დისკრიმინაცია სამუშაო ადგილზეdrukuj
პოლონეთში, სამუშაო ადგილზე დისკრიმინაცია აკრძალულია როგორც დასაქმების, ასევე შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის, შრომითი პირობების (მაგ. ხელფასის), დაწინაურების და პროფესიული სწავლების ხელმისაწვდომობის და კვალიფიკაციის ამაღლების თვალსაზრისით. დამსაქმებლებს არ შეუძლიათ ცუდად მოექცნენ დასაქმებულებს სქესის, ასაკის, შეზღუდული შესაძლებლობების, რასის, რელიგიის, ეროვნების, პოლიტიკური მრწამსის, სექსუალური ორიენტაციის გამო და ასევე დასაქმების ფორმიდან გამომდინარე - უვადო ან ვადიანი ხელშეკრულების საფუძველზე, ან სრულ ან ნაწილობრივ განაკვეთზე დასაქმების გამო. შრომის კოდექსში არის მთლიანი ჩამონათვალი იმ მიზეზებისა, რომელთა გამოც სამუშაო ადგილზე დისკრიმინაცია აკრძალულია, დოკუმენტი ყველასთვის ხელმისაწვდომია.
სქესობრივი ნიშნით დისკრიმინაცია მოიცავს სექსუალური ხასიათის ქცევას ან თანამშრომლის სქესთან დაკავშირებულ ქცევას, რაც ხელყოფს მის ღირსებას, იწვევს დამცირებას ან დამცირების გრძნობას. ეს არასასურველი ქცევაა, რომელსაც მსხვერპლი არ ეთანხმება და გამოთქვამს წინააღმდეგობას. ეს შეიძლება იყოს, მაგალითად შეხება ან მისი მისამართით გაკეთებული დამამცირებელი კომენტარები.
დისკრიმინაცია შეიძლება ირიბადაც იყოს განცდილი. ეს ხდება მაშინ, როცა ერთი შეხედვით ნეიტრალური გადაწყვეტილების, კრიტერიუმის ან განხორციელებული ქმედების შედეგად, დასაქმებულთა გარკვეულ ჯგუფთან დამოკიდებულებაში, არსებობს განსხვავება წარმოშობის, ეროვნების, რასის, რელიგიის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ასაკის, შეზღუდული შესაძლებლობების, მსოფლმხედველობის ან პოლიტიკური შეხედულებების გამო. ამის მაგალითია დაწინაურების ისეთი წესების დადგენა, რომელთა შესრულება, თავიდანვე ცხადია, რომ შეუძლებელია.
თანამშრომლებს ასევე აქვთ უფლება ჰქონდეთ თანაბარი ანაზღაურება ერთი და იგივე საქმის შესრულებისთვის, ან ისეთი სამუშაოს შესრულებისთვის, რომელსაც თანაბარი ღირებულება აქვს.
ყურადღება: პოლონეთში ლეგალურად მომუშავე მიგრანტებს, სამუშაო ადგილზე იგივე უფლებები აქვთ, რაც პოლონელ თანამშრომლებს. შესაბამისად, მათ აქვთ შვებულების, განსაზღვრულ საათებში მუშაობის უფლება (როგორც წესი ესაა 8 საათი დღეში, 40 საათი კვირაში), ხოლო დამსაქმებლისგან უსაფრთხო სამუშაო პირობების მიღების გარანტია, სადაც ჰიგიენური და უსაფრთხოების ნორმები იქნება დაცული. (მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს)
თანამშრომლებს, რომლებმაც გამოსცადეს დისკრიმინაცია სამუშაო ადგილზე, უფლება აქვთ მიიღონ ფინანსური კომპენსაცია, არანაკლებ პოლონეთში დადგენილი მინიმალური ხელფასის ოდენობისა, რომელიც გამოითვლება ცალკეული დადგენილებების შესაბამისად - ამ თემაზე დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ
დისკრიმინაცია ასევე შეიძლება გამოჩნდეს ისეთ ქცევებში, როგორიცაა მუქარა, შეურაცხყოფა, ცემა. ეს დანაშაულია და მათ, ვინც გამოსცადა უნდა შეატყობინონ პოლიციას - როგორ უნდა მოვიქცეთ კრიზისულ სიტუაციებში?