+48 22 490 20 44 დახმარება პოლონეთში მცხოვრები უცხოელებისთვის

Მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ამავდროულად გაცნობებთ რომ ვებგვერდ www.migrantinfo.pl-ზე არსებული ყველა ინფორმაცია ჯერ არ არის ადაპტირებული კანონში შემავალი ცვლილებების შინაარსთან. გვერდის განახლება მიმდინარე რეჟიმში მოხდება. ვებგვერდის შინაარსის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით ეჭვის გაჩენის შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ Migrant.Info.-ს საინფორმაციო ცხელ ხაზს. ცხელი ხაზი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09.00-დან 17.00 საათამდე, მისი ნომერია: 22 490 20 44

დროებითი ყოფნა - ძირითადი ინფორმაცია

როდის შეუძლია უცხოელს დროებითი ბინადრობის ნებართვა მიიღოს? 

უცხოელს, რომელიც პოლონეთში დარჩენას სამ თვეზე მეტი ვადით აპირებს, შეუძლია განაცხადის შეიტანოს დროებითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე. დროებითი ნებართვა გაიცემა მაქსიმუმ სამი წლის ვადით. თუმცა, შეიძლება მისი ვადა უფრო ხანმოკლე იყო, იმ შემთხვევაში თუ ბინადრობის უფლები გაცემის გარემოებები უფრო ხანმოკლეა.  


ყურადღება! დროებითი ბინადრობის ნებართვის გახანგრძლივება არ ხდება (კანონპროექტი არ ითვალისწინებს ისეთ პროცედურას როგორიცაა ბინადრობის დროებითი ნებართვის გახანგრძლივება). უცხოელმა, რომელსაც პოლონეთში დარჩენა სურს, ხელახლა უნდა შეიტანოს განაცხადი.   

ყურადღება! უცხოელმა, პოლონეთის ტერიტორია უნდა დატოვოს ბინადრობის ნებართვის ვადის გასვლამდე, თუ არ მოიპოვა რამე სხვა დოკუმენტი, რომელიც მას ლეგალურად დარჩენის საშუალებას აძლევს. (მაგალითად დროებითი ბინადრობის მორიგი ნებართვა,  მუდმივი ბინადრობის ნებართვა ან ევროკავშირის გრძელვადიანი  რეზიდენტობის ნებართვა). 

 

განაცხადის შეტანის ადგილი 

ბინადრობის ნებართვის ლეგალიზაციის მიზნით, უცხოელმა უნდა მიმართოს სავოევოდო სამსახურის, უცხოელთა საქმეების დეპარტამენტის შესაბამის უწყებას. განაცხადის შეტანილ უნდა იქნეს, იმ სავოევოდო სამსახურში, რომელიც უცხოელს ეკუთვნის მისი საცხოვრებელი ადგილიდან გამომდინარე. მაგალითად, თუ უცხოელი ცხოვრობს ვარშავაში, უნდა მიმართოს მაზოვიეცკის სავოევოდო სამსახურს.
განმცხადებლისგან ხდება თითის ანაბეჭდების აღება, მათი ბარათზე განთავსების მიზნით.  

 

 

განაცხადის განხილვის ბოლო ვადა 

დროებითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე საქმის წარმოებისას გუბერნიისთვის საქმის გადაწყვეტის ვადა არის 60 დღე და აითვლება იმ მომენტიდან, როდესაც მოხდება შემდეგი მოვლენებიდან ბოლო: 

  • - განცხადების პირადად წარდგენა ან უცხოელის პირადად გამოცხადება გუბერნიის ოფისში მას შემდეგ რაც უცხოელი გამოძახებულ იქნა რათა პირადად წარმდგარიყო.  
  • - განაცხადის წარდგენა, რომელიც არ შეიცავს ფორმალურ ხარვეზებს ან მათი შევსება; 
  • - უცხოელის მიერ განცხადებაში მითითებული მონაცემების დასადასტურებლად აუცილებელი დოკუმენტების წარდგენა და დროებითი ბინადრობის ნებართვის მოთხოვნის ან მათი წარდგენის ვადის უშედეგო გასვლის დამადასტურებელი გარემოებები, რომლებიც დაწესებულია გუბერნიის მიერ. 

 

ძირითადი დოკუმენტები 

დოკუმენტები,  რომელიც აუცილებელია ბინადრობის დროებითი ნებართვის გაცემისთვის.  

