+48 22 490 20 44 დახმარება პოლონეთში მცხოვრები უცხოელებისთვის

Მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ამავდროულად გაცნობებთ რომ ვებგვერდ www.migrantinfo.pl-ზე არსებული ყველა ინფორმაცია ჯერ არ არის ადაპტირებული კანონში შემავალი ცვლილებების შინაარსთან. გვერდის განახლება მიმდინარე რეჟიმში მოხდება. ვებგვერდის შინაარსის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით ეჭვის გაჩენის შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ Migrant.Info.-ს საინფორმაციო ცხელ ხაზს. ცხელი ხაზი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09.00-დან 17.00 საათამდე, მისი ნომერია: 22 490 20 44

ბინადრობის ნებართვა ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით

Თუ უცხოელის პოლონეთში ყოფნის მიზანი ეკონომიკური საქმიანობაა, მას შეუძლია განაცხადი შეიტანოს ბინადრობის ნებართვაზე ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით 

ყურადღება! Ნებართვის ეს ტიპი, (კანონით დაწესებული პირობების შესრულების შემდეგ) შეუძლია მიიღოს უცხოელმაც, რომლის პოლონეთში ყოფნის მიზეზია: 

- შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, ან სააქციო საზოგადოების მმართველ საბჭოში ფუნქციის შესრულება, რომლის აქციების ან აქციების წილის მფლობელია უცხოელი, ან 

-კომანდიტური საზოგადოების ან კომანდიტური სააქციო საზოგადოების საქმეების წარმოება სრულუფლებიანი პარტნიორის მიერ, ან 

-რწმუნებულის როლის შესრულება. 

Საჭირო დოკუმენტები 


ეკონომიკური საქმიანობიდან გამომდინარე ბინადრობის ნებართვის მისაღებად, იმ  ძირითადი დოკუმენტების გარდა, რომლებიც ჩამოთვლილია ქვეთავში -ბინადრობის დროებითი ნებართვა - ზოგადი ინფორმაცია, უცხოელმა ასევე უნდა წარადგინოს: 

 

- დოკუმენტები, რომელიც ადასტურებს შემოსავლის სტაბილურ და რეგულარულ წყაროს, რომელიც საკუთარი და უცხოელზე ფინანსურად დამოკიდებული ოჯახის წევრების ცხოვრების ხარჯების დაფარვის საშუალებას იძლევა. (მაგალითად, შრომითი ხელშეკრულება, სამოქალაქო-იურიდიული ხელშეკრულება) 

- ჯანმრთელობის დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტები ან დამზღვევის მიერ პოლონეთში მკურნალობის ხარჯების დაფარვის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ., ბოლო 3 თვის განმავლობაში სოციალური დაზღვევის სააგენტოში, ყოველთვიური შენატანის დამადასტურებელი დოკუმენტი (ZUS RCA) 

- პოლონეთში ცხოვრების დამადასტურებელი მოწმობა. Ეს შეიძლება იყოს ქირავნობის ხელშეკრულება, მისამართზე რეგისტრაციის მოწმობა, ან სასტუმროს ჯავშანი. 

- გადასახადების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები, მაგალითად, PIT-ის (ფიზიკური პირების საშემოსავლო გადასახადის) გადახდისა; 

- ცნობა საგადასახადო დავალიანების არქონის შესახებ.  

Გარდა ამისა, საჭიროა ეკონომიკური საქმიანობის წარმართვასთან დაკავშირებული დოკუმენტების წარდგენა ,მაგალითად; 

-ხელშეკრულება; 

-ცნობა ფირმის მიერ  საგადასახადო დავალიანების არქონის შესახებ; 

-კომპანიის ბალანსი მიმდინარე მოგებისა და ზარალის ანგარიშთან ერთად; 

-ანკეტა ბიზნეს-საქმიანობის შესახებ; 

-განცხადების წარდგენის წინა საგადასახადო წელს, შემოსავლის მიღწევის დამადასტურებელი დოკუმენტები, განაცხადის წარდგენის დღეს არსებულ საშუალო თვიურ ანაზღაურებაზე არანაკლებ თორმეტჯერ მეტი. მაგალითად, კომპანიის წინა წლის CIT 8 განაცხადის (განცხადება საშემოსავლო გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავლის/ზარალის ოდენობის შესახებ) საგადასახადო სამსახურში შეტანის დამადასტურებელი საბუთი, კომპანიის მიმდინარე ფინანსური შედეგის დამადასტურებელი სააღრიცხვო დოკუმენტები. 

Ან  

განუსაზღვრელი ვადით და სრულ განაკვეთზე დასაქმების ხელშეკრულება, რომელიც გაფორმებულია პოლონეთის მინიმუმ ორ მოქალაქესთან, ან უცხოელებთან, რომელთა შესახებაც საუბარია დასაქმების ხელშეწყობისა და სამუშაო ბაზრის ინსტიტუტების კანონის 87-ე მუხლის,  1-9 პუნქტებში.  

Ან 

იმ თანხების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომელიც ზემოთ აღნიშნული პირობების სამომავლოდ  შესრულების საშუალებას იძლევა , ან იმ საქმიანობის წარმართვის დოკუმენტები, რომელიც სამომავლოდ იძლევა ამ პირობების შესრულების საშუალებას, განსაკუთრებით ინვესტიციის ზრდის, ტექნოლოგიის გადაცემის და  სამუშაო ადგილების შექმნის დარგში. (მაგალითად, ბიზნესგეგმა, ყიდვა-გაყიდვის ინვოისები, ხელშეკრულებები კლიენტებთან, ცნობა დასაქმებული ადამიანების რაოდენობის შესახებ) 

ყურადღება! ზემოთ ჩამოთვლილი სია არ არის ერთხაზოვნად სრულყოფილი. ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით ბინადრობის დროებითი ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტები, შეიძლება განსხვავდებოდეს უცხოელისა კონკრეტული სიტუაციიდან ასევე იმ სავოევოდო ოფისის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სადაც უცხოელს შეაქვს განაცხადი დროებითი ბინადრობის ნებართვის მიღებაზე. 

 

პოლონეთში უცხოელების მიერ ბიზნესის წარმართვის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბიზნესსაქმიანობის ქვეთავში. 


 

შეაფასეთ

დაამატეთ გამოხმაურება
What is the sum of 2 and 1?