+48 22 490 20 44 დახმარება პოლონეთში მცხოვრები უცხოელებისთვის

Მნიშვნელოვანი ინფორმაცია

Pragniemy zwrócić Państwa uwagę, że zamieszczone na niniejszej stronie informacje nie stanowią źródła prawa. Zapewniamy, że dołożyliśmy wszelkich starań, by były one zgodne z obowiązującymi regulacjami. Prosimy jednak pamiętać, że niniejsza strona służy w

ცისფერი ბარათი

ამგვარი ტიპის ნებართვის მოპოვება შეუძლია იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც გეგმავს პოლონეთში მაღალი კვალიფიკაციური პროფესიით მუშაობას ან მუშაობის გაგრძელებას. 

ე.წ. ცისფერი ბარათისთვის საჭიროა უცხო ქვეყნის მოქალაქეს ჰქონდეს უმაღლესი განათლება ან მინიმუმ 5 წლიანი უმაღლესი განათლების დონის შესაბამისი სამუშაო გამოცდილება რომელიც საჭიროა ამ სამუშაოს შესასრულებლად. 

საჭირო დოკუმენტები 

გარდა ძირითადი დოკუმენტებისა, რომელზე საუბარიც „დროებითი ბინადრობა - ზოგადი ინფორმაცია“, უცხოელმა აგრეთვე უნდა წარმოადგინოს:  

  • - განაცხადის დანართი N1 დანართი ხელმოწერილი უნდა იყოს იმ პირის მიერ, რომელიც უფლებამოსილია იყოს დამსაქმებლის წარმომადგენელი (მაგ.სასამართლოს ეროვნულ რეესტრში (KRS) განსაზღვრული წარმომადგენლობის ფორმის შესაბამისად). არასწორად შევსებული/ხემლოწერილი დანართი ან მისი არ არსებობა განხილული იქნება როგორც ფორმალური უზუსტობა; 

 

ყურადღება! ცისფერი ბარათის მოპოვებისთვის აუცილებელი პირობაა ის, რომ უცხოელის ხელშეკრულებაში მითითებული თვიური ან წლიური დაუბეგრავი ანაზღაურება არ იყოს ქვეყნის ეკონომიკის საშუალო ანაზღაურების ექვივალენტი 150%-ის ოდენობაზე დაბალი, ცისფერ ბარათზე განაცხადის წარდგენის წინა წელს, რომელიც განსაზღვრულია სტატისტიკის მთავარი ბიუროს ხელმძღვანელის მიერ სახალხო სადაზღვევო ფონდის პენსიის და დაფინანსების შესახებ 1998 წლის 17 დეკემბრის აქტის მე-20, 1, ა პუნქტის საფუძველზე). 

 

  • - განაცხადის დანართი N2 (ავსებს უცხო ქვეყნის მოქალაქე); 
  • - დასაქმების ხელშეკრულება (ან დამსაქმებელთან თვითდასაქმების ხელშეკრულება ან სამოქალაქო სამართლის ხელშეკრულება) მინიმუმ ერთი წლით დადებული; 
  • - უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ. უმაღლესი განათლების დიპლომი ნათარგმნი პოლონურ ენაზე); 
  • - შესაბამის მოხელეზე ინფორმაცია, უცხოელის მიერ სამუშაოს შესრულების ძირითად ადგილების გათვალისწინებით; 
  • - სამედიცინო დაზღვევის დამადასტურებელი ან დამზღვევის მიერ პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მკურნალობის ხარჯების დაფარვის საბუთი (მაგ. ZUS  - ZUS RCA სოციალური დაზღვევა, ბოლო 3 თვის ამონაბეჭდი, გაგზავნის და დადასტურების ინფორმაციასთან ერთად); 
  • - პოლონეთის ტერიტორიაზე უზრუნველყოფილი საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი საბუთი. ასეთი შეიძლება იყოს ქირაობის ხელშეკრულება, დასახლების ჩანაწერის მოწომობა ან სასტუმროს ჯავშანი. 
  • - საგადასახადო ანგარიშსწორება, მაგ., საგადასახადო სამსახურში წარდგენილი PIT ანუ საშემოსავლო გადასახადი ფიზიკური პირებისგან (თუ განაცხადის წარმდგენი პირი  წინა წლებში სამუშაოს ასრულებდა პოლონეთში); 
  • - ცნობა გადასახადებში დავალიანების არარსებობის შესახებ (ასეთი ცნობა მიიღება საგადასახადო სამსახურისგან, რომელიც მდებარეობს განცხადების წარმდგენი პირის საცხოვრებელ ადგილთან ყველაზე ახლოს). 

ყურადღება! ზემოთ აღნიშნული ჩამონათვალი არ შეიძლება იყოს განხილული როგორც სრული სია. დროებითი ბინადრობის მოპოვებისთვის საჭირო დოკუმენტების ნაკრები სხვა გარემოემებების გათვალისწინებით, შეიძლება განსხვავდებოდეს უცხო ქვეყნის მოქალაქის სიტუაციისა და საიმიგრაციო ოფისის მიხედვით, სადაც უცხო ქვეყნის მოქალაქე ცდილობს მოიპოვოს დროებითი ბინადრობის უფლება. 

