სტაჟი და მოხალისეობა
უცხო ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია მოიპოვოს დროებითი ბინადრობის ნებართვა თუ მისი მიზანი არის სტაჟის გავლა ორგანიზაციაში, რომელიც დამტკიცებულია შესაბამისი შინაგან საქმეების მინისტრის მიერ ან მისი მიზანია მოხალისეობის ევროპულ პროგრამაში მონაწიელობის მიღება.
საჭირო დოკუმენტები - სტაჟი
გარდა ძირითადი დოკუმენტებისა რომლებზე საუბარიც „დროებითი ბინადრობა - ზოგადი ინფორმაცია“, უცხო ქვეყნის მოქალაქემ აგრეთვე უნდა წარადგინოს:
- - სამედიცინო დაზღვევის დამადასტურებელი ან დამზღვევის მიერ პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მკურნალობის ხარჯების დაფარვის საბუთი;
- - ფინანსური სახსრების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც საკმარისია ცხოვრების ხარჯების დაფარვისთვის, აგრეთვე საკუთარ ქვეყანაში დაბრუნებისთვის, ბინადრობისთვის ან მოგზაურობის ხარჯებისთვის მესამე ქვეყანაში, რომელმაც გასცა შესვლის ნებართვა;
- - პოლონეთში საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი. მაგალითისთვის, ასეთი შეიძლება იყოს ქირაობის ხელშეკრულება, ადგილზე რეგისტრაციის მოწმობა ან სასტუმროს ჯავშანი;
- - ბოლო ორი წლის განმავლობაში სწავლის დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის დამთავრებისთანავე მოთხოვნილი იქნა ბინადრობის უფლება ან ევროკავშირის საზღვრებს მიღმა უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- - ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც უცხო ქვეყნის მოქალაქე გაივლის სტაჟს
ყურადღება! აღნიშნული ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს უცხო ქვეყნის მოქალაქესა და იმ სტაჟირების ორგანიზატორის შორის, რომელიც არის იურიდიული პირი ან ორგანიზაციული ერთეული, რომელსაც მინიჭებული აქვს იურიდიული შესაძლებლობები სადაც ხდება სტაჟირება და ფლობს ფილიალს პოლონეთის ტერიტორიაზე. ორგანიზატორი უნდა იყოს შესაბამისი შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებული (დამტკიცებილი ორგანიზატორების სია გამოქვეყნებულია შინაგან საქმეთა მინისტრის ბიუროს ყოველდღიურ გამოცემაში).
ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც უცხო ქვეყნის მოქალაქე გაივლის სტაჟს, უნდა ჰქონდეს წერილობითი ფორმა და შეიცავდეს:
- - სტაჟის პროგრამის აღწერას;
- - სტაჟის ხანგრძლივობას;
- - სტაჟის მიმდინარეობის და მეთვალყურეობის პირობებს, მათ შორის სტაჟის მიმდინარების ადგილს და სტაჟირებუს ხელმძღვანელს მონაცემებს;
- - სტაჟის მიმდინარეობის საათებს;
- - მხარეების უფლებებს და მოვალეობებს (მათ შორის შეთანხმებას სტაჟის ხარჯების დაფარვის თუ დაზღვევის შესახებ);
- - მიღებული ცოდნის, პრაქტიკული უნარების და სამუშაო გამოცდილების დადასტურების ფორმას.
ყურადღება! ზემოთ აღნიშნული ჩამონათვალი არ შეიძლება იყოს განხილული როგორც სრული სია. დროებითი ბინადრობის მოპოვებისთვის საჭირო დოკუმენტების ნაკრები სხვა გარემოემებების გათვალისწინებით, შეიძლება განსხვავდებოდეს უცხო ქვეყნის მოქალაქის სიტუაციისა და საიმიგრაციო ოფისის მიხედვით, სადაც უცხო ქვეყნის მოქალაქე ცდილობს მოიპოვოს დროებითი ბინადრობის უფლება.
ყურადღება! სტაჟის შემთხვევაში, ნებართვა გაიცემა ხელშეკრულების შესრულებისთვის საჭირო დროის იმ პერიოდზე, რომელშიც უცხოელი გაივლის სტაჟს, 3 თვეზე მეტ მაგრამ არა უმეტეს 6 თვის პერიოდზე. შემდეგი ნებართვა შეიძლება გაიცეს ერთჯერადად, სტაჟის ხელშეკრულების შესრულებისთვის საჭირო პერიოდზე, არა უმეტეს 6 თვისა.
საჭირო დოკუმენტები - მოხალისეობა
გარდა ძირითადი დოკუმენტებისა რომლებზე საუბარიც „დროებითი ბინადრობა - ზოგადი ინფორმაცია“-, უცხო ქვეყნის მოქალაქემ აგრეთვე უნდა წარადგინოს:
- - სამედიცინო დაზღვევის დამადასტურებელი ან დამზღვევის მიერ პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მკურნალობის ხარჯების დაფარვის საბუთი;
- - ფინანსური სახსრების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც საკმარისია ცხოვრების ხარჯების დაფარვისთვის, აგრეთვე საკუთარ ქვეყანაში დაბრუნებისთვის, ბინადრობისთვის ან მოგზაურობის ხარჯებისთვის მესამე ქვეყანაში, რომელმაც გასცა შესვლის ნება;
- - პოლონეთში საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი. მაგალითისთვის, ასეთი შეიძლება იყოს ქირაობის ხელშეკრულება, ადგილზე რეგისტრაციის მოწმობა ან სასტუმროს ჯავშანი;
- - ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც უცხოელი შეასრულებს ვალდებულებებს როგორც მოხალისე.
ყურადღება! ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც უცხო ქვეყნის მოქალაქეს აქვს ვალდებულება შეასრულეს მოვალეობები როგორც მოხალისემ, უნდა იყოს დადებული ორგანიზაციულ ერთეულთან, რომლის სასარგებლოდაც უცხო ქვეყნის მოქალაქემ უნდა შეასრულოს ხსენებული ვალდებულელები. ხელშეკრულება ასევე უნდა შეიცავდეს:
- - მოხალისეობის აღეწერას;
- - მოხალისეობის ხანრგძლივობას;
- - მოხალისეობის მიმდინარეობის და მეთვალყურეობის პირობებს;
- - მოვალეობების შესრულების საათებს;
- - ცხოვრების და შესახლების ხარჯებისთვის საჭირო დაფარვის ფინანსურ სახსრებს, უცხოელის მიერ მიღებულ ყოველდღიურ მინიმუმალურ სახარჯო თანხას;
- - ტრენინგებს უცხოელისთვის, რომლებიც საჭიროა მოვალეობების შესასრულებლად.
ორგანიზაციული ერთელი, რომლის სასარგებლოდაც უცხო ქვეყნის მოქალაქემ, როგორც მოხალისემ უნდა შეასრესულოს ვალდებულებები, საჭიროა იყოს დამტკიცებული შესაბამისი შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ.
ყურადღება! მოხალისეობის შემთხვევაში, ნებართვა გაიცემა ხელშეკრულების შესრულებისთვის საჭირო დროის იმ პერიოდზე, რომლის დროსაც უცხოელმა, როგორც მოხალისემ, უნდა შეასრულოს ვალდებულებები, გაიცემა 3 თვეზე მეტ მაგრამ არა უმეტეს 1 წლის პერიოდზე, შემდეგი ნებართვის მოთხოვნის შესაძლებლობით.