+48 22 490 20 44 დახმარება პოლონეთში მცხოვრები უცხოელებისთვის

Მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ამავდროულად გაცნობებთ რომ ვებგვერდ www.migrantinfo.pl-ზე არსებული ყველა ინფორმაცია ჯერ არ არის ადაპტირებული კანონში შემავალი ცვლილებების შინაარსთან. გვერდის განახლება მიმდინარე რეჟიმში მოხდება. ვებგვერდის შინაარსის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით ეჭვის გაჩენის შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ Migrant.Info.-ს საინფორმაციო ცხელ ხაზს. ცხელი ხაზი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09.00-დან 17.00 საათამდე, მისი ნომერია: 22 490 20 44

პოლონეთში უცხოელის დასაქმების ლეგალიზაციის კონტროლი

რა არის არალეგალური დასაქმება 

უცხოელის მიერ არალეგალურად სამუშაოს შესრულება არის ისეთი სამუშაოს შესრულება: 

- რა დროსაც მას არ გააჩნია მოქმედი ვიზა ან პოლონეთში ყოფნის უფლების სხვა დამადასტურებელი დოკუმენტი; 

- რომლის ყოფნის საფუძველი პოლონეთში არ აძლევს მას სამუშაოს შესრულების უფლებას; 

- რომელიც ასრულებს სამუშაოს ნებართვის გარეშე, იმ შემთხვევებში როცა მისი ქონა სავალდებულოა;  

- სამუშაოს ნებართვაში გაუთვალისწინებელ სხვა პირობებზე ან სხვა თანამდებობაზე; 

- სავალდებულო შრომის ან სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულებების დადების გარეშე.  

 

ვინ არის უფლებამოსილი კონტროლის განხორციელებაზე 

დასაქმების ლეგალურობის კონტროლის განხორციელებაზე უფლებამოსილნი არიან:  

- სასაზღვრო სამსახური (SG); 

- შრომის საჯარო ინსპექცია (PIP). 

სასაზღვრო სამსახურს ასევე შეუძლია უცხოელების დამსაქმებელთა ფირმების, საოჯახო მეურნეობების და ფიზიკური პირების ისევე როგორც პოლონეთში ინდივიდუალური მეწარმეობის განმახორციელებელი უცხოელების შემოწმების განხორციელება. ხოლო PIP არის მუშაკებთან შრომის ხელშეკრულებების დადების ლეგალურობის შემოწმების ორგანო.  

ყურადღება! პოლონეთის ტერიტორიაზე უცხოელთა ყოფნის ლეგალიზაციის კონტროლი ექვემდებარება სასაზღვრო სამსახურისა და პოლიციის, აგრეთვე საბაჟო-საგადასახადო ორგანოების კომპეტენციას.  

 

რა სასჯელი არის გათვალისწინებული უცხოელის არალეგალურ დასაქმებისთვის 

დამსაქმებელს, რომელიც არალეგალურად ასაქმებს უცხოელს, ემუქრება 1000 ზლოტიდან 30 000-დე ზლოტის ოდენობით ფულადი ჯარიმა. თუმცა, თუ კი დამსაქმებელს, მატერიალური მოგების მიზნით შეცდომაში შეჰყავს უცხოელი, სამსახურებრივი მდგომარეობის ან სათანადო უუნარობის გამოყენებით და ამგვარი მოქმედებით აიძულებს უცხოელს სამუშაოს არალეგალურ შესრულებას, ჯარიმა შეადგენს 3000 ზლოტიდან 30 000 ზლოტამდე.   

ყურადღება! უცხოელი, რომელიც არალეგალურად ასრულებს სამუშაოს, ასევე ექვემდებარება ჯარიმით სასჯელს. ასეთი პირის მიმართ შეიძლება იქნას გამოტანილი გადაწყვეტილება უცხოელის დაბრუნების შესახებ.  

