+48 22 490 20 44 დახმარება პოლონეთში მცხოვრები უცხოელებისთვის

სწავლა პოლონეთში

​სწავლა პოლონეთში - საფეხურები 

უმაღლესი განათლება შეგიძლიათ მიიღოთ სახელმწიფო და კერძო სასწავლებლებში, მათ შორის უნივერსიტეტში, პოლიტექნიკურ სასწავლებელში, აკადემიაში ან კოლეჯში. როგორც წესი, სახელმწიფო სასწავლებლები ბიუჯეტიდან ფინანსდება და დასწრებულზე სწავლა უფასოა. კერძო სასწავლებლები ფასიანია. 

სასწავლებლების ჩამონათვალს და მათ საკონტაქტო ინფორმაციას ნახავთ აქ https://studia.pl/  

სწავლა შეიძლება მიმდინარეობდეს ორ რეჟიმში - პირველი. ე.წ დასწრებული ანუ დღის(studia stacjonarne/dzienne) და დაუსწრებელი(niestacjonarne/zaoczne).  დასწრებულია როცა ლექციები ტარდება ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა. დაუსწრებელია, როცა ლექციები იმართება პარასკევს, შაბათს და კვირას, რამოდენიმეჯერ სემესტრში. ტერმინი “საღამოს სწავლა”(studia wieczorowe) ეხება დაუსწრებელი სწავლის ტიპს, როცა ლექციები ტარდება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, შუადღიდან საღამოს საათებამდე მონაკვეთში. დაუსწრებელი და საღამოს სწავლა ფასიანია როგორც სახელმწიფო ისე კერძო უნივერსიტეტებში.  

სასწავლო წელი 1ოქტომბერს იწყება და დაახლოებით ივნისის შუა რიცხვებში მთავრდება. იყოფა ორ ნაწილად - ზამთრის და ზაფხულის  სემესტრად. ერთი სემესტრი დაახლოებით 4-5 თვე გრძელდება. ყოველი სემესტრის ბოლოს არის საგამოცდო სესია, სადაც სტუდენტებმა ან გამოცდა უნდა ჩააბარონ ან ჩათვლა მიიღონ. სწავლის გაგრძელების პირობაა სემესტრის ჩათვლა, ანუ სტუდენტმა დადებითი შეფასება უნდა მიიღოს ყველა იმ საგანში, რომელსაც მოცემულ სემესტრში გადიოდა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, სტუდენტმა უნდა მიიღოს სწავლის მანძილზე ყველა საგნის გამოცდის ჩაბარების/ჩათვლის დამდასტურებელი მოწმობა, წარადგინოს სადიპლომო ნამუშევარი (იქნება ეს საბაკალავრო, სამაგისტრო თუ საინჟინრო) და გამოცდის ჩაბარების შემდეგ უნივერსიტეტი მას ანიჭებს წოდებას - ბაკალავრის, ინჟინერის ან მაგისტრის.  

სასწავლო პროცესის ორგანიზაცია და კურსი, ასევე ამასთან დაკავშირებული,  სტუდენტის უფლებები და მოვალეობები მითითებულია სასწავლო დებულებაში. თითოეული უნივერსიტეტის სასწავლო დებულება ერთ – ერთი ძირითადი დოკუმენტია, რომელსაც სტუდენტი უნდა გაეცნოს.დებულება შეიცავს სასწავლო პროცესის სწორად მიმდინარეობის და სასწავლო პროცესის ორგანიზების ზოგად წესებს. დებულება ხელმისაწვდომია უნივერსიტეტების ვებ – გვერდებზე. ასევე შეგიძლიათ  პირდაპირ შერჩეულ უნივერსიტეტს დაუკავშირდეთ და გაეცნოთ.  

იურიდიულ მრჩეველთა პალატის მიერ შედგენილი “სახელმძღვანელო პოლონეთში სწავლის გაგრძელების მსურველ უცხოელთათვის”, ხელმისაწვდომია აქ  

 

 სწავლის ეტაპები, პროფესიული წოდებები და აკადემიური ხარისხები პოლონეთში 

პოლონეთში სწავლების რამდენიმე ეტაპია, ერთმანეთისგან განსხვავდება სტუდენტის მიღების კრიტერიუმებით, სწავლის ხანგრძლივობით და პროფესიული წოდებით, რომელსაც სტუდენტი მიიღებს სწავლის დასრულების შემდეგ.  

