+48 22 490 20 44 დახმარება პოლონეთში მცხოვრები უცხოელებისთვის

Მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ამავდროულად გაცნობებთ რომ ვებგვერდ www.migrantinfo.pl-ზე არსებული ყველა ინფორმაცია ჯერ არ არის ადაპტირებული კანონში შემავალი ცვლილებების შინაარსთან. გვერდის განახლება მიმდინარე რეჟიმში მოხდება. ვებგვერდის შინაარსის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით ეჭვის გაჩენის შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ Migrant.Info.-ს საინფორმაციო ცხელ ხაზს. ცხელი ხაზი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09.00-დან 17.00 საათამდე, მისი ნომერია: 22 490 20 44

სამუშაოს შესრულების მიზნით, უცხოური დამსაქმებლის მიერ, პოლონეთის ტერიტორიაზე დელეგირებული უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის დროებითი ბინადრობის ნებართვა

სამუშაოს შესრულების მიზნით, უცხოური დამსაქმებლის მიერ, პოლონეთის ტერიტორიაზე დელეგირებული უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის დროებითი ბინადრობის ნებართვა გაიცემა თუ ის: 

  1. ფლობს დელეგირებული უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სამუშაოს შესასრულებლად გაცემულ მუშაობის ნებართვას (C, D ან E ტიპის მუშაობის ნებართვა); 
  2. აქვს სამედიცინო დაზღვევა; 
  3. აქვს სტაბილური და რეგულარული შემოსავლის წყარო, საკმარისი საკუთარი თავის და მის ხარჯზე მყოფი ოჯახის წევრების შენახვისთვის; 
  4. აქვს უზრუნველყოფილი საცხოვრებელი ადგილი პოლონეთში (დამადასტურებელი დოკუმენტი შეიძლება იყოს ქირაობის ხელშეკრულება, შესახლების ჩანაწერის მოწმობა ან სასტუმროს ჯავშანი); 
  5. ფლობს დელეგირების დართულ დოკუმენტს რომელიც განსაზღვრავს დელეგირების პერიოდს და ანაზღაურების ოდენობას; 
  6. ფლობს მოწმობას, რომ არ აქვს საგადასახადო დავალიანება; 
  7. ასრულებს საგადასახადო ანგარიშწორებებს, მაგ. საგადასახადო ოფისში შეტანილი PIT დოკუმენტი. 

ყურადღება! უცხოური დამსაქმებლის მიერ პოლონეთში სამუშაოს შესრულების მიზნით, დელეგირებული უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის დროებითი ბინადრობის ნებართვა გაიცემა სამუშაოს ნებართვის  ვადის პერიოდზე (არა უმეტეს 3 წლისა). 

შეაფასეთ

დაამატეთ გამოხმაურება
Please calculate 3 plus 2.