- ინსტრუქციაში მითითებული წესების შესაბამისად შევსებული ორი სააპლიკაციო ფორმა (გუბერნიიდან გამომდინარე, შეიძლება საჭირო იყოს ერთი ან ორი ასლი); 

- 4 ფერადი ფოტოსურათი (მოთხოვნების შესაბამი) 

- მოქმედი სამგზავრო დოკუმენტი (ყველა იმ გვერდის 1 ან 2 ასლი (გუბერნიის მოთხოვნის მიხედვით), რომელიც შევსებულია. თან იქონიეთ ორიგინალი, მისი ადგილზე გადამოწმებისთვის) 

- საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი 

- ის დოკუმენტები, რომელიც საჭიროა მოცემული ტიპის ნებართვის გასაცემად ( ნომერ 1 ქვეთავში მოცემულია იმ დოკუმენტების ჩამონათვალი, რომელიც საჭიროა ბინადრობის და სამუშაო ნებართვისთვის) 

 

ყურადღება!  პოლონეთში ყოფნის მიზნიდან გამომდინარე, საჭიროა დამატებითი დოკუმენტების წარდგენა (საჭირო დოკუმენტები სია აღწერილია, შესაბამის ქვეთავებში ბინადრობის დროებითი ნებართვის შესახებ). 

 

საფასური 

საქმის განხილვის საფასური შეადგენს 340 ან 440 ზლოტს, დამოკიდებულია განაცხადის შეტანის საფუძველზე. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, პირს განცხადების საფუძველზე, თანხა უკან უბრუნდება. 

დადებითი პასუხის შემთხვევაში, საჭიროა დამატებით 100 ზლოტის გადახდა ბარათის დამზადებისთვის. 

გადასახადის გადახდა შესაძლებელია ვოევოდის სამსახურის სალაროებში, ან საბანკო გადარიცხვით შესაბამის ანგარიშზე. ანგარიშის ნომერი შეგიძლიათ ნახო შესაბამისი სავოევოდო სამსახურის ვებ-გვერდზე. 

 

გასაჩივრების პროცედურა 

დროებითი ბინადრობის ნებართვა გაიცემა ადმინისტრაციული გადაწყვეტილების სახით (ფურცელზე ამობეჭდილი). გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საჭიროა შემოწმება, შეიცავს თუ არა ის სწორ მონაცემებს, მათ შორის უცხოელის სახელსა და გვარს. შეცდომების შემთხვევაში, მაგალითად, სახელსა და გვარში ბეჭდვითი შეცდომა, არასწორი დაბადების თარიღი და ა.შ., უნდა მოითხოვოთ მართლწერაში დაშვებული შეცდომის გამოსწორება.  

ვოევოდის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო უცხოელს შეუძლია მიმართოს უცხოელთა ოფისის ხელმძღვანელს (UdsC) ვარშავაში, იმ სავოევოდო სამსახურის შუამავლობით, რომელმაც გასცა გადაწყვეტილება. წერილობითი საჩივრის შეტანა საჭიროა გადაწყვეტილების მიღებიდან 14 დღის ვადაში. 

უცხოელთა სამსახურის უფროსის მიერ საქმის განხილვის ვადა სააპელაციო განხილვისას არის 90 დღე საჩივრის წარდგენიდან. თუ საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს (ფორმალური მოთხოვნები) - ხარვეზების შევსების დღიდან. 

 

უცხოელს შეუძლია გადაწყვეტილების მიღებიდან 30 დღის ვადაში გაასაჩივროს უცხოელთა სამსახურის უფროსის გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ სასამართლოში. 

 

ყურადღება! ადმინისტრაციულ სასამართლოში საჩივრის შეტანა, არ ახდენს თქვენი პოლონეთში ყოფნის ლეგალიზაციას. ეს იმას ნიშნავს, რომ მეორე ინსტანციიდან , ანუ უცხოელთა დეპარატმენტის სამსახურის უფროსისგან. 


 

ბინადრობის მოწმობა 

 ბინადრობის მოწმობა  - მისი მოქმედების პერიოდში, უცხოელის პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტია პოლონეთში ყოფნისას. მოწმობა, (მოქმედ სამოგზაურო ბარათთან, მაგალითად პასპორტთან ერთად), ვიზის გარეშე პოლონეთის საზღვრის მრავალჯერადი გადაკვეთის საშუალებას იძლევა, ამ მოწმობით, ასევე შესაძლებელია შენგენის ზონის სხვა ქვეყნებში ვიზიტი  და დარჩენა, არაუმეტეს 90 დღისა, 180 დღის განმავლობაში. 

ბინადრობის ბარათზე განთავსებულია შემდეგი ინფორმაცია.  