 პოლონეთში კანონმდებლობით არის განსაზღვრული ვალდებულება, რომელიც უცხოელისთვის სამუშაოს მიმცემ დამსაქმებელს აკისრებს პასუხისმგებლობას პოლონეთის ტერიტორიაზე უცხოელის ყოფნის უფლების მიმცემი მოქმედი საბუთის გარეშე ასევე შრომის ანაზღაურების და მასთან დაკავშირებულ საქმის წარმოებაზე.     

ამ მოცემულობით, ევროკავშირის (UE) ფარგლებს გარედან უცხოელის დასაქმების წინ დამსაქმებელი უნდა დარწმუნდეს, რომ უცხოელს გააჩნია პოლონეთში ყოფნის უფლების დამადასტურებელი საბუთი. უცხოელის დასაქმებისთვის, რომელსაც არ გააჩნია პოლონეთში ყოფნის უფლება, დამსაქმებელი იხდის მკაცრ ფინანსურ სასჯელს, გარდა ამისა ეკისრებათ დასაქმებულთათვის მათი კუთვნილი დავალიანებული ანაზღაურების გადახდაც (არსებობს შრომის ურთიერთობის განმსაზღვრელი სავალდებულო 3 თვიანი გარანტიის ვადა domniemanie) და მასთან დაკავშირებული წარმოება (სადაზღვევო, საგადასახადო დეკლარაციების გაუქმება) აგრეთვე ხარჯების დაფარვა მათი სამშობლოში დასაბრუნებლად. გარდა ამისა, ასეთი დამსაქმებლები კარგავენ საჯარო დოტაციების გამოყენების უფლებას, მათ შორის ევროკავშირის მხრიდან.    

 

როგორია კონტროლი 

კონტროლი ხორციელდება სულ ცოტა ორი საჯარო ორგანოს მუშაკის მიერ, რომლებსაც გააჩნიათ სათანადო უფლებამოსილება. შრომის საჯარო ინსპექციის შესახებ კანონის 24-ე მუხ. თანახმად, შრომის ინსპექტორები უფლებამოსილნი არიან ჩაატარონ შრომის კანონმდებლობის დაცვის შემოწმება გაფრთხილების გარეშე და დღე-ღამის ნებისმიერ დროს, განსაკუთრებით შრომის უსაფრთხოებისა  და ჰიგიენის მდგომარეობის და დასაქმების და სხვა საშემოსავლო ლეგალურობის კუთხით.  

რა დოკუმენტების წარდგენა არის საჭირო კონტროლის დროს 

ამგვარ დოკუმენტებს წარმოადგენენ, კერძოდ:  

- სამუშაოს ნებართვა; 

- უცხოელზე სამუშაოს შესრულების მინდობილობის შესახებ განაცხადები; 

- შრომითი ან სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულებები; 

- უცხოელის მიერ კომერციული საქმიანობის განხორციელების შესახებ სამეწარმეო საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მოწმობა.  

კონტროლს ექვემდებარება აგრეთვე უცხოელის მიერ შესრულებული სამუშაოს ხასიათი, თუ შეესაბამება სამუშაოს შესრულების პირობები სამუშაოს შესრულების ნებართვა/განაცხადში მოცემულ პირობებს.  

დოკუმენტების არ არსებობის ან მათში შეუსაბამობის შემთხვევაში, შრომის ინსპექტორს, რომელიც დაადგენს დასაქმების შესახებ კანონმდებლობის დარღვევას, შეუძლია მიმართოს სასამართლოს პასუხისმგებელი პირების მიმართ სასჯელის გამოტანის მოთხოვნით. გარდა ამისა, შრომის ინსპექტორს შეუძლია შეატყობინოს სათანადო ორგანოებს კანონმდებლობის, განსაკუთრებით უცხოელთა მიმართ მოქმედი ნორმატიული აქტების დარღვევის შესახებ პოლიციას ან სასაზღვრო სამსახურს.    

შეაფასეთ

დაამატეთ გამოხმაურება
What is the sum of 9 and 1?