ჯანმრთელობის ნებაყოფლობითი დაზღვევაdrukuj
ჯანმრთელობის ნებაყოფლობითი დაზღვევა
პირი, რომელიც პოლონეთში იმყოფება ლეგალურად და არ აქვს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დაზღვევის ვალდებულება, შეუძლია დაეზღვიოს ნებაყოფლობით. ამისათვის აუცილებელია განცხადება შეიტანოს ჯანდაცვის ეროვნული ფონდის იმ ვოევოდის (რეგიონის) განყოფილებაში, რომელიც მას ეხება საცხოვრებელი ადგილიდან გამომდინარე.
განცხადების ფორმა ხელმისაწვდომია ჯანდაცვის ეროვნული ფონდის ოფისებში, ან მათ ინტერნეტ გვერდებზე - რა არის ჯანდაცვის ეროვნული ფონდი (NFZ)?
განყოფილებების საკონტაქტო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ https://www.nfz.gov.pl/
უცხოელებმა, რომელებიც არ არიან ევროკავშირის მოქალაქეები, ნებაყოფლობითი დაზღვევაზე განაცხადის შეტანისას უნდა წარადგინონ პასპორტი და ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტებიდან ერთ-ერთი:
- სამუშაო ვიზა
- ბინადრობის დროებითი ნებართვა
- დასახლების ნებართვა;
- რეზიდენტის ბინადრობის ნებართვა;
- თანხმობა ტოლერანტულ ყოფნაზე;
- პოლონეთში ლტოლვილის სტატუსის ან მის ტერიტორიაზე დროებითი დაცვის ქვეშ ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი ;
ხელშეკრულების დადების შემდეგ, საჭიროა სოციალური დაზღვევის სააგენტოში, (პოლონურად Zakład Ubezpieczeń społecznych, ZUS) და შეავსოთ განაცხადის ფორმა ZUS ZZA. (განაცხადის ფორმა ხელმისაწვდომია აქ https://www.zus.pl/wzory-formularzy/firmy/dokumenty-zgloszeniowe-i-rozliczeniowe/-/publisher/details/1/formularz-zus-zza/305061 , რა არის სოციალური დაზღვევის სააგენტო - ZUS? https://www.zus.pl/
შეგიძლიათ ფორმა ამობეჭდოთ და პირადად მიიტანოთ, ან ფოსტით გააგზავნოთ სოციალური დაზღვევის სააგენტოს იმ ფილიალში, რომელიც თქვენს უბანშია.
პირებს, რომლებიც დაეზღვივნენ ნებაყოფლობით, აქვთ ვალდებულება ოჯახის წევრები წარადგინონ დასაზღვევად, იმ შემთხვევაში თუ მათ სხვა მიზეზით არ აქვთ დაზღვევის ვალდებულება. ისივე როგორც სავალდებულო დაზღვევის შემთხვევაში, დაზღვევა ვრცელდება ოჯახის შემდეგ წევრებზე: შვილები, მეუღლე, მშობლები და ბებია-ბაბუები, იმ პირობით თუ ცხოვრობენ დაზღვეულ პირთან ერთად.
იმისთვის, რომ დავაზღვიოთ ოჯახის წევრი, საჭიროა სოციალური დაზღვევის სააგენტოს ZUS ZCNA ფორმის შევსება, (ფორმა ხელმისაწვდომია აქ) https://www.zus.pl/wzory-formularzy/firmy/dokumenty-zgloszeniowe-i-rozliczeniowe/-/publisher/details/1/formularz-zus-zcna/289688. შევსებული ფორმა შეგიძლიათ პირადად მიიტანოთ, ან გააგზავნოთ ფოსტის საშუალებით.
შენატანები ირიცხება ZUS-ის (სოციალური დაზღვევის სააგენტოს) ანგარიშზე - მეტი ინფორმაციას მიიღებთ სოციალური დაზღვევის სააგენტოში.
ინფორმაციას ჯანმრთელობის დაზღვევაში გადასახდელი თანხის ოდენობის შესახებ მიიღებთ NFZ (ჯანმრთელობის ეროვნული ფონდის) რომელიმე ფილიალში, ან მათ ვებ-გვერდზე https://www.nfz.gov.pl/dla-pacjenta/zalatw-sprawe-krok-po-kroku/jak-ubezpieczyc-sie-dobrowolnie/
ყოველთვიური თანხის გადახდება ხდება, მიმდინარე თვის 15 რიცხვამდე, წინა თვის თანხის ჩარიცხვით. (მაგალითად, აპრილის თვისა, 15 მაისამდე)
უცხოელს შეუძლია ნებაყოფლობით დაეზღვიოს სხვა სადაზღვევო დაწესებულებაში, მაგალითად PZU - საყოველთაო სადაზღვევო სააგენტო, პირებს, რომელებიც პოლონეთში ჩამოვიდნენ სამოგზაუროდ, სასწავლებლად ან სამუშაოდ, სთავაზობს სადაზღვევო პაკეტს ვოიაჟერი.