  1. მფლობელის სახელი (სახელები) და გვარი და მისი მშობლების სახელები; 
  2. დაბადების თარიღი, ადგილი და ქვეყანა; 
  3. დროებითი ან მუდმივი ბინადრობის რეგისტრაციის მისამართი; 
  4.  მოქალაქეობა; 
  5. სქესი; 
  6. ინფორმაცია სიმაღლისა (სანტიმეტრებში) და თვალის ფერის შესახებ  
  7. პირადი ნომერი(PESEL), იმ შემთხვევაში თუ უცხოელს მიენიჭა 
  8. ინფორმაცია გაცემული ნებართვის ტიპის შესახებ 
  9. წარწერა “მეცნიერი” თუ ბინადრობის ნებართვა გაიცა სამეცნიერო კვლევის ჩატარების მიზნით  
  10. წარწერა “მეცნიერი - მობილობა”, თუ ბინადრობის ნებართვა გაიცა მეცნიერის გრძელვადიანი მობილობის მიზნით 
  11.  წარწერა “სტუდენტი” თუ ბინადრობის ნებართვა გაიცა სწავლის მიზნით 
  12. წარწერა “სტაჟიორი” თუ ბინადრობის ნებართვა გაიცა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დადასტურებულ ორგანიზატორთან სტაჟირების გავლის მიზნით.  
  13. წარწერა “მოხალისე” თუ ნებართვა გაიცა, ევროპულ  მოხალისეობრივ პროგრამაში მონაწილეობის მიღების მიზნით 
  14.  წარწერა “ევროკავშირის ცისფერი ბარათი”, თუ ბინადრობის ნებართვა   ენიჭება უცხოელს, იმ სფეროში მუშაობის გამო, რომლის შესრულებასაც მაღალი კვალიფიკაცია  სჭირდება 
  15. წარწერა “ სამუშაო ბაზარზე წვდომა”, იმ შემთხვევაში თუ ნებართვა გაეცა უცხოელს რომელსაც აქვს პოლონეთში მუშაობის ნებართვა, ამ ან ნებართვის ფლობას არ საჭიროებს.  
  16. წარწერა “ICT”, როცა ნებართვა გაცემულია  სამუშაოს საწარმოს/ფირმის შიდა გადაადგილების ფარგლებში შესრულებისთვის. 
  17. წარწერა “Mobile ICT”, როცა ნებართვა გაცემულია, ფირმის მენეჯერულ კადრზე, სპეციალისტზე ან თანამშრომელზე, როცა ისინი ფირმის შიდა გადაადგილების ფარგლებში ასრულებენ სამუშაოს, 
  18. წარწერა “წინად ევროკავშირის ცისფერი ბარათის  მფლობელი”- ევროკავშირის გრძელვადიანი რეზიდენტობის ნებართვის გაცემისას, როცა იგი ენიჭება უცხოელს, რომელიმე ისეთი პროფესიაში შესასრულებელი სამუშაოს გამო, რომლის შესრულებასაც მაღალი კვალიფიკაცია სჭირდება.  
  19. წარწერა “სეზონური სამსახური”, თუ ბინადრობის ნებართვა გაიცა სეზონური სამსახურის შესრულების მიზნით 
  20. თითის ანაბეჭდები. 
  21. ბარათის გამცემი ორგანოს დასახელება 
  22. ბარათის გაცემის თარიღი 
  23. ბარათის მოქმედების ვადა 
  24. ფოტოსურათი 
  25. წარწერა “.... ევროკავშირის წვერი, (საერთაშორისო დაცვის გამომყოფი ევროკავშირის წევრი ქვეყნის დასახელება) მიერ გაცემული საერთაშორისო დაცვა, … (საერთაშორისო დაცვის გამცემი თარიღი)” იმ შემთხვევაში თუ უცხოელს მიენიჭა ევროკავშირის გრძელვადიანი რეზიდენტობის ნებართვა  და ამასთანავე,  მიენიჭა საერთაშორისო დაცვა პოლონეთში, ან ევროკავშირის წევრ სხვა ქვეყანაში 

 

როგორ ავიღოთ ბინადრობის დამადასტურებელი ბარათი? 


ბინადრობის დამადასტურებელი ბარათი, ეძლევა უცხოელს, რომელსაც აქვს 

  1. დროებითი ბინადრობის ნებართვა 
  2.  მუდმივი ბინადრობის ნებართვა 
  3. გრძელვადიანი ევროკავშირის რეზიდენტობის ნებართვა  
  4. დევნილის სტატუსი 
  5. სუბრისიდიური დაცვა 
  6. ბინადროების ნებართვა ჰუმანიტარული მიზეზებიდან გამომდინარე.  

