close

Pragniemy zwrócić Państwa uwagę, że zamieszczone na niniejszej stronie informacje nie stanowią źródła prawa. Zapewniamy, że dołożyliśmy wszelkich starań, by były one zgodne z obowiązującymi regulacjami. Prosimy jednak pamiętać, że niniejsza strona służy wyłącznie celom informacyjnym, a informacje na niej zamieszczone nie mogą stanowić podstawy w sporach z organami administracji publicznej. W razie wątpliwości zalecamy skontaktowanie się z organem prowadzącym postępowanie administracyjne w danej sprawie oraz zapoznanie się z przepisami prawa, które mogą mieć decydujący wpływ na jej rozstrzygnięcie.

Zapraszamy również do kontaktu z prowadzoną przez nas infolinią migrant.info - 22 490 20 44.

Czy informacje zawarte na stronie są przydatne?

Jakich informacji Pan/Pani poszukiwał/a?

Jesteś na:
Strona główna სწავლა პოლონეთში დიპლომის ნოსტრიფიკაცია

დიპლომის ნოსტრიფიკაციაdrukuj

 ნოსტრიფიკაცია სხვა ქვეყანაში მოპოვებული დიპლომის აღიარებაა მეორე ქვეყანაში.

 ნოსტრიფიკაციას ექვემდებარება იმ ქვეყნის მიერ გაცემული დიპლომები, რომელთანაც პოლონეთს არ აქვს ორმხრივი ხელშეკრულება, საზღვარგარეთ მიღებული განათლების პოლონეთში მიღებული განათლების ექვივალენტად აღიარების შესახებ.

ნოსტრიფიკაციის პროცედურა

ნოსტრიფიკაციას ახორციელებენ ის სასწავლებლები, რომლებსაც მოცემულ დარგში დოქტორის წოდების გაცემის უფლება აქვთ. 2021 წლიდან ამ პროცედურის გაკეთებას შეძლებენ ის სასწავლებლები, რომელებსაც A+, A  ან B+ კატეგორია აქვთ მინიჭებული იმ დისციპლინაში, რომელსაც განცხადება ეხება. უნივერსიტეტების და მათი კატეგორიის ჩამონათვალი  შეგიძლიათ ნახოთ  აქ:

http://www.bip.nauka.gov.pl/g2/oryginal/2018_10/0a5e15c139f6206c8e4925411d7cf751.pdf
ნოსტრიფიკაციისთვის საჭიროა  განცხადების შეტანა ფაკულტეტის საბჭოში ან სამეცნიერო საბჭოში. განცხადებას თან უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:

  • ორიგინალი და ქსეროასლი იმ საზღვარგარეთ მოპოვებული დიპლომისა, რომლის აღიარებაც სურს უცხოელს;
  • სკოლის ატესტატი ან სკოლის დამამთავრებელი საგამოცდო მოწმობის ასლი, რომლის საფუძველზეც პირი მიღებულ იქნა იმ სასწავლებელში სადაც დიპლომი აიღო.

დოკუმენტები, რომელებიც საშუალებას იძლევა შეფასდეს სწავლის მიმდინარეობა, მიღწეული შედეგები და სწავლის ხანგრძლივობა. შესაძლოა, ნოსტრიფიკაციის გამცემმა სასწავლებელმა, დოკუმენტების გადათარგმნა გთხოვოთ.

ნოსტრიფიკაციის გამცემი უნივერსიტეტი ადარებს სასწავლო პროგრამას, სწავლის შედეგებს, პროფესიულ კვალიფიკაციას, პროფესიულ პრაქტიკებს და სწავლის ხანგრძლივობას, მათი   უნივერსიტეტის მსგავს ფაკულტეტის სასწავლო პროგრამას, სწავლის შედეგებს, პროფესიულ კვალიფიკაციას და სწავლების ხანგრძლივობას. იმ შემთხვევაში, თუ უნივერსიტეტი დაასკვნის, რომ ეს მონაცემები განსხვავდება, განცხადების შემომტანს, შეიძლება დაევალოს, რომელიმე გამოცდის ჩაბარება, ან პროფესიული პრაქტიკის გავლა, რომელთა  პირობებს და ვადებს უნივერსიტეტი განსაზღვრავს.

 
ნოსტრიფიკაციის პროცესი უნდა დასრულდეს ყველა საჭირო საბუთის წარდგენის დღიდან სამი თვის ვადაში, ან საჭირო დამატებითი საქმიანობის დამთავრების და გამოცდების ჩაბარებიდან ერთ თვის ვადაში.  

თუ ნოსტრიფიკაციის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, განცხადების შემომტანს, მისი უნივერსიტეტის რექტორთან გასაჩივრება შეუძლია. საჩივრის წარდგენია ბოლო  ვადა არ არის მკაცრად განსაზღვრული. . 

თუ უნივერსიტეტი დიპლომს აღიარებს, განცხადების შემტანი მიიღებს ცნობას იმის შესახებ, რომ მის მიერ საზღვარგარეთ მოპოვებული დიპლომი, პოლონური დიპლომის ექვივალენტია. ეს განცხადება, საჭიროა ყოველთვის საზღვარგარეთ მიღებულ დიპლომთან ერთად წარადგინოთ.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დიპლომის ნოსტრიფიკაცია პრაქტიკაში შეიძლება პრობლემური, რთული და ძვირადღირებული იყოს. მაგალითად, უნივერსიტეტმა შეიძლება მოგთხოვოთ სამაგისტრო ან სადოქტორო ნამუშევრის გადათარგმნა პოლონურ ენაზე. დიპლომის აღიარების პროცესი, პრაქტიკაში შეიძლება ერთ წელზე დიდხანს გაგრძელდეს. ასევე პრობლემური შეიძლება აღმოჩნდეს მოთხოვნილი სტაჟირების გავლა, მაგალითად საექთნო სტაჟირება არ ფინანსდება და ერთი წელი გრძელდება.

უფრო მეტიც, საზღვარგარეთ მიღებული ზოგიერთი პროფესიული წოდების აღიარება შეუძლებელია - ზოგიერთი ერთწლიანი სამაგისტრო კურსის დიპლომის აღიარება არ ხდება მისი ხანგრძლივობის სიმოკლიდან გამომდინარე. 

საფასური

საფასურის მაქსიმალური ოდენობაა პროფესორის ხელფასის 50%. უნივერსიტეტი თავად ადგენს საფასურისგან განთავისუფლების პირობებს და პროცედურა

აქ https://nawa.gov.pl/uznawalnosc/wydawanie-informacji-o-zagranicznych-dyplomach ნახავ ინფორმაციას უცხოური დიპლომის აღიარების შესაძლებლობებზე.