ჯანმრთელობაdrukuj
LECZENIE
მკურნალობა პოლონეთში
თუ გსურს, რომ პოლონეთის ჯანდაცვის სისტემით უფასოდ ისარგებლო, დაზღვეული უნდა იყო ჯანდაცვის ეროვნულ ფონდში. (NFZ)
სოციალური დაზღვევა მოიცავს, საპენსიო, საკომპენსაციო, უბედური შემთხვევის და ავადმყოფობის დაზღვევას და შეიძლება იყოს სავალდებულო ან ნებაყოფლობითი.
ავადმყოფობის დაზღვევა - დაზღვევა, რომელიც დასაქმებულს იცავს შემოსავლების დაკარგვისგან ისეთი მიზეზების გამო, როგორიცაა - ავადმყოფობა, ფეხმძიმობა, მშობიარობა, ან ავადმყოფი ბავშვის მეურვეობა. თუ დაზღვეული ავად გახდება და ექიმის მიერ გათავისუფლებული იქნება სამსახურიდან, მაინც მიიღებს დახმარებას, მიუხედავად იმისა, რომ მუშაობა არ შეუძლია) [komentarz kulturowy/wyjaśniający od tłumacza]
ქვემოთ მოცემულია ინფორმაცია, როდისაა დაზღვევა შენთვის სავალდებულო და როდის ნებაყოფლობითი.
- თუ დასაქმებული ხარ შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, ვალდებული ხარ გქონდეს - საპენსიო, საკომპენსაციო, უბედური შემთხვევის და ავადმყოფობის დაზღვევა. ამ შემთხვევაში შენატანს შენი დამსაქმებელი აკეთებს. დაზღვევა საშუალებას გაძლევს იმკურნალო უფასოდ, შემდგომ პერიოდში კი აიღო კომპენსაცია ან პენსია.
- თუ:
- დასაქმებული ხარ საშუამავლო ხელშეკრულების, ერთჯერადი ხელშეკრულების, მომსახურების მიწოდების ხელშეკრულების საფუძველზე, ან რომელიმე ამ ხელშეკრულების შესრულების თანამონაწილე ხარ,
- ეწევი არასასოფლო-სამეურნეო საქმიანობას ან თანამშრომლობ მის განხორციელებაში,
- ხარ სასულიერო პირი
– ამ შემთხვევაში შენთვის სავალდებულოა - საპენსიო, საკომპენსაციო და უბედური შემთხვევის დაზღვევა. ავადმყოფობის დაზღვევა შენთვის ნებაყოფლობითია.
- თუ
- იღებ დეკრეტულ შემწეობას, ან ამ თანხის ოდენობის სხვა შემწეობას
- შვილის აღზრდასთან დაკავშირებით იმყოფები შვებულებაში და არ გაქვთ პენსიაზე, კომპენსაციაზე ან სხვა სახის სოციალური დაზღვევაზე წვდომა.
- იღებ მეურვის შემწეობას ან შემწეობას მეურვისთვის.
- ხარ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და ამ ფუნქციის შესრულებისთვის იღებ ხელფასს
- ამ შემთხვევაში შენთვის სავალდებულოა საპენსიო და საკომპენსაციო დაზღვევა, ხოლო უბედური შემთხვევის და ავადმყოფობის დაზღვევა არ არის სავალდებულო.
ეს მნიშვნელოვანია! ავადმყოფობის ნებაყოფლობითი დაზღვევა შეგიძლიათ გქონდეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ექვემდებარებით სავალდებულო საპენსიო და საკომპენსაციო დაზღვევას.
სოციალური დაზღვევის შენატანის ოდენობა
საპენსიო, საკომპენსაციო, უბედური შემთხვევის და ავადმყოფობის სადაზღვევო შენატანის პროცენტი განსხვავდება ერთმანეთისგან და შემდეგნაირია:
- საპენსიო დაზღვევა– შემოსავლის 19,52% ,
- საკომპენსაციო დაზღვევა – შემოსავლის 8,00% ,
- ავადმყოფობის დაზღვევა – შემოსავლის 2,45% ,
- უბედური შემთხვევის დაზღვევა - საპროცენტო განაკვეთი სხვადასხვაა. განაკვეთის გამოთვლა ხდება იმ საკანონმდებლო აქტების მიხედვით, რომელიც ითვალისწინებს სამუშაო ადგილზე მომხდარი უბედური შემთხვევების და პროფესიული დაავადებების დაზღვევას.
მეტ ინფორმაციას, მათ შორის ინსტრუქციას ნებაყოფლობითი დაზღვევის შესახებ, ასევე ინფორმაციას პაციენტის უფლებების, ელექტრონული რეცეპტების, საინფორმაციო ხაზის და ა.შ. შესახებ, ნახავთ ჯანდაცვის ეროვნული ფონდის (NFZ) ვებ-გვერდზე
http://nfz-poznan.pl/page.php/1/0/start
პაციენტების სატელეფონო მომსახურება 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე
ნომერი - 800-190-590
ყურადღება! უმჯობესია dla pacjenta (პაციენტებისთვის) დანაყოფში აირჩიო Gdzie się leczyć - informator” (სად ვიმკურნალოთ - ინფორმატორი)
ნფორმატორში მარტივად ნახავ აფთიაქების, საავადმყოფოების, მიმღები პუნქტების ჩამონათვალს, მათი მისამართებით და საკონტაქტო ნომრებით. ძებნის არეალი შეგიძლია შეამცირო ვიელკოპოლსკის ვოევოდამდე, ან უბრალოდ ზემოხსენებული ჩამონათვალი ნახო მხოლოდ ქალაქ პოზნანისთვის ან თუნდაც კონკრეტული ქუჩისთვის!
პოზნანში, დაზღვევის ეროვნული ფონდის ფილიალი მდებარეობს პიეკარის ქუჩის 14/15 ნომერში. (Piekary 14/15)
ხოლო, სოციალური დაზღვევის სააგენტოები (ZUS) შემდეგ მისამართებზე:
> პოზნანის I ფილიალი
დომბროვსკიეგოს ქუჩა 12 (Dąbrowskiego 12)
22 560 16 00
> პოზნანის II ფილიალი
სტაროლენცკას ქუჩა 31 (Starołęcka 31)
22 560 16 00
სოციალური დაზღვევის სააგენტოს, (ZUS) ვებ-გვერდი https://www.zus.pl/pracujacy/ubezpieczenie-zdrowotne-w-polsce/zasady-podlegania-ubezpieczeniu-zdrowotnemu/ubezpieczenie-obowiazkowe
თუ არ გაქვს დაზღვევა, შეგიძლია იმკურნალო კერძო კლინიკაში
მაგალითად, კბილის დაპლომბვაში დაახლოებით 150 ზლოტს გადაიხდი, ექოსკოპიაში 100-დან 150 ზლოტამდე, შარდის, სისხლის ანალიზში დაახლოებით 20 ზლოტს, გულ-მკერდის არის რენტგენში 60 ზლოტს, ხოლო ექიმ-სპეციალისტთან კონსულტაცია მინიმუმ 100 ზლოტი დაგიჯდება. სამწუხაროდ საგრძნობლად ძვირია ქირურგია, მოტეხილობების მკურნალობაში რამდენი ათასი ზლოტიდან რამდენი ათეულ ათას ზლოტამდე გადაიხდი.