  • - ​პირველი საფეხური  – ეს არის სასწავლებლები, რომელიც სტუდენტს ამზადებს რაიმე კონკრეტულ სფეროში მუშაობის დასაწყებად. ამ საფეხურს გავლის შემდეგ სტუდენტს ეძლევა ბაკალავრის ან ინჟინრის წოდება. სწავლის ხანგრძლივობაა 6-დან 7 სემესტრამდე. სწავლის დასაწყებად საჭიროა წარადგინოთ საშუალო სკოლის დასრულების  (პოლონეთში ან მის ფარგლებს გარეთ) დამადასტურებელი სერტიფიკატი. 
  • - ​მეორე საფეხური – ეს არის პროფესიული სწავლება, რომლის დასრულების შემდეგაც მიიღებთ მაგისტრის, მაგისტრ-ინჟინერის, ან ამ წოდებებთან გათანაბრებულ სხვა წოდებას (მაგალითად ექიმი, ექიმ-სტომატოლოგის, ექიმ-ვეტერინარის). მეორე საფეხურზე სწავლა გრძელდება 3-4 სემესტრი. ამ საფეხურზე სწავლის დასაწყებად თქვენ დაგჭირდებათ პირველი საფეხურის გავლა (პოლონეთში ან მის ფარგლებს გარეთ) 
  • ​- ერთიანი სამაგისტრო პროგრამა – ეს არის სწავლება, რომელიც მთავრდება მაგისტრის, ინჟინრის ან სხვა მათთან გათანაბრებული წოდების მიღებით. სწავლა გრძელდება 9-დან 12 სემესტრამდე, სწავლის დასაწყებად აუცილებელია საშუალო სკოლის დამთავრების  (პოლონეთში ან მის საზღვრებს გარეთ) დამადასტურებელი ატესტატის წარდგენა. ერთიანი სამაგისტრო პროგრამა სავალდებულოა ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა მაგალითად ფარმაცია, სამართალი, ფსიქოლოგია, მედიცინა. 

პროფესიული წოდების მოპოვების შემდეგ სწავლის გაგრძელება შეიძლება: 

  • - ​მესამე საფეხურზე - დოქტორანტურა, საშუალებას გაძლევთ მოწინავე ცოდნა მიიღოთ ერთ რომელიმე სფეროში თუ სასწავლო დისციპლინაში. სწავლის ამ საფეხურზე, სტუდენტი ემზადება დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად, რომელსაც სადოქტორო ნამუშევრის დაცვის შემდეგ მიიღებს. დოქტორანტურაზე სწავლის გასაგრძელებლად აუცილებელია დამთავრებული გქონდეს მაგისტრატურა პოლონეთში ან მის საზღვრებს გარეთ.  
  • - ​ასპირანტურა - მისი მიზანია ერთ რომელიმე სფეროში ან სასწავლო დისციპლინაში ცოდნის გაღრმავება. მისი ხანგრძლივობა 2-დან 4 სემესტრამდეა. დასრულების შემდეგ სტუდენტი იღებს კურსის გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს, (რომელიც დიპლომი არ არის), არ იღებს არანაირ პროფესიულ წოდებას.  

უცხოელებს - იმ პირობით, რომ ისინი აკმაყოფილებენ სასწავლებელში მიღებას და სასწავლო პროცესის გავლის  მოთხოვნებს - შეუძლიათ ისწავლონ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ საფეხურზე.  

უცხოელების უნივერსიტეტში მიღების ზოგადი წესები  

სახელმწიფო უნივერსიტეტებში, პოლონეთის მოქალაქეებისთვის დასწრებულზე სწავლა უფასოა. პარალელურად მეორე მიმართულებით სწავლა, 2013 წლიდან ფასიანი გახდა. დაუსწრებელი და ე.წ. საღამოს სწავლა, სახელმწიფო უნივერსიტეტებში ფასიანია. გადასახადს ადგენს უნივერსიტეტი.  

დასწრებული, დაუსწრებელი და საღამოს სწავლა კერძო უნივერსიტეტში ფასიანია. 

როგორც წესი, ყველა უცხოელს შეუძლია პოლონეთის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელება. თუმცა სახელმწიფო სასწავლებლებში მათი მიღების და სწავლების წესები განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რა სამართლებრივი სტატუსი აქვს უცხოელს. უცხოელების ზოგიერთ კატეგორიას, შეუძლია პოლონეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პოლონურად ისწავლოს იმავე წესების საფუძველზე, რაც პოლონეთის მოქალაქეებს, შესაბამისად უფასოდ. ამ კატეგორიას განეკუთვნებიან უცხოელები რომლებსაც: 

