+48 22 490 20 44 დახმარება პოლონეთში მცხოვრები უცხოელებისთვის

Მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ამავდროულად გაცნობებთ რომ ვებგვერდ www.migrantinfo.pl-ზე არსებული ყველა ინფორმაცია ჯერ არ არის ადაპტირებული კანონში შემავალი ცვლილებების შინაარსთან. გვერდის განახლება მიმდინარე რეჟიმში მოხდება. ვებგვერდის შინაარსის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით ეჭვის გაჩენის შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ Migrant.Info.-ს საინფორმაციო ცხელ ხაზს. ცხელი ხაზი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09.00-დან 17.00 საათამდე, მისი ნომერია: 22 490 20 44

არაფორმალური კავშირი

არაფორმალური კავშირი (უცხო ქვეყნის ან პოლონეთის რესპუბლიკის მოქალაქესთან) შეიძლება იყოს განხილული როგორც სხვა დამასაბუთებელი გარემოება პოლონეთის ტერიტორიაზე ცხოვრების. 

ამგვარი ტიპის ნებართვის შემთხვევაში, გარდა ძირითადი დოკუმენტებისა, რომლებზე საუბარიც „დროებითი ბინადრობის - ზოგადი ინფორმაცია“, უცხო ქვეყნის მოქალაქემ აგრეთვე უნდა წარადგინოს: 

  • - სამედიცინო დაზღვევის დამადასტურებელი ან დამზღვევის მიერ პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მკურნალობის ხარჯების დაფარვის საბუთი; 
  • - სტაბილური და რეგულარული შემოსავლის დამადასტურებელი საბუთი, საკმარისი პოლონეთის რესპუბლიკაში ხარჯების დაფარვისა და ცხოვრებისთვის (მაგ. დაფინანსების პარტნიორთან); 
  • - პოლონეთის ტერიტორიაზე, უზრუნველყოფილი საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი საბუთი; 
  • - პარტნიორთან ერთად ცხოვრების და ოჯახის ერთად გაძღოლის დამადასტურებელი საბუთი. 

ყურადღება! ზემოთ აღნიშნული ჩამონათვალი არ შეიძლება იყოს განხილული როგორც სრული სია. დროებითი ბინადრობის მოპოვებისთვის საჭირო დოკუმენტების ნაკრები სხვა გარემოემებების გათვალისწინებით, შეიძლება განსხვავდებოდეს უცხო ქვეყნის მოქალაქის სიტუაციისა და საიმიგრაციო ოფისის მიხედვით, სადაც უცხო ქვეყნის მოქალაქე ცდილობს მოიპოვოს დროებითი ბინადრობის უფლება. 

შეაფასეთ

დაამატეთ გამოხმაურება
Please add 6 and 1.