+48 22 490 20 44 დახმარება პოლონეთში მცხოვრები უცხოელებისთვის

Მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ამავდროულად გაცნობებთ რომ ვებგვერდ www.migrantinfo.pl-ზე არსებული ყველა ინფორმაცია ჯერ არ არის ადაპტირებული კანონში შემავალი ცვლილებების შინაარსთან. გვერდის განახლება მიმდინარე რეჟიმში მოხდება. ვებგვერდის შინაარსის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით ეჭვის გაჩენის შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ Migrant.Info.-ს საინფორმაციო ცხელ ხაზს. ცხელი ხაზი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09.00-დან 17.00 საათამდე, მისი ნომერია: 22 490 20 44

პოლონეთის მოქალაქეობის მოპოვება ქორწინების საფუძველზე

უცხოელი, რომელიც დაქორწინებულია პოლონეთის მოქალაქეზე, ავტომატურად არ იღებს პოლონეთის მოქალაქეობას. 

პირობები, რომელთა შესრულებაც აუცილებელია 

პოლონეთის მოქალაქედ ცნობის თაობაზე განაცხადის წარდგენა შეუძლია უცხოელს, იმ პირობით თუ ის: 

  • - უწყვეტად ცხოვრობს პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მინიმუმ 2 წლის განმავლობაში მუდმივი ბინადრობის ნებართვის, ევროკავშირის გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვის ან მუდმივი ბინადრობის უფლების საფუძველზე და 
  • - იმყოფება პოლონეთის მოქალაქესთან ქორწინებაში მინიმუმ 3 წლის განმავლობაში. 

ყურადღება! იმისდა მიუხედავად, აკმაყოფილებს თუ არა უცხოელი ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, მას შეუძლია მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით მიმართოს პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს. 

ყურადღება! თუ უცხოელის პოლონეთის მოქალაქედ აღიარების თაობაზე განაცხადი წარდგენილი იქნა პოლონეთის მოქალაქეობის მინიჭების (პრეზიდენტის მიერ) პროცედურის მიმდინარეობისას, მოქალაქდ აღიარების პროცედურა უქმდება. 

პოლონეთის მოქალაქეობის მოპოვების შესაძლებლობის შესახებ დეტალური ინფორმაცია  შეგიძლიათ იხილოთ სექციაში "პოლონეთის მოქალაქეობა" (OBYWATELSTWO POLSKIE). 

შეაფასეთ

დაამატეთ გამოხმაურება
Please calculate 3 plus 5.