  • - ​მიიღეს პასუხი პოლონური წარმომავლობის დადასტურებასთან დაკავშირებით 
  • - ​აქვთ პოლონეთის მიერ გაცემული დევნილის სტატუსი; 
  • - ​დროებითი დაცვით სარგებლობენ პოლონეთში; 
  • ​- მინიჭებული აქვთ სუბსიდიური დაცვა პოლონეთში; 
  • - ​აქვთ პოლონურის, როგორც უცხო ენის C1 დონეზე ფლობის სერტიფიკატი, რომელიც გაცემულია პოლონურის, როგორც უცხო ენის ცოდნის ფლობის შემმოწმებელი სახელმწიფო კომისიის მიერ; 
  • - ​აქვთ პოლონეთში გაცემული  ევროკავშირის გრძელვადიანი  ბინადრობის ნებართვა, რა არის ევროკავშირის გრძელვადიანი  ბინადრობის ნებართვა 
  • - ​რომლებიც არის პოლონეთის მოქალაქის მეუღლე, პოლონეთის ტერიტორიაზე მცხოვრები პოლონეთის მოქალაქის მშობელი, წინაპარი(ბებია-ბაბუა და ა.შ) ან შთამომავალი.  
  • - ​არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ან ევროპის თავისუფალი სავაჭრო ასოციაციის წევრი ქვეყნების მოქალაქეები და მათი, პოლონეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მათი ოჯახის წევრები 
  • - ​მიენიჭათ დროებითი ბინადრობის ნებართვა სამეცნიერო კვლევის ჩატარების ან მეცნიერის გრძელვადიანი მობილობის მიზნით. იმყოფებიან პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე,  მეცნიერის მოკლევადიანი მობილობის   ან ეროვნული ვიზის ფლობის ფარგლებში, რომელიც გაიცა სამეცნიერო კვლევების ან პროფესიული განვითარების მიზნით.  
  • - ​მიეცა ბინადრობის უფლება ოჯახთან გაერთიანების მიზნით;  

უცხოელები, რომლებსაც აქვთ დროებითი ბინადრობის უფლება ე.წ. სხვა გარემოებებიდან გამომდინარე. ესენი არიან პირები, რომლებსაც ევროკავშირის წევრ სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული ევროკავშირის გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვა აქვთ და სურთ პოლონეთში მუშაობა, სწავლა, ან პოლონეთში მათი ყოფნის აუცილებლობის დამადასტურებელი სხვა გარემოებებია.  ასევე, მათთან ერთად მყოფ, მათი ოჯახის წევრებსაც შეუძლიათ ისწავლონ პოლონეთში უფასოდ. დანარჩენ შემთხვევაში უცხოელებისთვის სწავლა ფასიანია, მაგრამ მათ აქვთ საშუალება მოიპოვონ სტიპენდია, რომელიც სწავლის გადასახადისგან ათავისუფლებს. (მეტ ინფორმაციას სტიპენდიების შესახებ ნახავთ ქვემოთ)  

უცხოელის მიერ, დასაბუთებული თხოვნის შემთხვევაში რექტორს შეუძლია შეუმციროს ან სრულიად გაათავისუფლოს იგი გადასახადისგან.  

პოლონეთში სწავლის საფასურთან დაკავშირებით ინფორმაციას ნახავთ აქ.  

 

 სტიპენდია უცხოელებისთვის 

ბიუჯეტიდან მატერიალური დახმარების - სოციალური სტიპენდიის და სტუდენტური კრედიტის მიღება შეუძლიათ უცხოელ სტუდენტებს, რომლებსაც: 

  1. აქვთ მუდმივი ბინადრობის ნებართვა, ან ევროკავშირის გრძელვადიანი რეზიდენტები არიან 
  2. აქვთ დროებითი ბინადრობის ნებართვა ოჯახთან შეერთების მიზნით  
  3. უცხოელები და მათი ოჯახის წევრები, რომლებსაც აქვთ  ბინადრობის დროებითი ნებართვა ე.წ. სხვა გარემოებებიდან გამომდინარე. ესენი არიან პირები, რომლებიც ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნის მიერ გაცემული, ევროკავშირის გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვის მფლობელები არიან, რომლებსაც სურთ პოლონეთში მუშაობა, სწავლა ან პოლონეთში მათი ყოფნის აუცილებლობის სხვა გარემოებებია.  
  4. აქვთ პოლონეთის მიერ მინიჭებული ლტოლვილის სტატუსი ან აქვთ დროებითი ან სუბსიდიური დაცვა პოლონეთის ტერიტორიაზე, 
  5. აქვთ პოლონურის, როგორც უცხო ენის C1 დონეზე ფლობის სერტიფიკატი. 
  6. აქვთ პოლონელის ბარათი, ან პოლონური წარმომავლობის დადგენასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება 
  7. რომლებიც არიან პოლონეთის მოქალაქის მეუღლეები, პოლონეთის ტერიტორიაზე მცხოვრები პოლონეთის მოქალაქის მშობლები, წინაპრები(ბებია-ბაბუა და ა.შ.) ან შთამომავალები 

