close

Pragniemy zwrócić Państwa uwagę, że zamieszczone na niniejszej stronie informacje nie stanowią źródła prawa. Zapewniamy, że dołożyliśmy wszelkich starań, by były one zgodne z obowiązującymi regulacjami. Prosimy jednak pamiętać, że niniejsza strona służy wyłącznie celom informacyjnym, a informacje na niej zamieszczone nie mogą stanowić podstawy w sporach z organami administracji publicznej. W razie wątpliwości zalecamy skontaktowanie się z organem prowadzącym postępowanie administracyjne w danej sprawie oraz zapoznanie się z przepisami prawa, które mogą mieć decydujący wpływ na jej rozstrzygnięcie.

Zapraszamy również do kontaktu z prowadzoną przez nas infolinią migrant.info - 22 490 20 44.

Czy informacje zawarte na stronie są przydatne?

Jakich informacji Pan/Pani poszukiwał/a?

Jesteś na:
Strona główna პოლონური ფესვები პოლონური წარმომავლობა

პოლონური წარმომავლობაdrukuj

ვინ ითვლება პოლონური წარმომავლობის მქონე პირად?

ვინ ითვლება პოლონური წარმომავლობის მქონე პირად?

პოლონური წარმომავლობის მქონე პირად აღიარებისთვის აუცილებელია, პირმა განაცხადოს რომ არის ეროვნებით პოლონელი და ამავდროულად აკმაყოფილებდეს ყველა ჩამოთვლილ პირობას:

  1. მისი ერთ-ერთი მშობელი, ან ბებია ან პაპა, ან ბებიის დედა ან/და მამა და პაპის დედა ან/და მამა, როგორც დედის, ისე მამის მხრიდან არიან პოლონური ეროვნების;
  2. დაამტკიცებს/დაასაბუთებს მის კავშირს პოლონეთთან. კონკრეტულად, წარმოაჩენს, რომ საუბრობს პოლონურ ენაზე და იცავს პოლონურ ტრადიციებსა და ადათ-წესებს.

1-ლი პუნქტით გათვალისწინებული პირობა შესრულებულად ითვლება, თუ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ განმცხადებლის ერთ-ერთი მშობელი, ან ბებია ან პაპა, ან ბებიის დედა ან/და მამა და პაპის დედა ან/და მამა, როგორც დედის, ისე მამის მხრიდან არიან/იყვნენ პოლონური წარმომავლობის და იცავდნენ პოლონურ ტრადიციებსა და ადათ-წესებს.

როგორ შეუძლია პოლონური წარმომავლობის მქონე უცხოელს პოლონეთში ბინადრობის ლეგალიზაცია?

პოლონური წარმომავლობის მქონე უცხოელებს პოლონეთში ბინადრობის ლეგალიზაციისთვის შეუძლიათ მიმართონ შემდეგ გზებს:

  1. პოლონური წარმომავლობის საფუძველზე პოლონელის ბარათის მისაღებად განაცხადის გაკეთება;
  2. პოლონური წარმომავლობის საფუძველზე მუდმივი ბინადრობის ნებართვის მისაღებად განაცხადის გაკეთება;
  3. მოქმედი პოლონელის ბარათის საფუძველზე მუდმივი ბინადრობის ნებართვის მისაღებად განაცხადის გაკეთება.

პოლონელის ბარათი მიღება არ ნიშნავს პოლონეთის მოქალაქეობის მინიჭებას, პოლონეთში დასახლების უფლების მინიჭებას ან პოლონეთის საზღვრების უვიზოდ გადაკვეთის უფლებას. პოლონელის ბარათის საფუძველზე უცხოელს შეუძლია მიიღოს გრძელვადიანი ბინადრობის ვიზა უფასოდ, რომელიც პოლონეთის საზღვრის მრავალჯერადი გადაკვეთის უფლებას იძლევა.

პოლონური წარმომავლობის საფუძველზე პოლონელის ბარათის მიღების პროცედურის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://www.migrant.info.pl/karta_polaka.html

პირს, რომლის პოლონური წარმომავლობაც დადასტურდა, შეუძლია მუდმივად დასახლდეს პოლონეთში - ეს ნიშნავს, რომ მას შეუძლია მოითხოვოს მუდმივი ბინადრობის ნებართვა. პოლონური წარმომავლობის საფუძველზე მუდმივი ბინადრობის ნებართვის მისაღებად განაცხადის შეტანისას, პირმა დამატებით უნდა წარმოადგინოს პოლონური წარმომავლობის დამადასტურებელი დოკუმენტები. აღნიშნული დოკუმენტების შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ქვემოთ. პოლონური წარმომავლობის გადამოწმების მიზნით, უცხოელი შეიძლება იქნას გამოძახებული გასაუბრებაზე სავოევოდო სამსახურის ოფისში, სადაც გასაუბრების დროს სამსახურის წარმომადგენელს შეუძლია მას დაუსვას შეკითხვები, უცხოელის პოლონეთთან კავშირის დამტკიცების მიზნით. გასაუბრების შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ.

