+48 22 490 20 44 დახმარება პოლონეთში მცხოვრები უცხოელებისთვის

Მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ამავდროულად გაცნობებთ რომ ვებგვერდ www.migrantinfo.pl-ზე არსებული ყველა ინფორმაცია ჯერ არ არის ადაპტირებული კანონში შემავალი ცვლილებების შინაარსთან. გვერდის განახლება მიმდინარე რეჟიმში მოხდება. ვებგვერდის შინაარსის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით ეჭვის გაჩენის შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ Migrant.Info.-ს საინფორმაციო ცხელ ხაზს. ცხელი ხაზი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09.00-დან 17.00 საათამდე, მისი ნომერია: 22 490 20 44

კანონის ძალით/ავტომატურად

კანონის ძალით/ავტომატურად, პოლონეთის მოქალაქეობას იღებს არასრულწლოვანი, თუ: 

  1. ბავშვის დაბადების მომენტში მინიმუმ ერთ მშობელს აქვს პოლონეთის მოქალაქეობა  (სისხლის პრინციპი), ან 
  2. დაიბადა პოლონეთის ტერიტორიაზე და მისი მშობლები უცნობია, არ არიან არცერთი ქვეყნის მოქალაქეები ან მათი მოქალაქეობა განუსაზღვრელია (მიწის პრინციპი). 

ბავშვი პოლონეთის მოქალაქეობას იძენს, თუ ის პოლონეთში იქნა ნაპოვნი და მისი მშობლები უცნობია. 

თუ 16 წლამდე არასრულწლოვანი უცხოელი შვილად აიყვანეს (ადოფცია) პოლონეთის მოქალაქეობის მქონე პირმა ან პირებმა, უცხოელის მოქალაქეობის შეძენის თარიღად ითვლება მისი დაბადების დღე. 

შეაფასეთ

დაამატეთ გამოხმაურება
Please calculate 2 plus 2.