თუმცა, ყველა უცხოელ სტუდენტს, რომლებმაც სწავლა დაიწყეს 2019-2020 წლებში, უფლება აქვთ მოითხოვონ ფინანსური დახმარების სხვა სარგებელი, ანუ: 

  1. რექტორის სტიპენდია 
  2. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სტიპენდია 
  3. ფინანსური დახმარება იმ პირებისთვის, რომელებიც მძიმე მდგომარეობაში არიან სხვადასხვა მიზეზის გამო.  
  4. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიერ გამოყოფილი სტიპენდია 
  5. სტიპენდია აკადემიური ან სპორტული მიღწევებისთვის, რომელიც დაფინანსებულია ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ, გარდა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის იურიდიული პირისა. 
  6. მინისტრის სტიპენდია 

პოლონეთის სახელმწიფო სტიპენდიები 

პოლონეთის მთავრობა, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, სტუდენტებს და სტაჟიორებს  სტიპენდიებს სთავაზობს. პოლონეთის მთავრობის სტიპენდიანტები გათავისუფლებულები არიან სწავლის გადასახადისგან. ყოველ წელს, საერთაშორისო ხელშეკრულებით ხდება ადგილების ლიმიტის განსაზღვრა.  მათ, ვისაც სასწავლო სტიპენდიის მოპოვება სურთ, უნდა დაუკავშირდნენ საზღვარგარეთ პოლონეთის საკონსულო-დიპლომატიურ განყოფილებებს.  

სტიპენდია უშუალოდ სტიპენდიანტებს ერიცხებათ მიმღები უნივერსიტეტის შუამავლობით.  

სხვა ქვეყნის მთავრობის სტიპენდიანტები (გამომგზავნი მხარის) 

ეს სტიპენდიები ენიჭებათ უცხოელებს, რომელებიც სწავლას იწყებენ, მისი ქვეყნის სამინისტროს,  ან სხვა, საზღვარგარეთ გაცვლითი პროგრამებზე პასუხისმგებელი უწყების საერთაშორისო მოლაპარაკებების საფუძველზე. სხვა ქვეყნის სტიპენდიანტებისთვის სწავლა უფასოა.  

გადასახადისა და სტიპენდიის გარეშე 

საერთაშორისო ხელშეკრულებებით ან პოლონეთის მთავრობის მიერ შემოთავაზებული დახმარების პროგრამის ფარგლებში, უცხოელებს შეუძლიათ განაცხადი შეიტანონ სწავლის იმ ფორმაზე, როცა უცხოელი არ იხდის სწავლის გადასახადს, მაგრამ არ აქვს სტიპენდია და თვითონ ფარავს პოლონეთში ცხოვრების ხარჯებს. ამისთვის უცხოელმა უნდა მიმართოს პოლონეთის საკონსულო-დიპლომატიურ დაწესებულებებს.  

პოლონეთის  უნივერსიტეტებს აქვთ უფლება დაადგინონ უცხოელებისთვის სტიპენდიის მინიჭების  და მათი სწავლის გადასახადისგან გათავისუფლების ინდივიდუალური წესები. 

 

 როგორ ხდება უნივერსიტეტში მიღება? 

პოლონეთის ცალკეული უნივერსიტეტები თავად ადგენენ სტუდენტების მიღების წესებს და პირობებს.  

უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვა შეიძლება მოხდეს მოცემული ფაკულტეტის  მიერ მოთხოვნილ საგნებში, საატესტატო გამოცდაზე მიღებული ქულების ჯამით (რა არის საატესტატო გამოცდა?) მათ, ვისაც პოლონური საატესტატო გამოცდის ექვივალენტი გამოცდა საზღვარგარეთ აქვთ ჩაბარებული, შეიძლება მოეთხოვოთ მისაღები გამოცდების ჩაბარება, იმ შემთხვევაში თუ მათ საატესტატო გამოცდაზე, მოცემულ საგნებში მიღებული ქულების ჯამი განსხვავდება პოლონურისგან და მათი კონვერტირება შეუძლებელია. ზოგიერთ უნივერსიტეტში მიღება ხდება მხოლოდ მისაღები გამოცდების საფუძველზე, ზოგჯერ, მისაღების გამოცდის გარდა, საატესტატო სერტიფიკატიც საჭიროა. უნივერსიტეტში მიღების წესებთან დაკავშირებით სრული ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ თქვენ მიერ შერჩეული სასწავლებლის ვებ-გვერდს.  