 

 პროცესის დაწყების უარყოფა 

სავოევოდოს შეუძლია უარყოს ცისფერი ბარათის გაცემის პროცესის დაწყება თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე: 

  1. იმყოფება პოლონეთის ტერიტორიაზე პოლონური მხარის მიერ გაცემული ტურისტული ვიზის საფუძველზე ან ოჯახის ან მეგობრების მონახულების მიზნით; 
  2. იმყოფება პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ტურისტული ან ოჯახის ან მეგობრების მონახულების მიზნით, შენგენის ზონის სხვა ქვეყნის მიერ გაცემული ვიზის საფუძველზე. 

ნებართვის - ცისფერი ბარათის გაცემის გადაწყვეტილება 

მაღალკვალიფიციური პროფესიული სამუშაოს მიზნით დროებითი ბინადრობის ნებართვა გაიცემა 3 თვეზე მეტ პერიოდზე თუმცა მაქსიმუმ 3 წლით, სამუშაოს შესრულების ვადის გათვალისწინებით.  

მაღალკვალიფიციური პროფესიული სამუშაოს მიზნით დროებითი ბინადრობის ნებართვის გაცემის გადაწყვეტილებაში განისაზღვრება ამ ნებართვის ვალიდურობის ვადა და მითითებულია: 

  1. სუბიექტი, ვისთანაც უცხოელი იმუშავებს; 
  2. თანამდებობა რომელზეც უცხოელი იქნება დასაქმებული; 
  3. ანაზღაურება; 
  4. სამუშაო საათებუს მინიმალური ოდენობა და ხელშეკრულების ტიპი, რომლის საფუძველზეც უცხოელმა უნდა შეასრულოს სამუშაო. 

ყურადღება! მაღალკვალიფიციური პროფესიული სამუშაოს მიზნით დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე პოლონეთში მყოფმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ, სამუშაოს დაკარგვის შემთხვევაში 15 სამუშაო დღის განმავლობაში წერილობით უნდა შეატყობინოს, თავისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, შესაბამის სავოევოდოს. 

გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა 

უცხო ქვეყნის მოქალაქეს განაცხადის საფუძველზე, მაღალკვალიფიციური პროფესიული სამუშაოს მიზნით, დროებითი ბინადრობის ნებართვის შეცვლა ყოველთვის შესაძლებელია უცხოელის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, შესაბამისი სავოევოდოს მიერ იმ შემთხვევაში თუ უცხოელი გეგმავს სხვა დამსაქმებელთან მუშაობას, თანამდებობის შეცვლას ან თუ მიიღებს ნაკლებ ანაზღაურებას ვიდრე ეს ცხოვრების ნებართვაშია მითითებული. 

ყურადღება! მაღალკვალიფიციური პროფესიული სამუშაოს მიზნით დროებითი ბინადრობის პირველი ორი წლის განმავლობაში: 

  1. უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ შეუძლა დაიწყოს სხვა, ვიდრე ნებართვაში განსაზღვრულ, დამსაქმებელთან მუშაობა; 
  2. უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ შეუძლია შეიცვალოს თანამდებობა რომელზეც დასაქმებულია; 
  3. უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ შეიძლება გადაეხადოს იმაზე ნაკლები ანაზღაურება ვიდრე ეს ნებართვაშია მიცემული - ნებართვის ცვლილების გარეშე. 

ყურადღება! თუ, მაღალკვალიფიციური პროფესიული სამუშაოს მიზნით დროებითი ბინადრობის საფუძველზე, ორი წლის პოლონეთში ცხოვრების შემდეგ უცხოელმა შეიცვალა თანამდებობა, შემცირდა მისი ანაზღაურება ან შეიცვალა მისი მინიმალური სამუშაო საათები ან ხელშეკრულების სახე (რომლის საფუძველზეც ის მუშაობს), მას ვალდებულება აქვს, 15 სამუშაო დღის განმავლობაში, შეატყობინოს თავისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით შესაბამის სავოევოდოს. 

ოფისის ან საცხოვრებელი ადგილის, დამსაქმებლის სახელწოდების ან იურიდიული ფორმის, დამსაქმებლის ან მისი ნაწილის სხვა დამსაქმებლის შეერთების შემთხვევაში, არ არსებობს ცვლილების ან ახალი მაღალკვალიფიციური პროფესიული სამუშაოს მიზნით დროებითი ბინადრობის ნებართვის გაცემის საჭირეობა. 

გაუქმება 

ცისფერი ბარათი უქმდება (უქმდება მაღალკვალიფიციური პროფესიული სამუშაოს მიზნით დროებითი ბინადრობის ნებართვა) თუ უცხოელი არ იცავს, მათ შორის დასაქმების ბაზრის შეზღუდვებს - მაღალკვალიფიციური პროფესიული სამუშაოს მიზნით დროებითი ბინადრობის პირველი ორ წლის განმავლობაში შეიცვალა დამსაქმებელი, თანამდებობა ან შეუმცირდა ანაზღაურება, ხოლო ბინადრობის გადაწყვეტილების დოკუმენტი წინასწარი არ შეიცვალა. 

 

 

შეაფასეთ

დაამატეთ გამოხმაურება
Please add 7 and 6.