 

ყურადღება! იმისთვის, რომ მიიღოთ ბინადრობის დამადასტურებელი ბარათი, ამისათვის საჭიროა, თავდაპირველად მიიღოთ დროებითი ბინადროების ნებართვა პოლონეთში 

 

ბინადრობის ბარათის შეცვლა ან დაკარგვა 


ბარათი უნდა შეცვალოთ, თუ 

  1.  ბარათზე მოცემული მონაცემები შეიცვალა 
  2. შეიცვალა ბარათის მფლობელის გარეგნობა, რაც ართულებს მისი იდენტობის დადასტურებას 
  3. ბარათი დაზიანდა  
  4. ბარათი დაიკარგა (მაგალითად მოიპარეს) 
  5. პოლონეთი უზრუნველყოფს საერთაშორისო მასშტაბით იმ პირის დაცვას, რომელსაც ევროკავშირის ტერიტორიაზე გრძელვადიანი რეზიდენტის ნებართვის გამო ბინადრობის გაცემულ მოწმობაზე აქვს მითითებული წარწერა ,, საერთაშორისო დაცვა მინიჭებული ....... (საერთაშორისო დაცვის გამომყოფი ევროკავშირის წევრი ქვეყნის დასახელება) მიერ. 
  6. ევროკავშირის წევრმა სხვა სახელმწიფომ აიღო იმ პირზე საერთაშორისო პასუხიმგებლობა, რომელსაც ბინადრობა მიენიჭა, ევროკავშირის რეზიდენტობის გრძელვადიანი ნებართვის ფარგლებში.  

 

განცხადება ბინადრობის ბარათის შეცლის შესახებ უნდა შეიტანოთ, მისი შეცვლის აუცილებლობის გამომწვევი მიზეზის გაჩენიდან 14 დღის ვადაში 

მორიგი ბარათის გაცემაზე განაცხადი უნდა შეიტანოთ, არაუგვიანეს მოქმედების ვადის გასვლის დღისა. (იმ შემთხვევაში, როცა უცხოელს აქვს ბინადრობის ნებართვა ჰუმანიტარული მიზეზებიდან გამომდინარე, უვადო ნებართვა, ან გრძელვადიანი ევროკავშირის რეზიდენტობის ნებართვა ) 

უცხოელი, რომელმაც დაკარგა ბინადრობის ბარათი, ამის შესახებ განცხადების სახით უნდა აცნობოს გამცემ ორგანოს დაკარგვიდან (მაგალითად, მოპარვა, დაკარგვა) არაუგვიანეს სამი დღისა. განცხადების ფორმა იხილეთ აქ->. უცხოელი, რომელსაც აცნობა ბარათის დაკარგვის შესახებ, უფასოდ გადაეცემა ბარათის დაკარგვის დამადასტურებელი დოკუმენტი. ასეთი დოკუმენტი საჭიროა მაშინ, როცა მაგალითად ლეგალურად ყოფნის დასადასტურებელი კონტროლია. ასე რომ, კონტროლის შემთხვევისთვის,  საჭიროა თან იქონიოთ ორიგინალი დოკუმენტი, ან მისი ქსეროასლი. უცხოელი, რომელმაც იპოვა დაკარგული ბინადრობის ბარათი, ამის შესახებ უნდა აუწყოს შესაბამის ორგანოს, მისი პოვნიდან არაუგვიანეს სამი დღის ვადაში. თუ უცხოელმა ახალი ბარათი მიიღო, ნაპოვნი დაუყოვნებლივ უნდა გადასცეს სავოევოდო სამსახურს.  

ყურადღება! ან წესების შეუსრულებლობისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა. 

ყურადღება! ბინადრობის ბარათი, პირადად უნდა აიღოს სავოევოდო სამსახურში. 13 წლამდე ბავშვების შემთხვევაში, ბარათს იღებს მშობელი ან სხვა იურიდიული მეურვე (მაგალითად კურატორი) 

ბარათის შეცვლა უნდა მოხდეს, ბარათის შეცვლაზე განაცხადის შეტანიდან 1 თვის ვადაში. თუ სავოევოდო სამსახური ამ პერიოდში ვერ გასცემს ახალ ბარათს, შეატყობინებს უცხოელს მიზეზს და ამასთანავე ახალ თარიღს დანიშნავს. 

 

დაგვიანების მიზეზის შესახებ შეატყობინებს უცხოელს და ამასთანავე დანიშნავს სხვა თარიღს.  