უნივერსიტეტში მიღება ხდება შესაბამისი შემმოწმებელი კომისიის მიერ, რომელსაც ან სასწავლებლის ხელმძღვანელი ირჩევს, ან წესდებაში მითითებული სხვა ორგანო. შემმოწმებელი კომისია იღებს გადაწყვეტილებას სასწავლებელში ჩარიცხვასთან დაკავშირებით. შერჩევის დროს მოქმედებს არადისკრიმინაციულობის წესი,  უნდა იმას ნიშნავს, რომ შერჩევის პროცესი უნდა ეფუძნებოდეს ობიექტურ ცოდნას და/ან კანდიდატის უნარებს, და უნივერსიტეტში ჩარიცხვის შანსი უნდა ჰქონდეს ყველას - განურჩევლად ასაკისა, სქესისა თუ წარმომავლობისა.  

 

ენის ცოდნა და უნივერსიტეტში ჩარიცხვა 

პოლონურ ენაზე სწავლა შეუძლიათ იმ უცხოელებს, რომელთა პოლონური ენის ცოდნა, ამ ენაზე სწავლის გაგრძელებისთვის საჭირო დონეზე, დამოწმებულია: 

  • ​- ენის შესაბამისი კურსის დასრულების სერტიფიკატით(მაგალითად , პოლონურ ენაზე სწავლისთვის  მოსამზადებელი ერთწლიანი კურსი, მეცნიერებისა და განათლების მინისტრის მიერ დანიშნულ ერთეულებში; ასეთი კურსის ხანგრძლივობა ითვლება სწავლის იმ პერიოდში, რა პერიოდითაც  უცხოელი იქნა მიღებული და კურსის გავლისას,  მას იგივე უფლებამოსილება აქვს, რაც უმაღლესი განათლების მიმღებ პირს.  
  • - ​პოლონური ენის სერტიფიკატით, რომელიც გაცემული პოლონურის, როგორც უცხო ენის ცოდნის შემმოწმებელი სახელმწიფო კომისიის მიერ. 
  • - ​მიმღები უნივერსიტეტის მიერ 

უცხოელებს, ასევე აქვთ შესაძლებლობა უცხო ენაზე ისწავლონ (გამონაკლისს წარმოადგენს სამედიცინო უნივერსიტეტის დოქტორანტურა, კლინიკური დისციპლინის დარგში) თუ აქვთ უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი. (მაგალითად საშუალო სკოლის დამთავრების სერტიფიკატი, სადაც გაკვეთილები ტარდებოდა შესაბამის ენაზე). 

 

 რა არის ECTS კრედიტები 

ECTS კრედიტები (კრედიტების გადაცემისა და დაგროვების ევროპული სისტემა) ეს არის საზომი დატვირთვისა, რომელიც აუცილებელია რათა სწავლის განსაზღვრული  შედეგები მიიღოს სტუდენტმა. ყველა საგანს, რომელსაც სტუდენტი სწავლის პერიოდში გადის, თავიდანვე მინიჭებული აქვს ECTS კრედიტი.  

იმისთვის, რომ მოიპოვოთ დიპლომი 

  • - ​პირველი საფეხურის შემთხვევაში საჭიროა მინიმუმ 180 ECTS კრედიტი; 
  • - ​მეორე საფეხურის შემთხვევაში მინიმუმ 90 ECTS კრედიტი; 
  • - ​5 წლიანი  საერთო სამაგისტრო სისტემის შემთხვევაში მინიმუმ 300 ECTS კრედიტი, ხოლო 6 წლიანის შემთხვევაში - 360 ECTS კრედიტი. 

იმ საგნების გავლის გარდა, რომელიც ზემოთ აღნიშნული კრედიტების მოსაპოვებლად არის საჭირო, საჯარო სასწავლებელში სტუდენტს უფლება აქვს  იაროს იმ საგნებზე, რომელიც მის სასწავლო პროგრამაში გათვალისწინებული არ არის, და რომელშიც შეუძლია მოიპოვოს მაქსიმუმ 30 ECTS კრედიტი, ხოლო სტუდენტი რომელსაც მრავალფაკულტეტიანი ინდივიდუალური სწავლება აქვს  - არაუმეტეს 90 ECTS პუნქტისა. 

