+48 22 490 20 44 დახმარება პოლონეთში მცხოვრები უცხოელებისთვის

დისკრიმინაცია

დისკრიმინაცია არის ადამიანთა გარკვეული ჯგუფის ან ერთი ადამიანის მიმართ არათანაბარი მოპყრობა წარმოშობის, ეროვნების, რასის, რელიგიის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ასაკის, შეზღუდული შესაძლებლობების, მსოფლმხედველობის თუ  პოლიტიკური შეხედულებების საფუძველზე, ან რაიმე სხვა  კრიტერიუმის გამო. იგი ემყარება სუბიექტურ ნეგატიურ დამოკიდებულებას/ზიზღს კონკრეტული ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის მიმართ დისკრიმინაციული კრიტერიუმის საფუძველზე - პიროვნების ან ადამიანთა ჯგუფის მიკუთვნების გამო ისეთ მახასიათებლებზე როგორიცაა მაგალითად სქესი, აღმსარებლობა, ეროვნება და ა.შ. 

პოლონეთის კანონმდებლობით, ყველა სახის დისკრიმინაცია აკრძალულია. პოლონეთის კონსტიტუციის თანახმად, კანონის წინაშე ყველა თანასწორია და არავინ შეიძლება იქნეს დისკრიმინებული პოლიტიკურ, სოციალურ თუ ეკონომიკურ ცხოვრებაში რაიმე მიზეზით.  

 

 დისკრიმინაცია სამუშაო ადგილზე 

პოლონეთში, სამუშაო ადგილზე დისკრიმინაცია აკრძალულია როგორც დასაქმების, ასევე შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის, შრომითი პირობების (მაგ. ხელფასის), დაწინაურების და პროფესიული სწავლების ხელმისაწვდომობის და კვალიფიკაციის ამაღლების თვალსაზრისით.  დამსაქმებლებს არ შეუძლიათ ცუდად მოექცნენ დასაქმებულებს  სქესის, ასაკის, შეზღუდული შესაძლებლობების, რასის, რელიგიის, ეროვნების, პოლიტიკური მრწამსის, სექსუალური ორიენტაციის გამო და ასევე დასაქმების ფორმიდან გამომდინარე - უვადო ან ვადიანი  ხელშეკრულების საფუძველზე, ან სრულ ან ნაწილობრივ განაკვეთზე დასაქმების გამო. შრომის კოდექსში არის მთლიანი ჩამონათვალი იმ მიზეზებისა, რომელთა გამოც სამუშაო ადგილზე  დისკრიმინაცია აკრძალულია, დოკუმენტი ყველასთვის ხელმისაწვდომია.  

სქესობრივი ნიშნით დისკრიმინაცია მოიცავს სექსუალური ხასიათის ქცევას ან თანამშრომლის სქესთან დაკავშირებულ ქცევას, რაც ხელყოფს მის ღირსებას, იწვევს დამცირებას ან დამცირების გრძნობას. ეს არასასურველი ქცევაა, რომელსაც მსხვერპლი არ ეთანხმება და გამოთქვამს წინააღმდეგობას.  ეს შეიძლება იყოს, მაგალითად შეხება ან მისი მისამართით გაკეთებული დამამცირებელი კომენტარები. 

დისკრიმინაცია შეიძლება ირიბადაც იყოს განცდილი. ეს ხდება მაშინ, როცა ერთი შეხედვით ნეიტრალური გადაწყვეტილების, კრიტერიუმის ან განხორციელებული ქმედების შედეგად, დასაქმებულთა გარკვეულ ჯგუფთან დამოკიდებულებაში, არსებობს განსხვავება წარმოშობის, ეროვნების, რასის, რელიგიის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ასაკის, შეზღუდული შესაძლებლობების, მსოფლმხედველობის ან პოლიტიკური შეხედულებების გამო. ამის მაგალითია დაწინაურების ისეთი წესების დადგენა, რომელთა შესრულება, თავიდანვე ცხადია, რომ  შეუძლებელია. 

თანამშრომლებს ასევე აქვთ უფლება ჰქონდეთ თანაბარი ანაზღაურება ერთი და იგივე საქმის შესრულებისთვის, ან ისეთი სამუშაოს შესრულებისთვის, რომელსაც თანაბარი ღირებულება აქვს.  

