close

Pragniemy zwrócić Państwa uwagę, że zamieszczone na niniejszej stronie informacje nie stanowią źródła prawa. Zapewniamy, że dołożyliśmy wszelkich starań, by były one zgodne z obowiązującymi regulacjami. Prosimy jednak pamiętać, że niniejsza strona służy wyłącznie celom informacyjnym, a informacje na niej zamieszczone nie mogą stanowić podstawy w sporach z organami administracji publicznej. W razie wątpliwości zalecamy skontaktowanie się z organem prowadzącym postępowanie administracyjne w danej sprawie oraz zapoznanie się z przepisami prawa, które mogą mieć decydujący wpływ na jej rozstrzygnięcie.

Zapraszamy również do kontaktu z prowadzoną przez nas infolinią migrant.info - 22 490 20 44.

Czy informacje zawarte na stronie są przydatne?

Jakich informacji Pan/Pani poszukiwał/a?

Jesteś na:

გადაადგილება პოზნანშიdrukuj

PORUSZANIE SIĘ PO POZNANIU

1. ტრამვაი და ავტობუსი

პოზნანში გადაადგილების ყველაზე მარტივი საშუალებაა ტრამვაი.

ტრამვაი მოძრაობს პუნქტუალურად, ხშირად და პოზნანის ნებისმიერ უბანში წაგიყვანს, თუმცა ზოგჯერ შეიძლება გადაჯდომა იყოს საჭირო. ტრამვაის ხაზს თავისი საკუთარი სახელიც აქვს, პოლონურად PST - Poznański Szybki Tramwaj, ანუ პოზნანის სწრაფი ტრამვაი. ასევე გამართულად მუშაობს ღამის ტრანსპორტი, როგორც წესი  მათი  სამუშაო საათებია 23:00-04:00.

პოზნანში მოძრაობს ტრამვაი ნომრებით 1-დან 18-მდე, 53 ავტობუსი, (მათი ნუმერაცია იწყება 100-დან), 3 ღამის ტრამვაი, 21 ღამის ავტობუსი და 61 ხაზი საქალაქო ავტობუსებისა.

ბილეთები

ა) ელექტრონული ბილეთები: უმჯობესი იქნება PEKA ბარათი გააკეთო (PEKA ანუ პოზნანის აგლომერაციული ბარათი). ბარათით შეგიძლია გადაიხადო თანხა მთლიანი მგზავრობის ან გავლილი გაჩერებების მიხედვით, შეიძინო ბილეთი გარკვეული ვადით ერთ მოცემულ მარშრუტზე, ან ყველა ტრამვაისა და ავტობუსზე, სტუდენტებისთვის ყველაზე ხელსაყრელია სემესტრული ბილეთის შეძენა. მეტ ინფორმაციას ამ თემაზე ნახავ აქ https://www.peka.poznan.pl/web/portal მათ შორის იმასაც, თუ სად შეგიძლია გააკეთო ბარათი და როგორ ჩარიცხო  თანხა.

ბ) ქაღალდის ბილეთები: ქაღალდის ბილეთები პოზნანში გაცილებით უფრო ძვირია, ვიდრე PEKA ბარათის ბილეთები

ბილეთის სახეობა

ზონა

 სრული ფასი

შეღავათიანი ტარიფი 50%

15 წუთამდე

A+B+C+D

4,00 ზლ

2,00 ზლ

45 წუთამდე

A+B+C+D

6,00 ზლ

3,00 ზლ

90 წუთამდე

A+B+C+D

8,00 ზლ

4,00 ზლ

24 საათიანი

A

15,00 ზლ

7,50 ზლ

24 საათიანი

A+B+C+D

20,00 ზლ

10,00 ზლ

7 დღიანი (168 საათიანი)

A

50,00 ზლ

25,00 ზლ

7 დღიანი (168 საათიანი)

A+B+C+D

80,00 ზლ

40,00 ზლ

 

როგორც შეამჩნიე, ქაღალდის ბილეთები განსხვავდება ერთმანეთისგან დროით, რა დროითაც ყიდულობ.

ყურადღება

> როგორც ელექტრონული, ასევე ქაღალდის ბილეთებით, შეგიძლია იმგზავრო სხვადასხვა ზონაში, A ზონაა ქალაქი პოზნანი - B,C,D პოზნანთან ახლოს მდებარე სოფლები, თუ პატარა ქალაქები.