 

საფასური 

ბარათის გაცემასა და შეცვლასთან დაკავშირებული საფასური  შემდეგნაირია: 

  • - ბარათის გაცემა ან შეცვლა - 50 ზლოტი (შეღავათიანი ტარიფით 25 ზლოტი) 
  • - ბინადრობის მოწმობის შეცვლა უცხოელის მიერ ბარათის დაკარგვის ან დაზიანების  შემთხვევაში  - 100 ზლოტი 
  • - ბინადრობის მოწმობის შეცვლა, უცხოელის მიზეზით დაკარგვის ან დაზიანების ბარათის მორიგი შეცვლა  - 150 ზლოტი 
  • - დაკარგვის ან დაზიანების შემდეგ ჯერზე , საფასური შეადგენს საბაზისო თანხის 300 %  

ბარათის გაცემა ან შეცვლა უფასოა შემდეგ შემთხვევებში: 

  1. პირველი ბარათის გაცემა უცხოელზე, რომელმაც მოიპოვა: 

-დევლინის სტატუსი 

- სუბსიდიური დაცვა 

- ბინადრობის თანხმობა ჰუმანიტარული მიზეზებიდან  გამომდინარე 

  1. პირველი ბარათის გაიცემა უცხოელზე, რომელსაც მიენიჭა პოლონეთში ბინადრობის უფლება, როგორც რეპატრიანტის უახლოესი ოჯახის წევრს; 
  2. პირველი ბინადრობის ბარათის გაცემა უცხოელზე, რომელსაც მინიჭებული აქვს დროებითი ბინადრობის ნებართვა, როგორც ჰუმანიტარული მიზნებისთვის გაცემული ეროვნული ვიზის მფლობელი და რომელსაც აქვს ბელორუსის რესპუბლიკის მოქალაქეობა. 
  3. პირველი ბინადრობის ბარათის გაცემა უცხოელზე, რომელსაც მიენიჭა დროებითი ბინადრობის ნებართვა, როგორც დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის  მოქალაქეს, რომელიც 2020 წლის 31 დეკემბრამდე მუშაობდა პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, როგორც უცხოელი დამსაქმებლის მიერ დელეგირებული თანამშრომელი.  პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე (უცხოელთა შესახებ კანონის 186-ე მუხლის 1-ლი პუნქტი); 
  4. დროებითი პოლონური სამგზავრო დოკუმენტის გაცემა გადაადგილებულ ან განსახლებულ უცხოელზე ან გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების შემთხვევაში, რომელიც ავალდებულებს უცხოელს დაბრუნდეს საკუთარ ქვეყანაში; 
  5. თუ გაცემულ დოკუმენტს  ტექნიკური ხარვეზი ჰქონდა; 
  6. პოლონეთმა აიღო საერთაშორისო დაცვაზე პასუხისმგელობა  იმ ბარათის მფლობელზე, რომელიც გაიცა ევროკავშირის რეზიდენტობის გრძელვადიანი ნებართვის ფარგლებში, წარწერით “საერთაშორისო დაცვა, გაცემული …. (ქვეყნის დასახელება)” მფლობელზე პოლონეთმა აიღო საერთაშორისო პასუხისმგებლობა; 
  7. ბარათი იცლება იმ მიზეზით,  რომ პოლონეთმა აიღო საერთაშორისო მასშტაბით დაცვის უზრუნველყოფა იმ პირისა, რომელსაც ევროკავშირის ტერიტორიაზე გრძელვადიანი რეზიდენტის ნებართვის გამო ბინადრობის გაცემულ მოწმობაზე აქვს მითითებული წარწერა ,, საერთაშორისო დაცვა მინიჭებული ....... (საერთაშორისო დაცვის გამომყოფი ევროკავშირის წევრი ქვეყნის დასახელება)მიერ; 
  8. ბარათი იცვლება იმ მიზეზით, რომ ევროკავშირის წევრმა სხვა სახელმწიფომ აიღო საერთაშორისო მასშტაბით იმ პირის დაცვა, რომელსაც ბინადრობა მიენიჭა, ევროკავშირის რეზიდენტობის გრძელვადიანი ნებართვის ფარგლებში.  

 

 

 იურიდიული საფუძველი  

2013 წლის, 12 დეკემბრის კანონი უცხოელთა შესახებ (საკანომდებლო მაცნე, 2020 წელი, პუნქტი 35). 

შინაგან საქმეთა მინიტრის 2014 წლის 25 აპრილის განკარგულება, პოლონეთის რესპუბლიკაში ბინადრობის ბარათის გაცემისა და შეცვლის საფასურის, ან ამ საფასურისგან განთავისუფლების შესახებ. (საკანონმდებლო მაცნე, 2014 წელი,  563 პუნქტი) 

 

შეაფასეთ

დაამატეთ გამოხმაურება
What is the sum of 5 and 1?