მეტ ინფორმაციას კრედიტებთან დაკავშირებით მიიღებთ აქ: 

https://studia.pl/punkty-ects-dla-opornych-poradnik/  

 როგორ დააკანონოთ თქვენი ყოფნა პოლონეთში სწავლის საფუძველზე 


სწავლის საფუძველზე ბინადრობის მოწმობის მიღების პროცედურის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ
აქ tutaj 


ვიზის მიღების პროცედურის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ tutaj
 

თუ უცხოელს, პოლონეთში სწავლის დასრულების და ვიზის ან ბინადრობის ბარათის ვადის გასვლის შემდეგ, სურს გააგრძელოს ცხოვრება პოლონეთში, მან თავისი ყოფნის ლეგალიზაცია უნდა  მოახდინოს.  თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ ბინადრობის ლეგალიზაციისა და და ბინადრობის ბარათის მიღების საშუალებების შესახებ აქ tutaj 

ჯანმრთელობის დაზღვევა სწავლის დროს 

უცხოელ სტუდენტებს აქვთ უფლება ისარგებლონ სამედიცინო მომსახურებით, იმ პირობით, თუ დაზღვევა აქვთ პოლონეთის  ჯანდაცვის ეროვნულ ფონდში (NFZ) მეტ ინფორმაციას პოლონეთის საყოველთაო დაზღვევის შესახებ ნახავთ აქ  

იმ სტუდენტების დაზღვევის საფასურს, რომლებსაც პოლონური წარმომავლობა აქვთ, უნივერსიტეტი ფარავს. სტუდენტი ვალდებულია დაუმტკიცოს უნივერსიტეტს, რომ პოლონური წარმომავლობა აქვს.  

 ვისაც არ აქვთ პოლონური წარმომავლობა, დაზღვევის ფული საკუთარი ბიუჯეტიდან უნდა დაფაროს.  

 

 განთავსება სწავლის დრო 

სტუდენტებს, მათ შორის უცხოელ სტუდენტებს, შეუძლიათ სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში იცხოვრონ. ამისთვის საჭიროა, შესაბამისი განცხადებით მიმართოთ უნივერსიტეტს. ყველა უნივერსიტეტი, რომელსაც აქვს სტუდენტური საერთო საცხოვრებელი, თავად საზღვრავს განაცხადის შეტანის ვადას. უნივერსიტეტის არჩევამდე, საჭიროა შეამოწმოთ აქვს თუ არა სასწავლებელს საერთო საცხოვრებელი, სად მდებარეობს იგი და რამდენს შეადგენს საფასური. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მიმდინარე სასწავლო წელს ცხოვრობდით სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში, წლის მიწურულს ხელახლა უნდა შეიტანოთ განცხადება მომავალ წელს ადგილის მინიჭებისთვის.  

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ბევრი მსურველის და ადგილების  შეზღუდული რაოდენობის გამო, თქვენი თხოვნა შეიძლება არ დაკმაყოფილდეს.  

სტუდენტური საერთო საცხოვრებლები ფასიანია და მის ღირებულებას თავად საერთო საცხოვრებელი განსაზღვრავს. ფასი ქალაქების მიხედვით განსხვავდება,  როგორც წესი, მერყეობს თვიურად 400-800 ზლოტის ფარგლებში. სტუდენტურ საერთო  საცხოვრებელში,  როგორც წესი ორ და სამადგილიანი ოთახებია. ერთადგილიანი ოთახები ყველაზე ძვირია.  

დიპლომის ნოსტრიფიკაცია 

 ნოსტრიფიკაცია სხვ ა ქვეყანაში მოპოვებული დიპლომის აღიარებაა მეორე ქვეყანაში. 

 ნოსტრიფიკაციას ექვემდებარება იმ ქვეყნის მიერ გაცემული დიპლომები, რომელთანაც პოლონეთს არ აქვს ორმხრივი ხელშეკრულება, საზღვარგარეთ მიღებული განათლების პოლონეთში მიღებული განათლების ექვივალენტად აღიარების შესახებ. 

ნოსტრიფიკაციის პროცედურა 

ნოსტრიფიკაციას ახორციელებენ ის სასწავლებლები, რომლებსაც მოცემულ დარგში დოქტორის წოდების გაცემის უფლება აქვთ. 2021 წლიდან ამ პროცედურის გაკეთებას შეძლებენ ის სასწავლებლები, რომელებსაც A+, A  ან B+ კატეგორია აქვთ მინიჭებული იმ დისციპლინაში, რომელსაც განცხადება ეხება. უნივერსიტეტების და მათი კატეგორიის ჩამონათვალი  შეგიძლიათ ნახოთ  აქ:  

http://www.bip.nauka.gov.pl/g2/oryginal/2018_10/0a5e15c139f6206c8e4925411d7cf751.pdf
ნოსტრიფიკაციისთვის საჭიროა  განცხადების შეტანა ფაკულტეტის საბჭოში ან სამეცნიერო საბჭოში. განცხადებას თან უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:
 

  • - ​ორიგინალი და ქსეროასლი იმ საზღვარგარეთ მოპოვებული დიპლომისა, რომლის აღიარებაც სურს უცხოელს; 
  • - ​სკოლის ატესტატი ან სკოლის დამამთავრებელი საგამოცდო მოწმობის ასლი, რომლის საფუძველზეც პირი მიღებულ იქნა იმ სასწავლებელში სადაც დიპლომი აიღო.  

