close

Pragniemy zwrócić Państwa uwagę, że zamieszczone na niniejszej stronie informacje nie stanowią źródła prawa. Zapewniamy, że dołożyliśmy wszelkich starań, by były one zgodne z obowiązującymi regulacjami. Prosimy jednak pamiętać, że niniejsza strona służy wyłącznie celom informacyjnym, a informacje na niej zamieszczone nie mogą stanowić podstawy w sporach z organami administracji publicznej. W razie wątpliwości zalecamy skontaktowanie się z organem prowadzącym postępowanie administracyjne w danej sprawie oraz zapoznanie się z przepisami prawa, które mogą mieć decydujący wpływ na jej rozstrzygnięcie.

Zapraszamy również do kontaktu z prowadzoną przez nas infolinią migrant.info - 22 490 20 44.

Czy informacje zawarte na stronie są przydatne?

Jakich informacji Pan/Pani poszukiwał/a?

მობინგიdrukuj

რა არის მობინგი?

მობინგი არის მოვლენა, რომელსაც სამსახურში შეიძლება ჰქონდეს ადგილი. ეს არის თანამშრომლის გრძელვადიანი და განმეორებითი, არასათანადო მოპყრობა, დაშინება, შეურაცხყოფა, დაცინვა.
მობინგის ტიპური მაგალითებია შანტაჟი სამსახურიდან გათავისუფლებით, გაუმართლებელი კრიტიკა, საჯარო დამცირება, სხვა თანამშრომლებთან შედარებით ბევრი პასუხისმგებლობის დაკისრება ან შესასრულებელი დავალებების არგადაცემა, კოლექტივიდან თანამშრომლის იზოლირება, გუნდიდან გარიყვა.

მჩაგვრელი- მობერი - შეიძლება იყოს დამსაქმებელიც და თანამშრომელიც.

ყურადღება: პოლონეთში მობინგი აკრძალულია და დამსაქმებელი ვალდებულია აღკვეთოს იგი.

 

როგორ მოვიქცეთ მობინგის დროს

მობინგის ხშირი მიზეზი ის არის, რომ მობერები თავს დაუსჯელად გრძნობენ, რადგან მათი მსხვერპლი ჩუმადაა

როგორ უნდა მოიქცნენ ადამიანები, რომლებიც სამსახურში მობინგის მსხვერპლები არიან:

  • ისაუბრონ ამაზე რაც შეიძლება მეტ ადამიანთან
  • ესაუბრონ მათ სიტუაციაზე სხვა თანამშრომლებს, პროფკავშირებს, ოჯახს, ადვოკატს;
  • ჩაიწერონ ყველა ინციდენტის ადგილი და დრო;
  • წერილობით დაუკავშირდნენ მჩაგვრელს (მაგ. ელექტრონული ფოსტით ან  წერილების გაგზავნით);
  • თუ მობერთან პირისპირ შეხვედრის აუცილებლობაა, ეს შეხვედრა უნდა მოხდეს მოწმის გარემოცვაში;
  • შეატყობინონ პროფკავშირებს ან ასოციაციებს, რომლებიც ეხმარებიან მობინგის მსხვერპლებს (მათი მისამართები და ტელეფონის ნომრები შეგიძლიათ ნახოთ ჩანართში "სად უნდა ვეძებო დახმარება").