება,
- მუშაობის ნებართვა,
- სეზონურ სამსახურზე დასაქმების ნებართვა,
- ბინადრობის დროებითი და სამუშაო ნებართვა,
- ნებართვის გარეშე მუშაობის შესახებ,
- დასაქმება, დასაქმების სამსახურის რეესტრში შეტანილი განაცხადის მიხედვით
- დამსაქმებლის მოვალეობები,
ამ ყველაფრის პრაქტიკული გამოყენება შეუძლია შენს დამსაქმებელს, ონლაინ განაცხადის შეტანისას https://www.praca.gov.pl/eurzad/index.eup#/panelOgolny
დასაქმების სამსახურის ელექტრონული სერვისები
რეგისტრაცია/რეგისტრაციის გაუქმება უმუშევარი, ან სამსახურის მაძიებელი პირისა
სამსახურის, სტაჟირების ან პრაქტიკული კურსის ვაკანსიის განთავსება
ანტიკრიზისული პროგრამა
უცხოელების დასაქმება
KRAZ, WIPZ, PIS, RPA EURES განაცხადების რეგისტრაცია
მომსახურების სერვისები და შეღავათები
უცხოელების დასაქმება
უცხოელების დასაქმების შესახებ განცხადების შეტანა.
სეზონური სამუშაოს შესრულების ნებართვა
დასაქმების ნებართვა
როგორ ვიპოვოთ დამსაქმებელი?
პოვიატის დასაქმების სამსახურის (PUP) ვებ-გვერდზე, ნახავთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ ვიპოვოთ დამსაქმებელი https://poznan.praca.gov.pl/dla-bezrobotnych-i-poszukujacych-pracy/dla-cudzoziemcow, ასევე ინფორმაციას შენი უფლებების და მოვალეობების შესახებ.
გაითვალისწინე, რომ დამსაქმებელი უნდა ეძებო დამოუკიდებლად, ან შუამავალი სააგენტოს დახმარებით.
დამოუკიდებლად ძებნა ნიშნავს, ეძებო ვაკანსიები ინტერნეტში თუ პრესაში და დაუკავშირდე პოტენციურ დამსაქმებელს ტელეფონით თუ ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
პოლონეთში სამსახურის ძებნა დასაქმების სააგენტოების დახმარებითაც შეგიძლია, ისინი ჩაწერილები უნდა იყვნენ დასაქმების სააგენტოს ეროვნულ რეესტრში, რომელიც დასტურდება ვოევოდის გუბერნატორის მიერ გაცემული სერტიფიკატით. ამ ყველაფერის შემოწმება შეგიძლია ვებ-გვერდზე www.kraz.praca.gov.pl . მთავარ გვერდზე საძიებო სისტემაა, სადაც შეგიძლია დასაქმების სააგენტოების სრული სია ნახო ვოევოდების მიხედვით, ან ისინი სახელის ან NIP, ანუ რეგისტრაციის ნომრით მოიძიო. ასევე შეგიძლიათ ინფორმაცია ტელეფონით მოიძიოთ, ვოევოდის დასაქმების ოფისებში. მათი ნომრები მოცემული შემდეგ ვებ-გვერდზე https://psz.praca.gov.pl/wybor-urzedu
მინიშნება: გახსოვდეს, რომ ხელშეკრულების ყველაზე ხელსაყრელი ფორმაა შრომითი ხელშეკრულება, (პოლონურად umowa o pracę), რადგან ამ დროს დამსაქმებელია ვალდებულია საყოველთაო დაზღვევის ყოველთვიური შენატანი გააკეთოს, გაქვს უფლება ისარგებლო შვებულებით, ანაზღაურებით ავადმყოფობის შემთხვევაში და სხვადასხვა სარგებლით რაც სოციალური დაცვის სისტემას აქვს,