 

> პოზნანში ფუნქციონირებს მოთხოვნითი გაჩერებები, ასეთი გაჩერებები აღნიშნულია როგორც NŻ (Na Żądanie). თუ გინდა, რომ ავტობუსი მოთხოვნით გაჩერებაზე გაჩერდეს, კარებთან არსებულ STOP ღილაკს უნდა დააჭირო.

> პანდემიის დროს, ყველა სატრანსპორტო საშუალების კარები ავტომატურად იღება ყველა გაჩერებაზე, ნორმალურ პირობებში კი, მგზავრმა თვითონ უნდა დააჭიროს ღილაკს ხელი, რათა ჩავიდეს ან ამოვიდეს.

2. ველოსიპედი

პოზნანში საველოსიპედე ბილიკების კარგად განვითარებულია ქსელია, რომლის წყალობითაც სამსახურში თუ უნივერსიტეტში წასვლისას, საცობებს თავს აარიდებ. თუ არ გაქვს შენი ველოსიპედი, შეგიძლია ქალაქ  პოზნანის  საველოსიპედო მომსახურებით ისარგებლო. ველოსიპედების სადგური ქალაქის მთავარ პუნქტებშია. იმისთვის, რომ შეძლო ველოსიპედის ქირაობა, უნდა დარეგისტრირდე ვებ-გვერდზე poznanskirower.pl ან მობილური აპლიკაცია - ქალაქ პოზნანის საველოსიპედო სერვისი (პოლონურად Poznański Rower Miejski) ჩამოტვირთო და ანგარიშზე გადარიცხო 20 ზლოტი. მობილური აპლიკაციის საშუალებით, შეგიძლია შეამოწმო თავისუფალი ველოსიპედები და იქირაო QR სკანერის დახმარებით.

ფასი:

  • 20 ზლოტი - საწყისი საფასური.
  • 0 ზლოტი  1-დან 30-წუთამდე.
  • 1 ზლოტი  პირველი საათი. (31-60 წუთი).
  • 2 ზლოტი მეორე დაწყებული საათი. 
  • 4 ზლოტი ყოველი მომდევნო საათი.

 

მეტი ინფორმაციას ნახავ უფასო სახელმძღვანელოში

https://rowerowypoznan.pl/wp-content/uploads/2019/11/sposoby-na-poznan.pdf

3. სქროლი/ჰულაინოგა

პოზნანში დაახლოებით 200 მდე სქროლია, (პოლონურად ჰულაინოგა) იმისთვის რომ ისარგებლო, უნდა დააინსტალირო უფასო აპლიკაცია Lime, რომელსაც ეფლსთორიდან ან გუგლ პლეიდან ჩამოტვირთავ. მათი საშუალებით ნახავ სქროლის ლოკალიზაციას, დატენვის დონეს და სავარაუდო შესაძლო გასავლელ მანძილს.

თანხის გადახდის ორი მეთოდია - აპლიკაციაში საკრედიტო ბარათის ინფორმაციის მითითება, საიდანაც ავტომატურად ჩამოიჭრება თანხა მგზავრობის დასრულებისთანავე, ან აპლიკაცია Lime-ში ანგარიშის შევსება. იმისთვის, რომ ისარგებლო სქროლის სერვისით საჭიროა ჯერ მოძებნო აპლიკაციის რუკაზე, შემდეგ კი მიხვიდე ადგილზე.  აპლიკაციაში ირჩევ სკანირების ვარიანტს და სქროლის საჭეზე განთავსებულ QR კოდს ასკანირებ. თუ სკანირება ვერ ხერხდება, შეგიძლია კოდი ხელით შეიყვანო. ქირაობის საწყისი ღირებულებაა 2 ზლოტი, ხოლო ყოველი წუთი 50 გროში ღირს.

4. ავტომობილი

როგორც წესი, დილის და შუადღის საათებში ქალაქში საცობებია, ამიტომ პოზნანში გადაადგილებისთვის ზემოთ ჩამოთვლილ საშუალებების გამოყენება ჯობია. გარდა ამისა, პარკინგის ფასი ძალიან მაღალია, ქალაქის ცენტრში ერთ საათში 7 ზლოტს გადაიხდი. ☹