დოკუმენტები, რომელებიც საშუალებას იძლევა შეფასდეს სწავლის მიმდინარეობა, მიღწეული შედეგები და სწავლის ხანგრძლივობა. შესაძლოა, ნოსტრიფიკაციის გამცემმა სასწავლებელმა, დოკუმენტების გადათარგმნა გთხოვოთ.  

ნოსტრიფიკაციის გამცემი უნივერსიტეტი ადარებს სასწავლო პროგრამას, სწავლის შედეგებს, პროფესიულ კვალიფიკაციას, პროფესიულ პრაქტიკებს და სწავლის ხანგრძლივობას, მათი   უნივერსიტეტის მსგავს ფაკულტეტის სასწავლო პროგრამას, სწავლის შედეგებს, პროფესიულ კვალიფიკაციას და სწავლების ხანგრძლივობას. იმ შემთხვევაში, თუ უნივერსიტეტი დაასკვნის, რომ ეს მონაცემები განსხვავდება, განცხადების შემომტანს, შეიძლება დაევალოს, რომელიმე გამოცდის ჩაბარება, ან პროფესიული პრაქტიკის გავლა, რომელთა  პირობებს და ვადებს უნივერსიტეტი განსაზღვრავს. 


ნოსტრიფიკაციის პროცესი უნდა დასრულდეს ყველა საჭირო საბუთის წარდგენის დღიდან სამი თვის ვადაში, ან საჭირო დამატებითი საქმიანობის დამთავრების და გამოცდების ჩაბარებიდან ერთ თვის ვადაში.  

თუ ნოსტრიფიკაციის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, განცხადების შემომტანს, მისი უნივერსიტეტის რექტორთან გასაჩივრება შეუძლია. საჩივრის წარდგენია ბოლო  ვადა არ არის მკაცრად განსაზღვრული. .  

თუ უნივერსიტეტი დიპლომს აღიარებს, განცხადების შემტანი მიიღებს ცნობას იმის შესახებ, რომ მის მიერ საზღვარგარეთ მოპოვებული დიპლომი, პოლონური დიპლომის ექვივალენტია. ეს განცხადება, საჭიროა ყოველთვის საზღვარგარეთ მიღებულ დიპლომთან ერთად წარადგინოთ.  

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დიპლომის ნოსტრიფიკაცია პრაქტიკაში შეიძლება პრობლემური, რთული და ძვირადღირებული იყოს. მაგალითად, უნივერსიტეტმა შეიძლება მოგთხოვოთ სამაგისტრო ან სადოქტორო ნამუშევრის გადათარგმნა პოლონურ ენაზე. დიპლომის აღიარების პროცესი, პრაქტიკაში შეიძლება ერთ წელზე დიდხანს გაგრძელდეს. ასევე პრობლემური შეიძლება აღმოჩნდეს მოთხოვნილი სტაჟირების გავლა, მაგალითად საექთნო სტაჟირება არ ფინანსდება და ერთი წელი გრძელდება.  

უფრო მეტიც, საზღვარგარეთ მიღებული ზოგიერთი პროფესიული წოდების აღიარება შეუძლებელია - ზოგიერთი ერთწლიანი სამაგისტრო კურსის დიპლომის აღიარება არ ხდება მისი ხანგრძლივობის სიმოკლიდან გამომდინარე.

საფასური 

საფასურის მაქსიმალური ოდენობაა პროფესორის ხელფასის 50%. უნივერსიტეტი თავად ადგენს საფასურისგან განთავისუფლების პირობებს და პროცედურას 

 

აქ https://nawa.gov.pl/uznawalnosc/wydawanie-informacji-o-zagranicznych-dyplomach ნახავ ინფორმაციას უცხოური დიპლომის აღიარების შესაძლებლობებზე.  

პოლონური დიპლომების აღიარება საზღვარგარეთ 

პოლონური დიპლომები უცხოეთში აღიარებულია ან საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე, ან - თუ პოლონეთს არ აქვს დადებული ასეთი ხელშეკრულება მოცემულ ქვეყანასთან - ამ ქვეყანაში მოქმედი რეგულაციების საფუძველზე. 