ყურადღება: პოლონეთში ლეგალურად მომუშავე მიგრანტებს, სამუშაო ადგილზე იგივე უფლებები აქვთ, რაც პოლონელ თანამშრომლებს. შესაბამისად, მათ აქვთ შვებულების, განსაზღვრულ საათებში მუშაობის უფლება (როგორც წესი ესაა 8 საათი დღეში, 40 საათი კვირაში), ხოლო დამსაქმებლისგან უსაფრთხო სამუშაო პირობების მიღების გარანტია, სადაც ჰიგიენური და უსაფრთხოების ნორმები იქნება დაცული. (მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს) 

თანამშრომლებს, რომლებმაც გამოსცადეს დისკრიმინაცია სამუშაო ადგილზე, უფლება აქვთ მიიღონ ფინანსური კომპენსაცია, არანაკლებ პოლონეთში დადგენილი მინიმალური ხელფასის ოდენობისა, რომელიც გამოითვლება  ცალკეული დადგენილებების შესაბამისად - ამ თემაზე დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ 

დისკრიმინაცია ასევე შეიძლება გამოჩნდეს ისეთ ქცევებში, როგორიცაა მუქარა, შეურაცხყოფა, ცემა. ეს დანაშაულია და მათ, ვინც გამოსცადა უნდა შეატყობინონ პოლიციას - როგორ უნდა მოვიქცეთ კრიზისულ სიტუაციებში? 

 

მობინგი 

რა არის მობინგი? 

მობინგი არის მოვლენა, რომელსაც სამსახურში შეიძლება ჰქონდეს ადგილი. ეს არის თანამშრომლის გრძელვადიანი და განმეორებითი, თანამშრომლის ცუდი მოპყრობა, შევიწროება, დაშინება, შეურაცხყოფა, დაცინვა.
მობინგის ტიპური მაგალითებია შანტაჟი სამსახურიდან გათავისუფლების მუქარი, დაუსაბუთებელი კრიტიკა, საჯარო დამცირება, სხვა თანამშრომლებთან შედარებით ბევრად მეტი მოვალეობები დაკისრება ან დავალებების საერთოდ არ მიცემა შესასრულებლად, კოლექტივიდან თანამშრომლის იზოლირება, გუნდიდან გარიყვა.
 

მდევნელი - მობერი - შეიძლება იყოს დამსაქმებელიც და თანამშრომელიც. 

ყურადღება: პოლონეთში მობინგი აკრძალულია და დამსაქმებელი ვალდებულია აღკვეთოს იგი. 

 

როგორ მოვიქცეთ მობინგის დროს 

 

მობინგის ხშირი მიზეზი ის არის, რომ მობერები თავს დაუსჯელად გრძნობენ, რადგან მათი მსხვერპლი ჩუმადაა 

როგორ უნდა მოიქცნენ ადამიანები, რომლებიც სამსახურში მობინგის მსხვერპლები არიან: 

 

 

  • - ​ისაუბრონ ამაზე რაც შეიძლება მეტ ადამიანთან 
  • - ​ესაუბრონ მათ სიტუაციაზე სხვა თანამშრომლებს, პროფკავშირებს, ოჯახს, ადვოკატს; 
  • - ​ჩაიწერონ ყველა ინციდენტის ადგილი და დრო; 
  • - ​წერილობით დაუკავშირდნენ მჩაგვრელს (მაგ. ელექტრონული ფოსტით ან  წერილების გაგზავნით); 
  • თუ მობერთან პირისპირ შეხვედრის აუცილებლობაა, ეს შეხვედრა უნდა მოხდეს მოწმის გარემოცვაში; 
  • - ​შეატყობინონ პროფკავშირებს ან ასოციაციებს, რომლებიც ეხმარებიან მობინგის მსხვერპლებს (მათი მისამართები და ტელეფონის ნომრები შეგიძლიათ ნახოთ ჩანართში "სად უნდა ვეძებო დახმარება").
     

სად ვეძებოთ დახმარება. 

