+48 22 490 20 44 დახმარება პოლონეთში მცხოვრები უცხოელებისთვის

მოწვევა

პოლონეთში ყოფნისთვის საჭირო ფინანსური რესურსების და ასევე უკან დასაბრუნებლად საჭირო ფულადი სახსრების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი შეიძლება იყოს მოწვევა. უცხოელს შეუძლია მოწვევა წარადგინოს ვიზაზე განაცხადის შეტანისას, ან საპასპორტო კონტროლის დროს.  

ყურადღება! მოწვევა პოლონეთის ტერიტორიაზე შემოსვლის უფლებას არ იძლევა, ამისათვის, საჭიროა მოწვევის მიღების შემდეგ განაცხადი შეიტანოთ ვიზაზე (თუ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ვიზა საჭიროა) 

ყურადღება! მოწვევა არ იძლევა პოლონეთის ტერიტორიაზე მუშაობის უფლებას. 

უცხოელების მოწვევა ხდება მომწვევი პირის განცხადების საფუძველზე, მოწვევათა რეესტრში ჩაწერით. მომწვევი ამ მიზნით იმ რეგიონის სავოევოდო სამსახურს მიმართვას, რომელიც მას ეკუთვნის საცხოვრებელი ადგილიდან გამომდინარე.  

 

ვის შეუძლია უცხოელის მოწვევა 

მოწვევათა რეესტრში მოწვევის ჩაწერა, შეუძლია;  

  • - პოლონეთის ტერიტორიაზე მცხოვრები პოლონეთის, ევროკავშირის ან, ევროპის ეკონომიკური ზონის წევრი სხვა ქვეყნის ან შვეიცარიის  მოქალაქეს, ან მისი ოჯახის წევრს, რომელიც ცხოვრობს პოლონეთის ტერიტორიაზე და აქვს  ამ ტერიტორიაზე ბინადრობის, ან მუდმივი ბინადრობის ნებართვა, ან 
  • - უცხოელს, რომელიც უშუალოდ მოწვევის პროცედურამდე,  ლეგალურად და უწყვეტად იმყოფება პოლონეთში ბოლო 5 წლის განმავლობაში, ან 
  • - უცხოელს, რომელსაც აქვს მუდმივი ბინადრობის ნებართვა, ან 
  • - უცხოელს, რომელსაც აქვს ევროკავშირის გრძელვადიანი რეზიდენტის ნებართვა ან  
  • - იურიდიული პირს, ან ორგანიზაციულ ერთეულს, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს, და პოლონეთის ტერიტორიაზე აქვს მთავარი ოფისი 

 

საჭირო დოკუმენტები 

მოწვევაზე მოცემული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია 

  • - მომწვევი პირის სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, მოქალაქეობა, მისამართი, პროფესია, პირადობის დამადასტურებელი  დოკუმენტის სახეობა, სერია და ნომერი. ან: ფირმა ან სახელწოდება, სარეგისტრაციო ნომერი, მთავარი ოფისი;  
  • - მოწვეული უცხოელის მონაცემები, სახელი (სახელები), გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, სქესი,  მოქალაქეობა, მისამართი, პასპორტის სერია და ნომერი, ასევე მომწვევთან  ნათესაურის კავშირის დონე (არსებობის შემთხვევაში) 
  • - თუ ასევე მოწვეულია უცხოელის ოჯახის წევრები - მათი მონაცემები - სახელი (სახელები), გვარი, დაბადების თარიღი მეუღლის და შვილების სქესი. 
  • -  წინა წელს მოწვეული უცხოელების რაოდენობა განაცხადის შეტანა მოწვევის მოწვევათა რეესტრში ჩაწერაზე 
  • - მომწვევი პირის ვალდებულება დაფაროს მოწვეული უცხოელის დარჩენისა და გამგზავრების ხარჯები, შესაძლო მკურნალობის და პოლონეთიდან გაძევების ხარჯების ჩათვლით; 
  • - მოწვეული პირის განთავსების ადგილის განსაზღვრა;  
  • - დროის იმ პერიოდის განსაზღვრა რა პერიოდითაც ხდება პირის მოწვევა. 
  • - ვიზიტის მიზნის განსაზღვრა 
  • - იმ ორგანოს დასახელება, რომელმაც მოწვევა შეიტანა მოწვევათა რეესტრში. (როგორც წესი, ამას აკეთებს სავოევოდო სამსახურის უცხოელების დეპარტამენტი, დოკუმენტების შეტანა ხდება ან სავოევოდო სამსახურში, ან მის დელეგატურაში) 
  • - მოწვევის მოწვევათა რეესტრში შეტანის თარიღი და ნომერი 
  • - მომწვევი პირის ხელმოწერა 

 პირმა, რომელსაც სურს მოწვევათა რეესტრში მოწვევის შეტანა, ასევე უნდა გააგზავნოს: 

  • - მოწვევათა რეესტრში მოწვევის შეტანის განაცხადის შევსებული ფორმა 
  • - პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობა, სამოგზაურო დოკუმენტი ან ბინადრობის ნებართვა) 
  • - დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უცხოელის ყოფნასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვის შესაძლებლობას (მათ შორის საცხოვრებლის, მკურნალობის, წარმოშობის ან ბინადრობის ქვეყანაში დაბრუნების, ტრანზიტის და პოლონეთიდან გაძევების ხარჯების ჩათვლით); 
  • - იმ ბინის იურიდიულად ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც მითითებულია, როგორც უცხოელის განთავსების ადგილი, ან დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უცხოელის სხვა ადგილას განთავსების შესაძლებლობას; 
  • - საფასურის, 27 ზლოტის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.  

მოწვევა ძალაში შედის მისი მოწვევათა რეესტრში შეტანის მომენტიდან და ძალაში რჩება ერთი წლის განმავლობაში. 

 

უარყოფა 

 სავოევოდო სამსახურს აქვს უფლება, უარი თქვას მოწვევის მოწვევათა რეესტრში შეტანაზე.  

გადაწყვეტილებით უკმაყოფილო პირს, შეუძლია გადაწყვეტილების უცხოელთა საქმეების დეპარტამენტში გასაჩივრება. გასაჩივრების ვადაა, გადაწყვეტილების გაცემიდან 14 დღე.  

შეაფასეთ

Please calculate 3 plus 1.