პოლონეთში ცხოვრების ნებართვა სხვა გარემეოებების გათვალისწინების შემთხვევაში
პოლონეთში ცხოვრების ნებართვა სხვა გარემეოებების შემთხვევაში გადაეცემა ან შესაძლებელია გაიცეს იმ უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის ვინც:
- არის პოლონეთში დაბადებული უცხოელის არასრულწლოვანი შვილი, რომელიც დარჩენილია მეურვის გარეშე;
- არის თურქეთის მოქალაქე და აქვს პოლონეთის რესპუბლიკაში მუშაობის უფლება, 1980 წლის 19 სექტემბრის გამოტანილი გადაწყვეტილების მიხედვით, თურქეთის რესპუბლიკის ასოციაციის საბჭოს და EWG-ის მიერ, ნომერით 1/80;
- აქვს ევროკავშირის სხვა სახელმწიფოების მიერ გაცემული, გრძელვადიანი რეზიდენტის ცხოვრების ნებართვა და აგრეთვე:
- გეგმავს მუშაობას ან ეკონომიკურ საქმიანობას პოლონეთში;
- გეგმავს სწავლას ან სწავლის გაგრძელებას პოლონეთში ან პროფესიულ ტრენინგებს ან
- წარმოადგენს გარემოებებს რომლებიც დაასაბუთებენ მის პოლონეთში ვცხოვრებას
- არის ევროკავშირის გრძელვადიანი ცხოვრების უფლების რეზიდენტის ოჯახის წევრი, რომელიც მას მიენიჭა ევროკავშირის სხვა სახელმწიფოს მიერ, რომელთან ერთადაც ცხოვრობდა სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, არის მასთან ერთად ან სურს მასზე დაქორწინება;
- აღნიშნული ნებართვის მოთხოვნის შეტანამდე ცხოვრობდა პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე დროებითი ცხოვრების უფლების საფუძველზე სამეცნიერო კვლევის მიზნით, დაასრულა სამეცნიერო ან სიღრმისეული კვლევები და პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ეძებს სამსახურს ან გეგმავს წამოიწყოს ეკონომიკური საქმიანობა ამავე ტერიტორიაზე;
- გეგმავს პოლონეთში წამოიწყოს ან გაარგრძელოს სწავლა ან პროფესიული ტრენინგები;
- არის პოლონური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და და პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ეძებს სამსახურს ან გეგმავს წამოიწყოს ეკონომიკური საქმიანობა ამავე ტერიტორიაზე;
- არის სასულიერო წრის სულიერი წევრი ან ასრულებს რელიგიურ ფუნქციას ეკლესიაში ან რელიგიურ კავშირში, რომლის სტატუსიც არის განსაზღვრული საერთაშორისო ხელშეკრულებით, პოლონური სამართლის ნორმებით, ან რომელიც ფუნქციონირებს ეკლესიის და სხვა რელიგიური კავშირების რეესტრის ჩანაწერის საფუძველზე, თუ პოლონეთში მისი ცხოვრება უკავშირდება ფუნქციის შესრულებას ან მომზადებას მის შესასრულებლად;
- მისი პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ცხოვრება აუცლილებელია, ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლების კონვენციის საფუძველზე, ოჯახური ცხოვრების უფლების აუცილებლობიდან გამომდინარე, თუ უცხოელი პოლონეთის ტერიტორიაზე იმყოფება არალეგალურად;
- თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტირიაზე არალეგალურად იმყოფება და თუ მის მიერ პოლონეთის ტერიტორიის დატოვება დაარღვევს ბავშვთა უფლებებს, რომელიც განსაზღვრულია ბავშვის უფლებების კონვენციით და მიღებულია გაერთიანებული ერების გენერალური ყრილობის მიერ, თუ მისი გამგზავრება მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის ბავშვის ფსიქოფიზიკურ განვითარებას ;
ყურადღება! გარემოებების სია, რომელთა გათვალისწინებითაც უცხო ქვეყნის მოქალაქემ შეიძლება მიიღოს დროებითი ბინადრობის ნებართვა არაა დახურული. უცხო ქვეყნის მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს, რომ არსებობს სხვა გარემოებები (არა მხოლოდ ზემოთ მოცემული) რომლებიც ასაბუთებენ მის პოლონეთში ცხოვრებას. თითოეული გარემოება მოითხოვს სხვადასხვა საბუთებს. მოცემულ გარემოებებში, დროებითი ცხოვრების უფლების მიღებისთვის საჭირო საბუთების სრული ნაკრების ინფორმაციის მიღების თაობაზე საჭიროა მიემართოს სავეოვოდოს ოფისს.
ზოგადად, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქე ცდილობს ნებართვა მოიპოვოს სხვა გარემოებების საფუძველზე, ვალდებულია წარადგინოს:
- - დოკუმენტები რომლებიც ასაბუთებენ მისი ქვეყანაში ბინადრობის აუცილებლობას;
- - დოკუმენტები რომლებიც ადასტურებენ სტაბილური და რეგულარი, საკმარისი პოლონეთში საკუთარი თავის და მასზე დამოკიდებული ოჯახის რჩენისთვის, შემოსავლის წყაროს არსებობას, ან ადასტურებენ ფინანსურ საშუალებებს პოლონეთში ცხოვრების ხარჯების დასაფარად;
- - სამედიცინო დაზღვევის დამადასტურებელი ან დამზღვევის მიერ პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მკურნალობის ხარჯების დაფარვის საბუთი;
- - ან პოლონეთში მყოფებთან ნათესაური კავშირის დონის დამადასტურებელი საბუთები (მაგ. სამოქალაქო აქტები: ქორწინების მოწმობა, დაბადების მოწმობა);
- - პოლონეთში უზრუნველყოფილი საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი საბუთი (ყოველთვის არა).
ყურადღება! ზემოთ აღნიშნული ჩამონათვალი არ შეიძლება იყოს განხილული როგორც სრული სია. დროებითი ბინადრობის მოპოვებისთვის საჭირო დოკუმენტების ნაკრები სხვა გარემოემებების გათვალისწინებით, შეიძლება განსხვავდებოდეს უცხო ქვეყნის მოქალაქის სიტუაციისა და საიმიგრაციო ოფისის მიხედვით, სადაც უცხო ქვეყნის მოქალაქე ცდილობს მოიპოვოს დროებითი ბინადრობის უფლება.