რა სახის დოკუმენტებით არის შესაძლებელი პოლონური წარმომავლობის დამტკიცება?

პოლონური წარმომავლობის დამადასტურებელი დოკუმენტები და მტკიცებულებები შეიძლება იყოს:

-         პოლონური პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები;

-         მოწმობა სამოქალაქო სტატუსის შესახებ (დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა და გარდაცვალების მოწმობა) ან მათი ასლები;

-         ნათლობის მოწმობა;

-         სკოლის ატესტატი;

-         პოლონეთთან კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტები;

-         პოლონურ არმიაში სამხედრო სამსახურის დამადასტურებელი დოკუმენტები;

-         ქვეყნიდან გაძევების/დეპორტაციის ან დაპატიმრების  დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებიც შეიცავს ინფორმაციას პოლონური წარმომავლობის შესახებ;

-         გაძევებული/დეპორტირებული პირის რეაბილიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებიც შეიცავს ინფორმაციას პოლონური წარმომავლობის შესახებ;

-         უცხოური პირადობის მოწმობები, რომლებიც შეიცავს ინფორმაციას მფლობელის პოლონური წარმომავლობის შესახებ;

-         საზღვარგარეთ პოლონელთა საზოგადოებრივი ორგანიზაციის ცნობა, რომელიც ადასტურებს პირის აქტიურ მონაწილეობას პოლონეთის ენისა და კულტურის ან პოლონეთის ეროვნული უმცირესობის კუთხით საქმიანობაში;

-         საბოლოო გადაწყვეტილება პოლონური წარმომავლობის შესახებ, რომელიც მიღებული იქნა რეპატრიაციის შესახებ კანონის დებულებების შესაბამისად და ა.შ.

სად შეიძლება პიროვნების პოლონური წარმომავლობის დამადასტურებელი დოკუმენტების მოძიება/მოპოვება?

პოლონური წარმომავლობის დამადასტურებელი დოკუმენტების მოძიება შესაძლებელია შემდეგ არქივებში:

1)      ისტორიული დოკუმენტების მთავარი არქივი ვარშავაში (Archiwum Główne Aktów Dawnych w Warszawie)

ვარშავა, ul. Długa 7

სათაო ოფისი: 22 831 54 91 ან 22 635 45 32 (33)

ელ.ფოსტა: sekretariat@agad.gov.pl

http://www.agad.archiwa.gov.pl

2)    სახელმწიფო არქივი ბელოსტოკში (Archiwum Państwowe w Białymstoku)

ბელოსტოკი, ul. Rynek Kościuszki 4,

ტელ. +48 85 743 56 03

www.bialystok.ap.gov.pl

sekretariat_ap@bialystok.ap.gov.pl

3)    ლოძის სამოქალაქო აქტების რეესტრის არქივი (Archiwum Urzędu Stanu Cywilnego w Łodzi)

(ინახავს სამოქალაქო სტატუსის ჩანაწერებს, რომლებიც აღდგენილი იქნა სასამართლოს გზით1947-1952 წლებში)

Aleja Marszałka Józefa Piłsudskiego 100,100, ლოძი,

ტელ. +42 638 53 03

4)    საეკლესიო არქივი(Archiwa Kościelne)

საეკლესიო არქივების სია შეგიძლიათ იხილოთ აქ: www.agad.archiwa.gov.pl

პოლონური წარმომავლობის დამადასტურებელი დოკუმენტების მოძიება ასევე შესაძლებელია უცხოელის წარმოშობის ქვეყნის შესაბამის არქივებში ან სახელმწიფო დაწესებულებებში.

სახელმწიფო თუ საეკლესიო არქივებში ვიზიტამდე მიზანშეწონილია ყველა საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტის შეგროვება. თქვენს ხელთ არსებული ყველა ეგზემპლარი, ამონაწერი თუ ასლი მნიშვნელოვანია - იმ შემთხვევაშიც კი, თუ დოკუმენტები დაზიანებულია, ძნელად იკითხება ან გაუგებარია. არქივის თანამშრომელი ეცდება აღნიშნული დოკუმენტების აღდგენას და მათგან ინფორმაციის მიღებას, რაც ხელს შეუწყობს ძიების დაწყებას. გენეალოგიური გამოკვლევის ხელშემწყობი სხვადასხვა წყაროების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე http://www.archiwa.gov.pl/ საიტის განყოფილებაში „გენეალოგია“ (ვებ-გვერდი ხელმისაწვდომია პოლონურ და ინგლისურ ენებზე).