განთავსებაdrukuj
ZAKWATEROWANIE
გასაქირავებელი ოთახი ან ბინა, უმჯობესია მოვძებნოთ პოლონეთის ყველაზე პოპულარულ პორტალებზე:
შეგიძლია საძიებო კრიტერიუმები შეცვალო შენთვის სასურველი ქალაქის, უბნის, ფასის, სართულის და სხვა პარამეტრების მიხედვით. შეგიძლია სხვადასხვა ქალაქის, მსგავსი თემატიკის ფეისბუქ-ჯგუფებითაც ისარგებლო, მაგალითად, ჯგუფს “პოზნანი -ვაქირავებ ან ვიქირავებ ბინას”(პოლ. Poznań wynajmę lub szukam mieszkanie) 81 ათასი წევრი ჰყავს. შეგიძლია განათავსო ინფორმაცია, რომ აქირავებ ან გსურს ბინის ქირაობა და მიუთითოთ ის კრიტერიუმები, რის მიხედვითაც ეძებ.
ოთახების, ისევე როგორც ბინების ფასები დამოკიდებულია ქალაქზე და ბინის ადგილმდებარეობაზე ქალაქში - გარეუბანში უფრო იაფია, ქალაქის ცენტრში უფრო ძვირი, ასევე ბევრია დამოკიდებული ბინის მდგომარეობაზე. პოზნანში, ერთკაციანი ოთახის ქირის ფასი მერყეობს 500-დან 1200 ზლოტამდეც კი, მთლიანი ბინის ქირაობა 1400-დან 2200 ზლოტამდე ღირს. რა თქმა უნდა, პოზნანის მოსაზღვრე და ვიელკოპოლსკის რეგიონის პატარა ქალაქებში, ამ თანხის ნახევარ ფასადაც შეგიძლია ნახო საცხოვრებელი, თუმცა აუცილებლად უნდა გაითვალისწინო, რომ სამსახურამდე მისასვლელად დიდი დრო დაგჭირდება.
თუ სტუდენტი ხარ, შეგიძლია სცადო უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში იქირაო ოთახი. პოზნანის უნივერსიტეტებს თავისი საერთო საცხოვრებელი ქალაქის სხვადასხვა, ხშირად ძალიან ხელსაყრელ ლოკაციებზე აქვთ.
1. ადამ მიცკევიჩის სახელობის უნივერსიტეტი:
სტუდენტური საერთო საცხოვრებელი “იოვიტა”
- ერთადგილიანი ოთახი — 525 ზლოტი (მოდერნიზებული— 595 ზლოტი)
- ორადგილიანი ოთახი — 415 ზლოტი (მოდერნიზებული — 495 ზლოტი; სამზარეულოთი — 515 ზლოტი)
სტუდენტური საერთო საცხოვრებელი “ჰანკა”
- ერთადგილიანი ოთახი — 420 ზლოტი
- ორადგილიანი ოთახი — 370 ზლოტი
- სამადგილიანი ოთახი — 325 ზლოტი
სტუდენტური საერთო საცხოვრებელი “ბაბილონი”
- ერთადგილიანი ოთახი — 475 ზლოტი
- ორადგილიანი ოთახი — 395 ზლოტი
- სამადგილიანი ოთახი — 340 ზლოტი
სტუდენტური საერთო საცხოვრებლები “იაგიენკა” და “ზბიშკო”
- ერთადგილიანი ოთახი— 550 ზლოტი „ზბიშკო”; 570 ზლოტი „იაგიენკა”
- ერთადგილიანი ოთახი სამზარეულოთი— 600 ზლოტი
- ორადგილიანი ოთახი — 425 ზლოტი
ნიეშავსკას ქუჩასთან მდებარე სტუდენტური საერთო საცხოვრებელი
- ერთოთახიანი სეგმენტი — 470 ზლოტი
- ოროთხიანი სეგმენტი — 440 ზლოტი
- შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირებული სეგმენტი — 470 ზლოტი
2. პოზნანის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი
სახლი 1 — 524 ზლოტი (ერთი ადგილის ფასი)
სახლები 2 – 4
- ადგილი ორკაციან ოთახში — 364 ზლოტი
- ადგილი სამკაციან ოთახში— 377 ზლოტი
სახლები 5 – 6
- ადგილი ორკაციან ოთახში— 371 ზლოტი
- ოთახი საერთო სველი წერტილით მეორე ოთახთან (სახლი. 6) — 380 ზლოტი
- ადგილი სამკაციან ოთახში — 343 ზლოტი
- ოთახი საერთო სველი წერტილით მეორე ოთახთან (სახლი 6) — 363 ზლოტი
3. საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა უნივერსიტეტი
სტუდენტური საერთო საცხოვრებლები “იურანდი” და “დანუშკა”
- ერთადგილიანი ოთახი — 480 ზლოტი
- ორადგილიანი ოთახი — 320 ზლოტი (გაუმჯობესებული სტანდარტი —385 ზლოტი)
- სამადგილიანი ოთახი — 320 zł
სტუდენტური საერთო საცხოვრებელი “მაჩკო”
- ორადგილიანი ოთახი — 300 ზლოტი
- სამადგილიანი ოთახი — 300 ზლოტი
სტუდენტური საერთო საცხოვრებელი “ფშილეშიე”
- ერთადგილიანი ოთახი — 350 ზლოტი
- ორადგილიანი ოთახი — 300 ზლოტი
- სამადგილიანი — 300 ზლოტი
4. ეკონომიკური უნივერსიტეტი
სტუდენტური საერთო საცხოვრებელი “ატოლი”
- ერთადგილიანი ოთახი აბაზანის გარეშე - 450 ზლოტი
- ორადგილიანი ოთახი აბაზანით - 470 ზლოტი
- ორადგილიანი ოთახი ნიჟარით - 430 ზლოტი
სტუდენტური საერთო საცხოვრებელი “დევიზკა”
- ერთადგილიანი ოთახი - 480 ზლოტი
- ორადგილიანი ოთახი - 430 ზლოტი
სტუდენტური საერთო საცხოვრებელი “ფენიქსი”
- ერთადგილიანი ოთახი - 460 ზლოტი
- ორადგილიანი ოთახი - 410 ზლოტი
5. პოზნანის ხელოვნების უნივერსიტეტი
სტუდენტები განთავსებულები არიან პოზნანის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ნომერ 6 საერთო საცხოვრებელში, იმავე ფასად.
6. ფიზიკური აღზრდის აკადემია
სტუდენტური საერთო საცხოვრებლები განთავსებულია წმინდა როხას ქუჩაზე და რატაიეს უბანში. თვიური გადასახადი 280-410 ზლოტის ფარგლებში მერყეობს
პოზნანში ერთი კერძო სტუდენტური საერთო საცხოვრებელია - პოლონეზი, რომელიც ნიეპოდლეგვოშჩის გამზირზეა. მისი ფასი უფრო მაღალია, რადგან სტანდარტიც მაღალია და გაიხსნა ადრინდელი სამვარსკვლავიანი სასტუმროს მაგივრად. ერთკაციანი ოთახის ფასი 1085 ზლოტიდან იწყება, ხოლო ორკაციან ოთახში მინიმუმ 695 ზლოტის გადახდა მოგიწევს. ამის მიუხედავად, საერთო საცხოვრებელში უამრავი ადამიანი ცხოვრობს სხვადასხვა ქვეყნიდან, რომელებიც ძალიან დადებითად აფასებენ პოლონეზს. მეტ ინფორმაციას ნახავ აქ
https://studentdepot.pl/pl/akademik-polonez-poznan#community