პირებს, რომლებმაც გამოსცადეს მობინგი, უფლება აქვთ სასამართლოს მიმართონ კომპენსაციის მიღების მიზნით. თუმცა, მათ უნდა წარადგინონ მობინგის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამიტომაცაა ასეთი მნიშვნელოვანი მათი წინასწარ შეგროვება - მოვლენების შენახვა, დოკუმენტების შეგროვება, სხვა ადამიანების ინფორმირება იმის შესახებ თუ რა ხდება. 

დამატებითი ინფორმაციას თქვენი საქმის წარმართვასთან დაკავშირებით ნახავთ აქ 

სასამართლოში სარჩელის შეტანამდე უმჯობესია იურისტთან გაიაროთ კონსულტაცია. პოლონეთში არსებობს რამდენიმე ორგანიზაცია, რომელებიც უფასო იურიდიულ მომსახურებას სთავაზობენ მობინგის მსხვერპლებს (მათი მისამართები და ტელეფონის ნომრები შეგიძლიათ იხილოთ ჩანართში „სად ვეძებოთ დახმარება“) 

 

 სიძულვილის ენა 

დისკრიმინაციის ერთ-ერთი გამოვლინებაა ე.წ. სიძულვილის ენა. ეს არის შეურაცხყოფა, არაფრად ჩაგდება, სიძულვილის გაღვივება ადამიანის ან ადამიანთა გარკვეული ჯგუფის მიმართ მათი ისეთი მახასიათებლების გამო, როგორიცაა მაგალითად, რასა, ეროვნება, მსოფლმხედველობა, რელიგია, სექსუალური ორიენტაცია. 

პოლონეთში რასობრივი, ეროვნული, ეთნიკური და რელიგიური სიძულვილის წაქეზება კანონდარღვევაა. ასევე დანაშაულია  პირის მუქარა, შეურაცხყოფის მიყენება, ცილისწამება, რომლის მიზანია საზოგადოების თვალში პირის დამცირება ან დაკარგვა იმ ნდობისა, რომელიც საჭიროა გარკვეული თანამდებობის დასაკავებლად ან პროფესიის შესასრულებლად. 

 

 დღესასწაულების აღნიშვნა პოლონეთში 

პოლონეთში სახალხო და ზოგიერთი სხვა დღესასწაული უქმე დღეებია. ზოგიერთი კათოლიკური დღესასწაული იურიდიულად დადგენილია როგორც სახალხო დღესასწაული და ასევე უქმე დღეა. სხვა აღმსარებლობის პირებს, რომელთა რელიგიური არდადეგები არასამუშაო დღეებს არ ემთხვევა, მათი თხოვნის საფუძველზე შეიძლება მიეცეთ შვებულება. თუმცა, თანამშრომელს მოუწევს სხვა დღეს მუშაობით მისი ანაზღაურება. 

დასაქმებულმა ამ საკითხზე განცხადება უნდა წარადგინოს სასურველი გათავისუფლების თარიღამდე მინიმუმ 7 დღით ადრე. დამსაქმებელმა უნდა აცნობოს დასაქმებულს სამსახურიდან გათავისუფლების სანაცვლოდ მუშაობის პირობის შესახებ გათავისუფლებიდან არაუგვიანეს 3 დღისა. 

თუ თანამშრომელს სურს, რომ  ყოველი კვირის  რომელიმე კონკრეტულ დღეს ჰქონდეს დასვენების დღე,  შესაძლებელია ინდივიდუალური სამუშაო გრაფიკის შემოღება. 

როგორც წესი, იმ თვის ხელფასი, როცა  თანამშრომელმა უქმე დღე აიღო, იგივე რჩება, რადგან სამუშაო დღე ანაზღაურების სახით ინიშნება იმავე თვეში. 