მეტი ინფორმაცია აქ tutaj 

გარდა თავად დიპლომის აღიარების შესაძლებლობისა, ასევე შესაძლებელია უცხოეთში კონკრეტული პროფესიის კვალიფიკაციის აღიარება. თუმცა, ეს შესაძლებლობა შემოიფარგლება ევროკავშირის, ევროპის ეკონომიკური ზონის წევრ ქვეყნების და შვეიცარიის კონფედერაციით და ასევე პროფესიებით რომლებიც ამ ქვეყნებში მიჩნეულია როგორც ე.წ. რეგულირებული პროფესიები. მეტი ინფორმაცია ამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ: 

www.gov.pl/web/nauka/uznawanie-kwalifikacji-zawodowych-1. 

 

 სტუდენტებისთვის მუშაობის უფლება  

გასათვალისწინებელია, რომ უცხოელ სტუდენტებს არ სჭირდებათ მუშაობის ნებართვა, თუ:: 

  • - პოლონეთში არიან ან ჩამოდიან დასწრებული უმაღლესი განათლების ან დასწრებული სადოქტორო სწავლების მისაღებად ან გასაგრძელებლად, ხოლო პოლონეთში მათი ყოფნის საფუძველი არის ბინადრობის მოწმობა, რომელიც გაცემულია სწავლის დაწყების ან გაგრძელების მიზნით. უცხოელები ასევე თავისუფლდებიან ასეთი ნებართვისგან, თუ მათ დაიწყეს სწავლა ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, რომლის გაგრძელებას ან შევსებას აპირებენ პოლონეთში;  
  • - არიან დასწრებითი სწავლების სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ პოლონეთში ვიზის საფუძველზე 
  • - ​არიან სტუდენტები, რომლებიც მუშაობენ პროფესიული სტაჟირების ფარგლებში, სადაც მათ ამისამართებენ ორგანიზაციები, რომლებიც არიან საერთაშორისო სტუდენტური ასოციაციების წევრები (მაგალითად, სამედიცინო სტუდენტთა საერთაშორისო ასოციაცია აგზავნის უცხოელ სტუდენტებს პოლონეთში პროფესიულ სტაჟირებაზე); 
  • - ​არიან სტუდენტები, რომლებიც ასრულებენ სამუშაოს დასაქმების საჯარო სამსახურების და მათი უცხოელი პარტნიორების თანამშრომლობის ფარგლებში, თუ უცხოელისთვის სამუშაოს მინდობის აუცილებლობა დადასტურებულია დასაქმების კომპეტენტური ორგანოს მიერ; 
  • - ​არიან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები, რომლებიც გადამისამართებულები არიან სტაჟირების გასავლელად კალენდარული წლის განმავლობაში არა უმეტეს ექვსი თვის განმავლობაში (უცხოური უნივერსიტეტის ან პროფესიული სასწავლებლისა და დამსაქმებლის შეთანხმების ფარგლებში თუ დამსაქმებელი რეგისტრირებულია პოვიატის შრომის ოფისში, რომელიც შეესაბამება მის საცხოვრებელ ადგილს ან დამსაქმებლის რეგისტრირებულ ოფისს) 
  • - ​არიან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები ან პროფესიული სკოლების სტუდენტები ევროკავშირის ან EFTA-ს წევრ ქვეყნებში, რომლებიც ასრულებენ სამუშაოს, როგორც პროფესიული პრაქტიკის ნაწილი, რომელიც გათვალისწინებულია სასწავლო რეგლამენტით ან სასწავლო პროგრამით, იმ პირობით, რომ ისინი ამ პრაქტიკაზე მიმართვას იღებენ უნივერსიტეტიდან ან პროფესიული სასწავლებლიდან 

 

სწავლის საფასური  


პოლონეთში, პოლონეთის მოქალაქეებისთვის საჯარო უნივერსიტეტებში დასწრებითი სწავლა უფასოა. უცხოელები, რომლებიც სწავლობენ  პოლონეთის მოქალაქეებისთვის არსებული წესების შესაბამისად, ასევე გათავისუფლებულები არიან გადასახადისგან.
 

უცხოელი სტუდენტების სხვა ჯგუფებისთვის პოლონეთში სწავლა ფასიანია. 

ყველა სტუდენტი, რომელიც სწავლობს კერძო უნივერსიტეტში, სწავლობს საფასურის გადახდის საფუძველზე. 

შეაფასეთ

Please add 1 and 5.