 

სად ვეძებოთ დახმარება არათანაბარი მოპყრობისას 

პოლონეთში არის ორგანიზაციები, რომლებიც დისკრიმინაციის მსხვერპლებს უფასო იურიდიულ დახმარებას უწევენ: 

  • ​- პოლონეთის ანტიდისკრიმინაციული კანონის საზოგადოება ტელ. (22) 4981526, ელ-ფოსტა maszprawo@ptpa.org.pl, იურისტთან კონსულტაცია შესაძლებელია წინასწარი შეთანხმების შემდეგ http://www.ptpa.org.pl/ 
  • - ​ფუნდაცია ქალთა უფლებების ცენტრი. ტელ: (22) 6222517 ელ-ფოსტა sekretariat@cpk.org.p; https://cpk.org.pl/ 
  • - ​საინფორმაციო ცენტრი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის: ტელ. (22) 8318582 ან  (22) 8310139; ელ-ფოსტა centrum@niepelnosprawni.pl ; http://www.niepelnosprawni.pl/ledge/x/12019  
  • - ​ჰალინა ნიეჩის სახელობის იურიდიული დახმარების ცენტრი. ტელ:(12) 6337223. ელ-ფოსტა porady@pomocprawna.org; https://www.pomocprawna.org/ 
  • - ​ქალთა უფლებების ცენტრი: წინასწარი სატელეფონო შეთანხმების შემდეგ შეგიძლიათ უშუალოდ იურისტს შეხვდეთ. ტელ: (22) 6520117; ელ-ფოსტა porady.prawne@cpk.org.pl; https://cpk.org.pl/ 

დახმარება შეგიძლიათ სახელმწიფო ინსტიტუტებშიც ეძებოთ 

  • - ომბუდსმენი, სოლიდარნოშჩის გამზირი 77 (aleje solidarności 77), 00-090, ვარშავა. საინფორმაციო ხაზი: 800 676 676 ელ-ფოსტა  biurorzecznika@brpo.gov.pl; https://www.rpo.gov.pl/ 
  • - ბავშვთა უფლებების დამცველი, ფშემისლოვას ქუჩა 30/32(ul. przemysłowa 30/32), 00-450 ვარშავა. ტელ:(22) 5836600 ელ-ფოსტა  rpd@brpd.gov.pl; https://brpd.gov.pl/  
  • - ​მთავრობის სრულუფლებიანი წარმომადგენელი არათანაბარი მოპყრობის საკითხებში. ნოვოგროძკას ქუჩა 1/3/5(ul. Nowogrodzka 1/3/5) 00-513 ვარშავა. ელ-ფოსტა info@mrpips.gov.pl https://www.rownetraktowanie.gov.pl/kontakt  
  • - ​პაციენტთა უფლებების დამცველი: მლინარსკას გამზირი 46 (Ale ul. Młynarska 46), 01-171 ვარშავა, უფასო საინფორმაციო ხაზი მთელი პოლონეთის მასშტაბით   800 190 590; ელ:ფოსტა kancelaria@rpp.gov.pl; https://www.gov.pl/web/rpp/kontak  
  • - ​მთავრობის სრულუფლებიანი წარმომადგენელი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებში, ნოვოგროძკას ქუჩა 1/3/5 (ul. Nowogrodzka 1/3/5), 00- 513 ვარშავა, ტელ: (22) 461 60 00; ელ-ფოსტა: sekretariat.bon@mrpips.gov.pl; http://www.niepelnosprawni.gov.pl/p,61,kontakt  

ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ უფასო ფსიქოლოგიური დახმარებით 

  • ​- დახმარების ცენტრი კრიზისული სიტუაციებისას: 116 123 (ზარი უფასოა!) ყოველდღე 14-22.  
  • - ​ქალთა უფლებების ცენტრი - ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევს ქალებს რომლებიც არიან სექსუალური დანაშაულის, ქმრის ან პარტნიორის მხრიდან ძალადობის, თუ მობინგის მსხვერპლები. ფსიქოლოგთან პირადი შეხვედრის დასანიშნად, საჭიროა თავდაპირველად დაუკავშირდეთ ნომერზე (22) 6520117. ელ-ფოსტა  porady.psychologiczne@cpk.org.pl; 
  • ​-ამხანაგობა ლამბდა, ჰომოსექსუალი ადამიანების და მათი ახლობლების მხარდაჭერა ტელ: (22) 6285222; http://lambdawarszawa.org/lambdawarszawa/kontakt/  

შეაფასეთ

What is the sum of 4 and 7?